კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რის გამო შეიძლება უწოდონ ნატო დუმბაძესა და მის მეგობრებს „ჩარჩენილები“ და ვინ ატყუებდა მას ერთი წლის განმავლობაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ახლახან პროდიუსერი ნატო დუმბაძე საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, სადაც ყველაფერი მისი გემოვნებითაა გაკეთებულ-შერჩეული. როგორც თავად ამბობს, ახალი პროფესია აითვისა, ინტერიერის დიზაინში საკმაოდ დაიხვეწა და ახლობლებს რეკომენდაციებსაც კი აძლევს. მისივე თქმით, ახალ ბინაში მყუდროება შექმნა და ახლა დიდი სამეგობრო წრისთვის სალონური შეხვედრების ტრადიციის განახლებასაც გეგმავს.
  ნატო დუმბაძე: ბავშვობაში ბებიამ მასწავლა ქარგვა და საკმაოდ კარგად გამომდიოდა. შაბათ-კვირას მე და ჩემი და ბუნებაში გავყავდით, მიგვქონდა საქარგავები და დაახლოებით ორმოცი წუთი  უნდა გვექარგა და ამის მერე, წიგნი გვეკითხა. ასე რომ, ჩემი დრო ბებიას ჰქონდა გადანაწილებული. ეს ერთგვარი იძულებითი განტვირთვა იყო, თუმცა, სასიამოვნო და ნაყოფიერი. წაღმა-უკუღმა ქსოვაც ვისწავლე, კერვის სწავლაც მინდოდა, მაგრამ არ გამომივიდა (იცინის). სახლში რომ შპალერი გამეკრა ან კედლები შემეღება, არასოდეს მიცდია.
– რემონტი არ გაგიკეთებია?
– არა, ამაში არ ვიყავი ხელმარჯვე. მაგრამ რომ წამოვიზარდე, სახლში რემონტს ჩემი გემოვნებით ვაკეთებდი – „პრარაბი“ მე ვიყავი. შეღებვა და შპალერის გაკვრა არ მიცდია, რადგან ეს საქმე არ ვიცოდი და მეგონა, არ გამომივიდოდა. ახლა კი ვისწავლე და ვიცი, რომელია კარგი საღებავი, როგორ იხსნება და როგორ იღებება სწორად. მე ინტერიერის დიზაინერებს არ ვემორჩილები, რადგან მიმაჩნია, რომ შენზე უკეთ არავინ იცის, როგორ მოაწყო და გაარემონტო სახლი, სადაც უნდა იცხოვრო. არ არის აუცილებელი ბინის რემონტს და მოწყობას მილიონი დაახარჯო, მთავარია, გემოვნებით გააწყო და სიმყუდროვე შეიქმნა. არ დავმალავ, თავიდან დიზაინერი ავიყვანე. ისე მელაპარაკა, ვენდე და მოვტყუვდი. აქედან გამომდინარე, მომიწია ახალი სპეციალობის ათვისება და თავად გავხდი ინტერიერის დიზაინერი. ჩემი შემოქმედებით კმაყოფილი ვარ – ლამაზი გამოვიდა, ყველას მოსწონს. ჩემს დიზაინში ჩემს ხასიათს გადმოვცემ და თავად ვიქმნი კომფორტს იქ, სადაც უნდა ვიცხოვრო. ასე რომ, არ მინდოდა, მაგრამ  მაიძულეს და მოვირგე დიზაინერობა. კედელი თარაზოთი რომ გავზომე და მივხვდი ცუდად იყო გაკეთებული, თავად გადავწყვიტე დიზაინერის პროფესიის შესწავლა.
– რამდენი საცხოვრებელი ბინა გამოიცვალე და რამდენში გაქვს რემონტი გაკეთებული შენი გემოვნებით?
– სამი ბინა გამოვიცვალე და სამივეში თავად გახლდით ინტერიერის დიზაინერი. ნელ-ნელა ვიხვეწებოდი და ახლა ისე „დავსპეცდი“, სხვებს ვაძლევ რჩევებს.
– ელიავას ბაზრობაზე თუ გიწევდა სიარული და სარემონტო-სამშენებლო მასალების თავად შერჩევა? თუ გცნობდნენ და გიკლებდნენ ფასს?
– ელიავაზეც დავდიოდი და სხვა სარემონტო-სამშენებლო მაღაზიებშიც. სხვათა შორის, თუ მოსატანი ჰქონდათ რამე, ნომერს რომ ჩავაწერინებდი და სახელი უნდა მეთქვა, მეუბნებოდნენ: გიცანით, ვიცით, ვინც ხართო (იცინის). ცნობადობაზე არ ვგიჟდები, მაგრამ ფაქტია, ელიავაზე გამყიდველები მცნობდნენ და ფასსაც მიკლებდნენ. რემონტი ორი წელი გაგრძელდა. წელიწადი და ორი თვე მატყუებდნენ, ბოლო რვა თვე კი „პრარაბობა“ თავად ავიღე ჩემს თავზე. ძალიან ვიღლებოდი, ბანკიდან ვალის აღებაც მომიხდა, მაგრამ შედეგით ისეთი კმაყოფილი ვარ, ამაზე აღარ ვფიქრობ.
– არ გიფიქრია, საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, გახსნა ფირმა და სახლების ინტერიერის დიზაინზე იმუშავო?
– კი. არ მეზარება. მართლა – გაჯიდან დაწყებული, პარკეტით დამთავრებული, ყველაფერი შევისწავლე, მაგრამ ამ საქმეს არაპროფესიონალურად ვერ მივუდგები. ფირმა რომ გავხსნა, უნდა ავიყვანო სტაფი, თითოეული დეტალი შევისწავლო. მე შემიძლია, დავუხაზო და რჩევა მივცე, მაგრამ ზომებში როგორ
ჩაჯდება, ამას ვერ განვსაზღვრავ.
–  ბევრი ცნობილი სახე შენი მეგობარია. ისინი თუ გთხოვენ რემონტის დროს დახმარება-რჩევას და ბინა შენი გემოვნებით და დიზაინით თუ აქვს რომელიმეს გარემონტებული?
–  ახლახან მოვრჩი ჩემი ბინის რემონტს და ჩემი დიზაინი ჯერ არ უნახავთ. რომ ნახავენ, ვფიქრობ, მოეწონებათ და ბევრი რჩევასაც მკითხავს. კიდევ ვამბობ: გაჯიდან დაწყებული გაყვანილობით დამთავრებული, ყველა დეტალი კარგად ავითვისე და შემიძლია, კარგი რჩევები მივცე მათ, ვინც რემონტს იწყებს. მაგალითად, ვახო ხუზმიაშვილს ბინის წყობა-განლაგება მე დავუგეგმ-დავუპროექტე და ავეჯის შერჩევაშიც დავეხმარე. საკმაოდ კარგი გამოვიდა. სხვათა შორის, დაიკარგა ის ტრადიცია, სახლში რომ იკრიბებოდნენ. ახლა უფრო კაფეში, კლუბში და რესტორანში ურჩევნიათ დროის გატარება. მეგობრებს კი ასეთი ტრადიცია გვაქვს – კვირაში ორჯერ ვიკრიბებით ერთმანეთის სახლებში. ხან მანანა თოდაძესთან ვართ, მის სახელგანთქმულ ლობიოზე სტუმრად, ხან ვახო ხუზმიაშვილის ახალ ბინაში, უგემრიელეს საფირმო სოუსს გვიმზადებს და ვაგემოვნებთ... მოკლედ, ვცდილობთ, ძველი დრო დავაბრუნოთ. შეიძლება, ბევრმა „ჩარჩენილები“ გვიწოდოს, რაღა დროს სახლში დროის გატარებააო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს შეკრებები დადებითი ემოციებით გვავსებს. სახლში გატარებული დრო, სულ სხვაა. ახლა ჩემს ახალ სახლში უნდა გავაგრძელო ეს ტრადიცია. რადგან რემონტს მოვრჩი და გადავედი, კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი ჩემთან იქნება – მეგობრებს კვირაში ერთხელ ისევ მოვუწყობ სალონურ საღამოებს. ვხუმრობ ხოლმე, დიდი სახლის პატარა დიასახლისი ვარ-მეთქი (იცინის). ბინაში სივრცე მიყვარს, არ მომწონს ოთახების ავეჯით გადატვირთვა. დეტალებსა და სიმეტრიას ვაქცევ ყურადღებას. უნდა იყოს გემოვნებიანი რემონტი. სხვათა შორის, ახალ სახლს ძველი სახლის იერი დავუტოვე და ყველაზე მეტად ეს მომწონს.
скачать dle 11.3