კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ექიმის რჩევები

კითხვა: გამიგია, რომ ქაფურის სპირტისა და გულყვითელას ნაყენი კარგია პრობლემური სახის კანისათვის, მაგრამ როგორც ბებომ მითხრა, ქაფურის სპირტის სახეზე წასმა არ შეიძლება. თუ შეიძლება, მითხარით, მართლა აქვს რაიმე უკუჩვენება ამ ნაყენს?
პასუხი:
ეს ნაყენი კარგია ცხიმიანი და ფერიმჭამელიანი კანის შემთხვევაში.
კითხვა: მოსალოდნელ ციკლამდე ორი კვირით ადრე მეწყება მკერდის ტკივილი და ამის გამო გავიკეთე ულტრაბგერითი კვლევა. დასკვნაში მიწერია დიფუზური მასტოპათია. ასევე ორივე იღლიის ფოსოში მაქვს გადიდებული, არქიტექტონიკაშეუცვლელი ლიმფური კვანძები. მაინტერესებს, საჭიროა მამოლოგთან კონსულტაცია თუ უბრალოდ, დაკვირვებაც საკმარისია?
პასუხი:
დიფუზური მასტოპათიის დროს სარძევე ჯირკვალში შეინიშნება ტკივილისა და სისავსის შეგრძნება. ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ციკლური და უკავშირდებოდეს მენსტრუალური ციკლის წინა პერიოდს (ხშირად ის მენსტრუაციის დამთავრებისთანავე ქრება), ასევე არაციკლური ანუ არარეგულარული. დიფუზური მასტოპათია შესაძლოა უფრო სერიოზულ – კვანძოვან ფორმაში გადაიზარდოს. ამიტომ მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
კითხვა: თუ შეიძლება, ბავშვს გაზაფხულზე დავალევინო ვიტამინები?  თუ არ ვცდები, ზაფხულში არ შეიძლება.
პასუხი:
თუ ბავშვი ჯანმრთელია, ნორმალურად ვითარდება, ნორმალურად იკვებება, რაციონი ასაკის შესაბამისია, მაშინ დამატებით ვიტამინების ტაბლეტების სახით მიცემა საჭირო არ არის.
კითხვა: ყურის მწვავე ანთებამ ყურში შუილი დამიტოვა. შეიძლება, ეს მუდმივი იყოს?
პასუხი:
თუ მკურნალობა დაასრულეთ და შუილი დაგრჩათ, მაშინ მდგომარეობის შესაფასებლად დროულად უნდა მიმართოთ ექიმს.
კითხვა: 7 წლის წინ გავიკეთე მასტოექტომია დიაგნოზით – კარცინომა I სტადია, ა ჯგუფი. 2 დღის წინ დამეწყო ტკივილი მკერდის უკან ნეკნების არეში. მირჩიეთ, ვის მივმართო და რამდენად საშიშია რეციდივის თვალსაზრისით? 4 წლის წინ გადავიღე ძვლები, ყველაფერი წესრიგში მქონდა.  
პასუხი:
შესაძლოა, სიმპტომი, უბრალოდ, ხერხემლის პათოლოგიით (სქოლიოზი, ოსტეოქონდროზი) არის გამოწვეული, მაგრამ თქვენი ისტორიის გათვალსიწინებით, აუცილებელია, ჩატარდეს ხერხემლის, ნეკნებისა და ფილტვების რენტგენოგრაფია, რათა გამოირიცხოს თქვენი ჩივილების კავშირი სარძევე ჯირკვლის დაავადებასთან. შეგიძლიათ მიმართოთ ონკოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე


скачать dle 11.3