კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 11 მარტს, ღამის პირველის ოც წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის სასურველი ქორწინება?
პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის თქვენი შვილისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის ის, რომ დაეყრდნოს დადებითი თვისებების გამოვლენას, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული. ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტია. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი, სამეგობრო წრე. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. ასევე, დაეყრდნოს დიპლომატიას. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებსა და ბარიერებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.

скачать dle 11.3