კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვას ხომ არ ჩაიდენს მართლმადიდებელი ქრისტიანი თუ აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაკავდება?
პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია ანტიქრისტიანულია, თუმცა ამ ორთაბრძოლების გარკვეული ელემენტების წვრთნის დროს გამოყენება შეიძლება, ოღონდ, თუ უგულებელყოფილი იქნება ის რელიგიური საფუძვლები, რომელსაც საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები ეყრდნობა.
კითხვა: მაინტერესებს, რა ვუყო ფოტოებს (ცოცხლების), რომლებიც დანესტიანებულ, დაკეტილ სახლში დარჩა და გაფუჭდა (გარდაცვლილების ფოტოებიც არის)?
პასუხი: ასეთი ფოტოები შეგიძლიათ, სუფთა ადგილზე დაწვათ. მშვიდად იყავით, ამით თქვენს ახლობლებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ და არც გარდაცვლილების სულს დაამძიმებთ.
კითხვა: რას ნიშნავს სასიკვდინე ცოდვა?
პასუხი: საეკლესიო სწავლებით, სასიკვდინეა ცოდვა, რომელსაც ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში ჩვენი სურვილით ჩავდივართ და ეს ეწინააღმდეგება უფლის მცნებებს. სასიკვდინედ კი იმიტომ ითვლება, რომ სასუფეველს გვაკარგვინებს და მარადიული სიკვდილისკენ მიგვიძღვის.
კითხვა: გავიგე, რომ ძაღლის სახლში ყოფნა არასწორია და მართლმადიდებელ ქრისტიანს შინ ძაღლი არ უნდა ჰყავდეს. რამდენად მართალია ეს აზრი?
პასუხი: ძაღლი ღვთის შექმნილია და ის ადამიანის მეგობარი და სახლის დარაჯია. რა თქმა უნდა, ძაღლი, ისევე, როგორც სხვა პირუტყვი, საეკლესიო სიწმიდეებთან ახლოს არ უნდა იყოს. უმჯობესია, ძაღლი ეზოში იყოლიოთ.
კითხვა: არის თუ არა ქრისტიანული ტრადიცია, როდესაც ახლად დაბადებულ ბავშვს რომელიმე ოჯახის წევრის სახელს არქმევენ?
პასუხი: ოჯახის წევრის სახელის დარქმევა საეკლესიო ტრადიცია არ გახლავთ, თუმცა ეკლესიას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მით უმეტეს, თუ ეს სახელი რომელიმე წმიდანისაა. ისიც ცრუ შეხედულებაა, როდესაც ჰგონიათ, რომ ბავშვს იმ ადამიანის ბედი ექნება, ვისი სახელიც ჰქვია. დაარქვით ბავშვს რომელიმე წმიდანის სახელი და აღზარდეთ სიმშვიდით და სიკეთით, ღმერთი შეგეწევათ!
კითხვა: როგორც გავიგე, სულთმოფენობის დღეს ტაძრიდან მოტანილ ყავილებს განსაკუთრებული ძალა აქვს. როგორ უნდა შევინახოთ ისინი, დავიდოთ ბალიშის ქვეშ თუ სხვა განსაკუთრებული ადგილი მივუჩინოთ?
პასუხი: ტაძრიდან მოტანილი ყვავილებისთვის განსაკუთრებული ადგილის მიჩენა ხალხური ტრადიციაა, რომელსაც გარკვეული საფუძველი აქვს. იმ ყავილებს, რომლებიც ხელში გეჭირათ წირვის დროს, მართლაც შეუძლიათ ადამიანზე დადებითი გავლენის მოხდენა.
скачать dle 11.3