კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რატომაა ხელისგულის სამი ძირითადი ხაზის ერთ წერტილში დამთხვევა ყველაზე სასურველი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  რა შეუძლია, გვითხრას ხაზებმა ხელისგულზე? – თურმე იმაზე მეტიც კი, ვიდრე მოველით. სიცოცხლის, გულის, გონების ხაზების შესახებ ასე თუ ისე, ყველამ იცის, მაგრამ თურმე კონკრეტული ასობგერაც კი შეიძლება, ამოვიკითხოთ საკუთარ ხელისგულზე, რაც, არც მეტი არც ნაკლები, პატრონის უნიკალურობაზე მიუთითებს. თუ რა ასოებზეა ლაპარაკი, როგორ უნდა ამოვიკითხოთ ისინი ხელისგულზე და რა ინფორმაციას გვაწვდის ცალკეული მათგანი, ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან თ, რომელსაც საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ქირომანტია და შეუძლია, მარტივად გაგვარკვიოს მოცემულ საკითხში.
–როგორც ამბობენ, ხელისგული „ბედის რუკაა“ და ზედ დატანილი ასოები, ალბათ, გეზის მაჩვენებელი?..
– ქირომანტია ბედის წაკითხვის უძველესი და სანდო ფორმაა – ხელისგულის სამი ძირითადი ხაზი ყველაზე სრულ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანის შესახებ. აღნიშნული ხაზები ყველას აქვს, მაგრამ ხაზთა გადაკვეთით გამოსახული ასობგერა იშვიათია. ყურადღებით დააკვირდით ხელისგულს და პირველად სიცოცხლის ხაზი მოძებნეთ, რომელიც ხელისგულის კიდიდან ცერსა და საჩვენებელ თითებშორის იწყება და ცერისა და მტევნის ფუძემდე გრძელდება. ის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების გზის შესახებ გვიამბობს. ხელისგულის კიდიდან, ასევე ცერსა და საჩვენებელს შორის გადის თავის ანუ გონების ხაზი და ხელისგულის ცენტრს კვეთს. ეს ხაზი, რომელიც შეიძლება, იყოს სწორხაზოვანიც და მომრგვალებულიც, გადაწყვეტილების მიღების უნარზე აგებს პასუხს. მესამე გულის ხაზია, რომელიც შუა და საჩვენებელი თითების შუიდან ნეკისკენ მიემართება და ჩვენს ყველაზე სათუთ გრძნობებს ეხება საყვარელი ადამიანისა თუ ოჯახის წევრების მიმართ. დაბოლოს, მოძებენეთ არც ისე გრძელი ბედის ხაზი – საჩვენებელი თითის ჩაყოლებაზე შევეულად, მტევნისკენ რომ ეშვება. ეს ხაზი ძალიან იშვიათია, ამიტომ M ასო ძალიან ცოტას თუ აღმოაჩნდება. ზოგის ხელისგულზე ეს ხაზი ძალიან პატარა და შეუმჩნეველია. ზოგის კი ისეთი გრძელია, რომ შუათითის ფუძის ცენტრიდან მტევნის ძირამდე გრძელდება. ეს კარიერის ხაზია და შესაბამისად, პატრონის კარიერასა და წარმატებებზე „გვიყვება“.
– რას ნიშნავს M ჩვენს ხელისგულზე?
– როცა ჩამოთვლილ ხაზთა გადაკვეთა ხელისგულზე M ასოს გამოსახავს, ეს მხოლოდ იღბლიანთა ხვედრია. ერთ ხელზე იქნება ის თუ ორივეზე, პატრონის თავმოყვარეობაზე, მიზანდასახულობასა და ორგანიზებულობაზე მიანიშნებს, რაც ერთობლიობაში კეთილდღეობის საწინდარია. ასეთები არჩეული პროფესიით დიდ წარმატებას აღწევენ; ძირითადად მოღვაწეობენ პოლიტიკაში ან ბიზნესის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობენ; ძლიერი ინტუიციით დაჯილდოებულთ ვერავინ გააცურებს; რასაც ხელს მოჰკიდებენ, ყველა საქმე გამოსდით, ამიტომაც სანთლით საძებნელი სპეციალისტები არიან. ჯიუტად ილტვიან დასახული მიზნებისკენ და გზას ბრძოლით იკვლევენ. ამიტომაცაა, რომ წარმატებას, სახელსა და სიმდიდრეს 40 წლამდე იხვეჭენ. მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, გამოდის, თავიანთი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოიყენეს, ან მიმართულება არასწორად აირჩიეს. ქალი M ასოთი ძალიან ჭკვიანია, შესანიშნავად ერკვევა ფინანსებში და მდიდრდება კიდეც; ქმარსაც ეხმარება თანხის განკარგვასა და სარფიანი პარტნიორის შერჩევაში. ბევრ ცნობილ მდიდარ ადამიანს, მათ შორის, ბილ გეითსსა და უორენ ბაფეტსაც აქვთ ასო M ხელისგულზე. ასეთი პროფესიონალები არაფრისგან უზარმაზარ იმპერიებს ქმნიან და სიმდიდრით მრავალ თაობას უზრუნველყოფენ. M მარჯვენა ხელისგულზე სიმდიდრისა და წარმატების ნიშანია, მარცხენაზე კი – პატრონის სულიერ უპირატესობებზე მიუთითებს. საერთო ჯამში, სიმდიდრის, ლიდერობის, წარმატებისა და ბრწყინვალე შესაძლებლობების სიმბოლოა.
– სხვა ასოებზე რას გვეტყვით?
– M არ აღმოგაჩნდათ? სხვა ნიშნებიც არანაკლები წარმატების მომტანია. დააკვირდით გულის ხაზს და თუ მასზე ასო V-ს აღმოაჩენთ, ქირომანტიაში ის დაუმთავრებელი საქმის სიმბოლოა, რომელიც უნდა დაასრულოთ. ასევე, მიუთითებს მფლობელის პიროვნულ განვითარებაზე. ქალისთვის V ძალიან იღბლიანია – წარმატებასა და გამდიდრებას მოასწავებს; უმართლებთ მეგობრებშიც, რომლებიც ნებისმიერი პრობლემის დროს გვერდში უდგანან. მოკლედ, ბედი სულ „კუდში დასდევთ“ და ისინიც წარმატებით იყენებენ შესაძლებლობას. მაგრამ, თუ აღმოჩნდა, რომ V კი გაქვთ, მაგრამ მსგავსი არაფერია თქვენს ცხოვრებაში, არ ინერვიულოთ. ბედი 35 წლის შემდეგ შემოტრიალდება თქვენკენ.
– M-ის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჯვარედინ გადაკვეთებს კი ვხედავ ჩემს ხელისგულზე?
– ძალიან კარგი. ასო X, ერთზე იქნება თუ ორივე ხელზე, იმის მაჩვენებელია, რომ ყველაფერი გამოგივათ, რასაც კი ხელს მოჰკიდებთ. შეგიძლიათ, თამამად მიიღოთ ნებისმიერი გამოწვევა და მეტოქე ნუ შეგაშინებთ. თქვენით ყველა აღტაცებულია და საქმე, რასაც აკეთებთ, წარუშლელ კვალს დატოვებს მრავალი წლის განმავლობაში. თუმცა, იმასაც აქვს მნიშვნელობა რომელ ხელზეა X. მარცხენა ხელი მიმღებია და ფსიქოემოციურ ენერგიას უკავშირდება, რაც პატრონის მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. ის მზრუნველია, შეუძლია თანაგრძნობა, რის გამოც როგორც ლიდერი, პატივისცემას იმსახურებს. მარჯვენა ხელი გასცემს და შესაბამისად, X მარჯვენა ხელისგულზე ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ ნაწილს განაგებს. ასეთებს ანალიტიკური აზროვნება ნებისმიერ სიტუაციაში გარკვევის საშუალებას აძლევს; არასდროს იღებენ გადაწყვეტილებას გაცეცხლებულ გულზე და მხოლოდ ლოგიკური შეფასების საფუძველზე დგამენ შემხვედრ ნაბიჯს, რაც განაპირობებს კიდეც მათ წარმატებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ემოციური, გონებრივი და ფსიქიკური ძალების ერთ წერტილში შეერთება, თანაც ორივე ხელისგულზე. ეს ხომ საოცრად მრავალმხრივი, გაწონასწორებული, ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანია, რომლის ინტელექტსა და ცხოვრებისეულ ლოგიკას ვერაფერი დაუდგება წინ!
скачать dle 11.3