კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 გაიმკვრივეთ სახის კუნთები ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებით

ნინო კანდელაკი ანი რევია

  სახის კანს მხოლოდ ძვირად ღირებული საცხები და კოსმეტიკური პროცედურები როდი უხდება. საკმარისია, ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები გაიკეთოთ და ამით გამოკვებოთ კანი, რომ მისი შეუდარებელი შედეგით კმაყოფილი დარჩებით. ასე რომ, ნუ დაგწყდებათ გული, თუ ძვირად ღირებული სახის მოვლის საშუალებებს, დამატენიანებლებს და ლოსიონებს ვერ ყიდულობთ, ხილი და ბოსტნეული მათზე იაფია, მათი მოქმედება კი, თქვენი კანისთვის გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური.
* ავოკადო – თუ გამომშრალი კანის პრობლემები გაწუხებთ, ავოკადო კანის სიმშრალით გამოწვეულ ტანჯვას წერტილს დაუსვამს. ის, არის საუკეთესო დამატენიანებელი საშუალება სახის კანისთვის. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, ორი წუთის განმავლობაში. შემდეგ კი, წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 2-ჯერ ასეთი ნიღაბი თვალშისაცემ ეფექტს მოგცემთ.
* ატამი – თქვენს კანს საოცარ ელასტიკურობასა და სიმკვრივეს შესძენს. ატამი ერთ-ერთი საუკეთესო მატონიზირებელი საშუალებაა და ამასთან, წმენდს კანს და ამკვრივებს სახის კუნთებს. ატამი გათალეთ, გახეხეთ და ფაფა სახეზე წაისვით. გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და კანის სიმკვრივეს მომენტალურად იგრძნობთ.
* ანანასი – თუ კანის სიმშრალეს და გაუხეშებას უჩივით, ანანასის ფაფა საუკეთესო დამარბილებელი საშუალებაა. ის  წმენდს, აშორებს მას მკვდარ და ზედმეტ უჯრედებს. მოჭერით ანანასის ნაჭერი, დააბლენდერეთ და წაისვით სახეზე ნაზი მოძრაობით. შემდეგ, ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ.
* გოგრა – გოგრის ნიღბის მეშვეობით კანი გამოყოფს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს. ასევე, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებაში. გახეხეთ გოგრის რბილობი და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით, 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
* სტაფილო სახის კანს არაჩვეულებრივ ფერს სძენს და ელასტიკურობის აღდგენაში ეხმარება. ნიღბისთვის: 200 გრამი სტაფილო გახეხეთ, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, ნახევარი ჩაის კოვზი ნიგვზის ზეთი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კვირაში 1 პროცედურა საკმარისია.
* კიტრი – მოაცილეთ კანი, გული გახეხეთ, გამოუწრეთ წვენი  და წვენი ცალკე შეინახეთ მინის ჭურჭელში. კიტრის ფაფა დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში. მოიწმინდეთ მშრალი ბამბით, შემდეგ კი – კიტრის წვენით. კვირაში 2 პროცედურა ჩაიტარეთ.
* პომიდორი –  შესანიშნავად ასუფთავებს სახის კანს. გახეხილი პომიდორი დაიდეთ დაბანილ სახეზე, გაიჩერეთ 20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
* ფორთოხალი – უხდება ყველა სახის კანს, არის შესანიშნავი ბიომასტიმულირებელი საშუალება. კანს ნაზ და ხავერდოვან ელფერს სძენს. აიღეთ ერთი კვერცხის გული და გათქვიფეთ 100 გრამ არაჟანთან ერთად, დაუმატეთ 1/4 სუფრის კოვზი არაყი და ნახევარი ფორთოხლის წვენი. წაისვით სახეზე და ყელის არეში.
* ლიმონი – ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი გლიცერინი, ნახევარი ჭიქა მინერალური წყალი აურიეთ ერთმანეთში კარგად და დაიდეთ სახეზე ნახევარი საათით. სახის კანი ერთ ფერში იქნება და მის სუფთა იერს ყველა შეამჩნევს.
* გრეიპფრუტი ყველა ციტრუსზე მეტ ფერმენტს შეიცავს. გამოწურეთ ერთი გრეიპფრუტი, შეურიეთ სამი სუფრის კოვზი გადადუღებული ცივი წყალი და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს.
скачать dle 11.3