კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რომელი საკვებია ალერგიული და რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კვებით ალერგიას იდიოსინკრაზია ეწოდება. ეს ტერმინი გალენს ეკუთვნის და ნიშნავს უჩვეულო რეაქციას ჩვეულებრივი საკვების მიმართ. კვებითი ალერგია საკვების პირველივე მიღებისას იჩენს თავს და შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. საკვების მიმართ ალერგიული რეაქცია დამოკიდებულია პროდუქტის ქიმიურ შემადგენლობაზე, გლიკოპროტეინების შემცველობასა და დაბალმოლეკულურ ნაერთთა კონცენტრაციაზე. ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია: ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, პომიდორი, ნესვი, მარწყვი, შოკოლადი, კაკალი, ციტრუსები. რძე 20-მდე ალერგიულ კომპონენტს შეიცავს, მათ შორის ყველაზე აქტიურია A, B, C და ბეტა-ლაქტოგლობულინები, რომელთა მიმართ ორგანიზმი აუტანლობას ამჟღავნებს.
  კვერცხის ცილაში შედის ძლიერი სენსიბილიზატორები, კონალბუმინი და ლიზოციმი, ისინი მოხარშვისა და შეწვის დროს იშლება, მაგრამ კვერცხი შეიცავს კიდევ ერთ, თერმული დამუშავებისადმი მდგრად ცილა ოვომუკოიდს. ამიტომ ზოგიერთი ადამიანი ალერგიულია როგორც მოხარშული, ისე უმი კვერცხის მიმართ, ზოგის ალერგიულ რეაქციას კი მხოლოდ უმი კომპონენტები იწვევს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვერცხის ცილისადმი მომეტებული მგრძნობელობის მქონენი ძნელად იტანენ ქათმის ხორცს, მათთვის საშიშია კვერცხის შემცველი კერძები, ქათმის ემბრიონზე კულტივირებული ვაქცინები და სხვა.
ძლიერ ალერგენებს მიეკუთვნება თევზის ცილაც. ის მეტად სტაბილურია თერმოდამუშავების მიმართ და სადილის მომზადებისას რეაქციულობას არ კარგავს. თევზის მრეწველობაში მომუშავე ადამიანების სენსიბილიზაცია (ორგანიზმის მგრძნობელობის გაზრდა) თევზის ცილის დამსახურებაა.
პომიდორი, მარწყვი, კაკაო, თხილი, კაკალი, პარკოსნები – ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავეე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერება ჰისტამინს. სწორედ ამითაა განპირობებული მათ მიმართ ალერგიული რეაქცია.
  ზოგიერთ პროდუქტს შესწევს უნარი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედებიდან ჰისტამინი გამოათავისუფლოს და ალერგიული რეაქცია ასე გამოიწვიოს. ასეთია ყავა, შოკოლადი, კაკაო, ფორთოხლის წვენი. ალერგენებია კვებითი დანამატები, საღებავი ნივთიერებები (ყვითელი ტარტარაზილი, ნიტრატები), კონსერვანტები (ნატრიუმის ბისულფატი, სალიცილატები), ანტიოქსიდანტები, პროდუქტების გემოვნებითი თვისებების გამაძლიერებელი საშუალებები (ნიტრატები, ნიკელის სულფატი, კობალტის ქლორიდი), მცენარეული არომატული ნივთიერებები.
ბავშვებში ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგიაა რძითა და რძის პროდუქტებით გამოწვეული ალერგიები. ალერგიის ნიშნები ძირითადად გამოიხატება ქრონიკული ნაწლავური აშლილობითა და მწვავე ალერგიული სიმპტომებით – ცემინებით, ხველით, ქავილით.

როგორ უნდა მოვიქცეთ?
  საუკეთესო გამოსავალია ძუძუთი კვება. ჩვილს არ უნდა მისცეთ ხელოვნური რძე 12 თვის ასაკამდე. ხშირად წარმატებით გამოიყენება სოიის რძეც. რძისადმი ალერგიის შემთხვევაში ბავშვები, რა თქმა უნდა, უნდა ავარიდოთ ყველის, კარაქის, კრემებისა და რძის ნებისმიერი პროდუქტის მიღებას, რადგან ისინიც რძის პროტეინებს შეიცავენ.
  ბავშვებში საკმაოდ გავრცელებულია კვერცხის ცილისადმი ალერგიაც. ის შეიძლება, მოზრდილ ასაკშიც გამოვლინდეს. ხშირია კანზე ეგზემის ტიპის გამონაყარი. ამ შემთხვევაში ერთი წლის ასაკამდე საკვებად კვერცხის გამოყენება იკრძალება. მზა საკვები პროდუქტების შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს მათ შემადგენლობას. კვერცხს მრავალი პროდუქტი შეიცავს. მაგალითად, სხვადასხვა სახის ნამცხვარი, მაიონეზი და ასე შემდეგ.
თევზის პროდუქტებზე ალერგიის დროს ადამიანი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის თევზის საკვებად გამოყენებას, თუნდაც ალერგია მხოლოდ ერთი სახეობის მიმართ ჰქონდეს.
  მწვავე ალერგიული რეაქციის მიზეზი შეიძლება გახდეს უხარისხო, გაფუჭებული თევზიც, რადგან ასეთი თევზის ქსოვილში გროვდება ჰისტამინი, მისი მიღებისას კი შესაძლოა, მოწამვლა განვითარდეს.
  ალერგია თხილისა და არაქისის მიმართ, ძირითადად, მთელი ცხოვრება გრძელდება. ასეთ დროს თხილზე უარი უნდა თქვათ.

скачать dle 11.3