კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ჭეშმარიტების გზაზე

სასწაულთა შესახებ
სასწაულთა მოვლინებით უფალი კი არ ადასტურებს, რომ ესა თუ ის მორწმუნე სწორად ცხოვრობს, არამედ ღმერთი სასწაულებს ახდენს თავისი ქმნილებისადმი სიყვარულის გამო.
***
მათ შესახებ, ვისაც აეჭვებდა უფლის სასწაულები, ბერი ამბობდა: „როდესაც ადამიანი ირწმუნებს ქრისტეს აღდგომას და სიტყვით დაადასტურებს, რომ ქრისტე არის ღმერთი, მაშინ ის იოლად შეძლებს ყველა სასწაულის ახსნას“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი თავიანთი ხასიათით წარმოადგენენ მხოლოდ ფაქტების აღწერასა და კონსტატაციას და არა მათ ახსნას.
უთვალავი უგუნურება
რომ განაქარვო ყველა ის სისულელე, რაც ქრისტიანობის შესახებ იწერება, საჭიროა გონების მთები, ავტოკალმების ტყეები, მელნის ზღვები და ქაღალდის ტრიალი მინდვრები.
***
ბევრი ეწევა თამბაქოს, როცა წერს, ან ეწევა და შიგადაშიგ წერს კიდეც, მაგრამ გამოსდის ისე, როგორც „აბოლებს“.
აუცილებელი მარაგი
როდესაც წერ, შვილო ჩემო, თავიდანვე ნუ დაიმოწმებ ყველა არგუმენტს, ნაწილი შემოინახე. თუ ვინმე პასუხის გაცემას დაიწყებს, შენ შეგიძლია აუცილებელი მარაგის გამოყენება. ეს განამტკიცებს შენს პოზიციებს.
ბატონები
ჩვენ ყოველთვის გვყავს ბატონი: ან ღმერთი, ანდა ეშმაკი, რომელიც ვნებებს აღძრავს ჩვენში.
***
ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია.
ცოდვა და ურწმუნოება
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
***
„ღმერთი არ არსებობს“, – ჩვეულებრივ ამას ამბობენ გარყვნილი და უზნეო ადამიანები, მაგრამ მაღალზნეობრივ, თავშეკავებულ, სათნოებით შემკულ ადამიანთაგან ასე იოლად არავინ იტყვის – „ღმერთი არ არსებობს“.
რა არის რწმენა
გწამდეს ღვთისა და გჯეროდეს დილით მზის ამოსვლისა – ეს ერთი და იგივე არ არის. მეორე შემთხვევაში შენ გჯერა ბუნების კანონებისა და არა ღვთისა. რწმენა ის არის, როცა ხედავ, რომ მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, მაგრამ ამბობ: „მალე შუადღე იქნება, თუ ამას ღმერთი მოისურვებს“.
მოსწრებული პასუხი
ერთ სწავლულს, იმის დასადასტურებლად, რომ ღმერთი არ არსებობს, სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავდა, ბოლოს კი თქვა:
– თუ არის ღმერთი, დაე, ახლავე მომკლას!
და რადგანაც, რასაკვირველია, არაფერი მოხდა, განაგრძო:
– ხედავთ, ღმერთი რომ არსებობდეს, ხომ მომკლავდა...
ამ დროს ერთი დედაკაცი ეუბნება მას:
– შვილები გყავთ?
– დიახ!
– რამდენი?
– სამი.
– გიჯერებენ?
– ყველა არა. ორი მიჯერებს, მესამე კი...
– რა? – ჰკითხა დედაკაცმა.
– ოჰ, – ამოიოხრა სწავლულმა, – მეურჩება, არ მიჯერებს, ჯიუტობს.
– მაშინ მოკალით ის!
– ჩემი შვილი? – გაოგნდა სწავლული.
– აი, ხომ ხედავთ, თუ თქვენ არ გინდათ საკუთარი შვილის მოკვლა, როგორ გგონიათ, ღმერთი, რომელსაც შეუდარებლად უფრო მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ გიყვართ თქვენი შვილი, მოგკლავთ?!
მამა ეპიფანე თეოდოროპულოსი

скачать dle 11.3