კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ჩამოქიშმარიებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ხაკისფერი ჭირი VS წითელი ჭირი

  თუმცა რფ-ის პრ.-მა საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს არ მიულოცა ფაშიზმზე გამარჯვების დღე, სამაგიეროდ, ქართველებსა და უკრაინელებს მოგვწერა, რომ უზომოდ ბედნიერია, რაკი ერთად შევძელით ხაკისფერი ჭირის დამარცხება (და მერე რა, რომ წითელი ჭირი არანაკლებ ჭირია თავისი სამართალმემკვიდრიანად?!).
  მეორე მხრივ, წესითა და რიგით, ქართველებს სანთლებს უნდა უნთებდნენ და ჯანმრთელობის პარაკლისებს უხდიდნენ, იმ მარტივი მიზეზით, რომ სტალინისა და ბერიას არსებობის ფაქტის გარეშე, რომლებიც საქართველოს არსებობის ფაქტის გარეშე ვერ იარსებებდნენ, სსრკ, მაშასადამე, რფ, არათუ ხაკისფერ ჭირს დაამარცხებდა, წითელი ჭირიც მოგვჭამდა ჭირს.
  მაგრამ ამის გამო არათუ მადლობას არავინ გვეუბნება (ჩრდილოეთიდან), არამედ 9 მაისის ზეიმამდე სეპარატისტულ აფხაზეთში რფ-ის ელჩმა (ალექსეი დვინიანინმა) ე. წ. თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი გადასცა.
იქვეა განმარტებული, რომ ამ ორდენით ჯილდოვდებიან საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწენი (არ გაიშვა მერაბ ქიშმარიას ღვაწლი), რომლებმაც წვლილი შეიტანეს რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში (ორდენი ეკატერინე პირველის მიერაა დაწესებული 1725 წელს).
  რაც მთავარია, სეპარატისტი მინისტრი პრ. პუტინის ბრძანების საფუძველზე დაჯილდოვდა. ცხადია, მ. ქიშმარიამ მომენტით ისარგებლა და განაცხადა, რომ ეს ორდენი არა მხოლოდ მისი, „სამამულო ომში“ (ესე იგი, ქართველების წინააღმდეგ ომში) დაღუპულთა დამსახურებაა, რამაც დამოუკიდებლობა მოგვიტანაო (არადა „დამოუკიდებლობა“ რუსულმა ტანკებმა მოუტანეს, თუ სიმართლეს თვალებში ჩავხედავთ).
  ასეა თუ ისე, ვინაიდან ძალა აღმართს ხნავს, ისღა დაგვრჩენია, რფ-ს (რომელიც უმოწყალოდ ჩამოქიშმარიავდა) ვუსურვოთ, რომ მარად და მუდამ მ. ქიშმარიას დარი მოკავშირეების ამარა დარჩენილიყოს (რაკი ახალ დროში ეგაა მათი სუვოროვი).
скачать dle 11.3