კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (155)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

№19 როგორ აითვისეს ჩვენმა წინაპრებმა ახლანდელი საბერძნეთის კუნძულები და ჩამოაყალიბეს ევროპის პირველი სახელმწიფო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჩვენმა წინაპრებმა უძველესი ისტორია ლამაზი მითების სახით შემოგვინახეს, მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილი ჰომეროსის მიერ გადმოცემული, კლასიკად ქცეული, განთქმული ტროას ომი ასე ზღაპრად დარჩებოდა, რომ არა ჰაინრიხ შლიმანი, რომელიც არ იყო პროფესიით არქეოლოგი, მაგრამ მან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური, ეს იყო სენსაცია.
კახაბერ ჭიღლაძე (მკვლევარი): სამწუხაროდ, ამ დიდებულ პიროვნებას არ დასცალდა აიეტის სასახლის პოვნა, მას ამის დიდი სურვილი ჰქონდა და დარწმუნებული იყო ამაში, ისევე, როგორც ტროას შემთხვევაში. მაგრამ კავკასიაში ვერ მოხერხდა კვლევების წარმოება. არადა, ეს რეგიონი იყო და არის უდიდესი ინტერესის ობიექტი, მას უკავშირდება არაერთი მითი და თქმულება, მაგალითად: არგონავტებზე, პრომეთეზე, იოზე, კორიბანტებზე, დიონისეზე, ზევსი-ევროპე-მინოსი-პასეფაე-არიადნეზე, რეა-კიბელე-კირკესა თუ კალიფსოზე და რა თქმა უნდა, აიას ლეგენდარულ მეფე აიეტზე და მის ქალიშვილ მედეაზე, რომლის სახელიდანაც მომდინარეობს ტერმინი „მედიცინა“. შლიმანს რომ დასცლოდა, საწადელს მიაღწევდა. ალბათ, ყველა არქეოლოგის ოცნებაა, მიაგნოს აიეტის სასახლეს. ამ ამბავს უფრო მეტი რეალიზმი შესძინა 1898-1900 წლებში მინოსის სასახლის აღმოჩენამ კუნძულ კრეტაზე: დადასტურდა, რომ მინოსი ისტორიული პიროვნება ყოფილა თავისი სამეფოთი, რომელიც პირველი სახელმწიფოა ევროპაში (2600-1100 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ 4600 წლის წინ. იმ დროისათვის ევროპის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი არ ფიქსირდება) და რადგან ეს ასეა, ესე იგი მისი ცოლი პასიფაეც და ცოლისძმა აიეტიც რეალური ისტორიული პერსონაჟები უნდა ყოფილიყვნენ.
გამოდის, რომ აიეტის დინასტია იყო დომინანტი ევროპაში, თვითონ იყო კავკასიის მმართველი, აია-კოლხეთის მეფე, მისი დები (მედეას მამიდები) – მაშინდელი მსოფლიო ცივილიზაციის დედა-დედოფლები,  ქალიფსო (კალიფსო), ანუ „ქალიფსოუდან“ მოიხსენიება, როგორც ქალღმერთთა ღმერთი,  ფაცია (ფასიფეა) – მინოსის მეუღლე და კრეტას დედოფალი, რომლის შვილიც იყო ლეგენდარული არიადნა. კირკე – ცირა (ცირცეა) – კუნძულ ეას (აიას) (კორსიკა?) ეტრურიის ოქროსფერთმიანი დედოფალი, რომელიც თითქმის ყველა ევროპელი ხალხის მითიურ დედად ითვლება. ცირა ითვლება იტალიის პირველი მეფის ავსონის დედად, ასევე, დედად იტალიისა, რომლის სახელითაც აპენინის ნახევარკუნძულს დღეს მთელი მსოფლიო „იტალიას“ უწოდებს. პერსი – აიეტის ძმა, ტავრიელების მეფეა, დღევანდელი ყირიმის ნახევარკუნძული და ასე შემდეგ.
კავკასიური, კერძოდ, კოლხურ-იბერიული კულტურა ჯერ კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენ ამ ტერიტორიაზე არსებული მტკვარ-არაქსისა და თრიალეთის კულტურების უნიკალური არტეფაქტები გვაქვს, ასევე, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად საქართველოში აღმოჩენილია მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის კერა და ოქროს საბადო, გრაკლიანის წარწერა და ასე შემდეგ, წინ კიდევ მრავალი აღმოჩენა გველოდება, რადგან ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კავკასია იყო უდიდესი ცივილიზაციის კერა, რაც ფართო მასშტაბით იყო გავრცელებული.
კრეტისა და კავკასიის მჭიდრო ურთიერთობაზე მხოლოდ მითები არ მიუთითებს, თვალში საცემია ამ ტერიტორიებზე არსებული იდენტური ტოპონიმიკაც, მაგალითად:  „გერ-გერი“ და „ანატოლი“ კრეტაზე, „გერ“ მგლის აღმნიშვნელია ჩვენთან, „ანატორის აკლდამები“ კი გვაქვს ხევსურეთში, „ორის მთები“, „ომალო“ და იქ მდებარე მთა „ღინღილო“, როგორც საქართველოში – თუშეთის ომალო და მთა ღიღილო, (აღსანიშნავია, რომ ორივე ომალოში მეტად პოპულარული და გავრცელებულია ქონდარი, კრეტაზე ქონდრის თაფლი, რომელსაც ხაჭო-პურთან ერთად მიირთმევენ და თუშეთში ქონდრის ჩაი), კუნძულის აღმოსავლეთ რეგიონის დასახელება „ლაზითი“ და ჩვენი ლაზეთი. ძირძველი კრეტელების ადათ-წესებიც კავკასიურის მსგავსია, მაგალითად, სისხლის აღება (ვენდეტა) ისევეა კრეტაზე შემორჩენილი, როგორც სვანეთში (იგივეა სიცილიაზე და კორსიკაზე), გვხდება ური-ზე დაბოლოებული გვარებიც, როგორც ფშავ-ხევსურეთში, ასეთი გვარის მატარებელია განთქმული კრეტელი მომღერალი ნანა მაუსკური (Nana Mauskouri) და, საერთოდ, კუნძულელები თავს არ თვლიან ბერძნებად. ასევე, საინტერესოა კრეტასთან არსებული მინიკუნძულები „გრამბუზა“ და „იმერი გრამბუზა“, აქ ჩვენ გვხვდება კოშკების კომპლექსი, რომელთა აგებულება და ვიზუალიც იდენტურია ხევსურეთის ციხე-ქალაქებისა.
  რაც მთავარია, კრეტა-მინოსისა და კოლხურ-იბერიულ კავშირებს ადასტურებს თანამედროვე გენეტიკური კვლევები. ევროპის გენეტიკური კვლევითი ცენტრების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ხალხმა (ანუ ქართველთა წინაპრებმა, რომლებიც ძირითადად იყვნენ J2a-ჰაპლოჯგუფის მატარებლები), აითვისა (ხმელთაშუა ზღვის) ახლანდელი საბერძნეთის კუნძულები, მათ შორის კრეტაც და იქ ჩამოაყალიბა მინოსური ცივილიზაცია (2600-1100 წლები ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც გახლავთ ევროპის უძველესი ცივილიზაცია.
  როგორც ვიცით „მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე-მესამე ათასწლეულების არქეოლოგიური კულტურაა, რომელიც გავრცელებული იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს, მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა. კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ.“
  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ,,საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Nature Comunication-ში გამოქვეყნდა სტატია „ზედაპალეოლითური გენომის ღრმა ფესვები თანამედროვე ევრაზიულ მოსახლეობაში”. აღმოჩნდა, რომ სამხრეთკავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან თანამედროვე ევროპელები.“ (ამასვე ამტკიცებდა ანთროპოლოგიის ფუძემდებელი ბლუმენბახიც.) ,,კოტიას“ ჰაპლოჯგუფი არის J2ფ-SK1321, რომლის მატარებელი ადამიანებიც დღესაც ცხოვრობენ საქართველოში, რაც გენეტიკური უწყვეტობის დასტურია. მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის ძირითადი ჰაპლოჯგუფებია G2a, J2a და R1b, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.
  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კრეტაზე ნაპოვნი „ფესტოსის დისკო“ გაიშიფრა ქართული ენის მეშვეობით, უნგრელმა ენათმეცნიერმა ჰ. ზებიშმა წამოაყენა ფესტოს დისკოს წარწერის ქართველური წარმომავლობის ჰიპოთეზა და ეს მოახერხა ქართველმა მეცნიერმა გია კვაშილავამ.
ასე რომ, არქეოლოგიური, გენეტიკური, ისტორიული და ანთროპოლოგიური კვლევებით, ფაქტებითა და არტეფაქტებით ირკვევა, რომ კონკრეტულად   ქართველთა წინაპრებმა, იგივე კოლხ-იბერებმა, ანუ მტკვარ-არაქსის ხალხმა ჩამოაყალიბა ევროპის პირველი მინოსური კულტურა – სახელმწიფო და საფუძველი ჩაუყარა ევროპულ ცივილიზაციას.

скачать dle 11.3