კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ბრძნული აზრები

სენეკა: ბედისწერას მიჰყავს მორჩილები, ხოლო ურჩებს მიათრევს.
ტილბარდი: სულელი ეკამათება ყველას, ჭკვიანი – თავის სწორს, ხოლო ბრძენი – საკუთარ თავს.
გოეთე: ადამიანი შეცდომებს უშვებს ორმოც წლამდე, შემდეგ კი მათ გამოსწორებას იწყებს.
ჩეხოვი: კომფორტი და კეთილმოწყობის საშუალებანი ჯადოსნურ ძალაუფლებას ფლობენ და ნელ-ნელა თვით ყველაზე დიდი ნებისყოფის ადამიანებსაც კი თავისი გავლენის მორევში ითრევენ.
ვოვენარგი: ყოველთვის სამართლიანად მოიქეცი. ეს გაუხარდება რამდენიმე ადამიანს და გააკვირვებს ყველა დანარჩენს.
თეკერეი: შენ ვერ მოახერხებ ქარის მიმართულების შეცვლას, მაგრამ ყოველთვის შეგიძლია, აღმართო იალქნები მიზნების მისაღწევად.
მაქსველი: ლიდერობა არ არის წოდება ან პოზიცია. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრების ზეგავლენა მეორეზე.
ვოლტერი: სიბრძნე ცოდნისა და გამოცდილების ერთობლივი შედეგია. შენ გჭირდება არა მხოლოდ იმის ცოდნა, რა უნდა გააკეთო, არამედ სიმამაცე, რომ მიზანს ბოლომდე მიჰყვე.
ბუასტი: განათლება საგანძურია, შრომა კი – მისი გასაღები.
ჩერჩილი: დიდი უპირატესობაა, რომ შეცდომები, რომელთაგან სწავლა შეგვიძლია, ადრე აღმოვაჩინოთ.
დოსტოევსკი: ადამიანი არ არის ბედნიერი, რადგან მან არ იცის, რომ ბედნიერია. ვინც ამას შეიცნობს, ის იმწამსვე ბედნიერი გახდება.
მიხეილ ჯავახიშვილი: ადამიანის დახმარებისთვის ორი ხერხი არსებობს: პირველი – დუმილი, მეორე – გამომჟღავნება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება, დუმილი სჯობდეს.
ტვენი: ერიდეთ ადამიანებს, ვინც ცდილობს, შეარყიოს თქვენი რწმენა საკუთარი თავისადმი – ეს პატარა ადამიანების თვისებაა. დიდი ადამიანები, პირიქით, შთაგინერგავენ რწმენას, რომ თქვენ შეიძლება, დიდებული პიროვნება გახდეთ.
ეზოპე: ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელის, რომლითაც თავად ვერ ისიამოვნეს.
შექსპირი: ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სუნთქვის უფლება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს – ლაპარაკის.
რუსო: ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს.
უაილდი: სილამაზე არის გენიის განსაკუთრებული სახეობა, რადგან მას გაგება არ სჭირდება.
ონასისი: ქალები რომ არ არსებობდნენ, მთელი მსოფლიოს ფულს ფასი დაეკარგებოდა.
скачать dle 11.3