კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

№19 რატომ ვარდებიან ქრისტიანები აღდგომის შემდეგ ცოდვებში და როდის შეიძლება მოძღვარმა ადამიანში ღმერთი მოკლას

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

აღდგომის მომდევნო შვიდი დღე არის ბრწყინვალე შვიდეული, ხოლო კვირა ერთადერთი დღეა, რომელსაც ეწოდება აღდგომის თანასწორი დღე, იგივე კვირაცხოვლობა – თომას კვირა, რომელიც იმავე სიხარულითა და თანასწორი ზეიმით უნდა აღნიშნონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. აღდგომის შემდეგ არ უნდა დავკარგოთ ის მადლი, რომელიც დიდმარხვაში მივიღეთ, არც უმეცრებისა და დავიწყების ცოდვაში უნდა ჩავვარდეთ. თუმცა ამ ყველაფრის შესახებ, უფრო დაწვრილებით გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
–ვნების შვიდეულსა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მომდევნო კვირას „ბრწყინვალე შვიდეული“ ეწოდება, რომელსაც მოჰყვება კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის განახლება. ადამიანები კიდევ ერთხელ აცნობიერებენ იმ სიხარულს, რომელიც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას მოჰყვება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის, აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ძალიან ბევრი ადამიანი აღდგომის შემდეგ, იმის გამო, რომ 47 დღის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა, შეიძლება, ისეთ ცოდვაში ჩავარდეს, თომას კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. მარხვის მძიმე დღეებში მორწმუნე ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს ასრულებს, ბრწყინვალე დღეებში კი ყველა ერთობა, მოლხენით არის და ამ დროს კი ეშმაკი მათთან ახლოსაა. შესაბამისად, ამ დღეებში ქრისტიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც 47 დღის განმავლობაში მიიღო. კვირაცხოვლობა დღეს ქრისტიანებს ეკლესიაში არტოსი ურიგდებათ. როდესაც მოციქულები მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ხალხს აზიარებდნენ და ტრაპეზზე სხდებოდნენ, ერთ ადგილს ცარიელს ტოვებდნენ. იქ დებდნენ პურს და ამბობდნენ: ეს არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. არტოსი არის წმიდა პური, სიმბოლო იესო ქრისტესი, იკურთხება აღდგომა დღეს, ერთი კვირის განმავლობაში არის დაბრძანებული ტაძარში. მორწმუნეებს აქვთ მთელი წლის განმავლობაში და სნეულებაში, განსაცდელში იხმევენ. პური იქნება თუ სანთელი, რწმენით უნდა მივიტანოთ სახლში და რწმენით გამოვიყენოთ.
– მამაო, რა ახასიათებთ დღეს ყველაზე მეტად ქრისტიანებს, რაც მიუხედავად მათი თუნდაც სულიერი, ეკლესიური მოღვაწეობისა, მაინც აშორებს ღმერთთან?
– პირველი, რაც თანამედროვე ქრისტიანებს ახასიათებთ, ეს არის მცირედმორწმუნეობა.  როგორც კი ოჯახში, ან სამსახურში შეგვექმნება პრობლემა, მაშინვე დაეჭვებულები, შეშინებულები ხან იქით მივეხეთქებით, ხან – აქეთ. რომ ვეკითხები ადამიანებს: რატომ არ დადიხართ ეკლესიაში, მპასუხობენ: პრობლემები მქონდა. როცა პრობლემები მქონდა, არ დავდიოდი და ვერ დავდიოდიო. ასეთ დროს უფრო გინდათ ღმერთი. მცირედმორწმუნეობა შობს უმეცრებას. ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ სწამს, სინამდვილეში, სწორად არ სწამს. ხშირად დასვენების პერიოდში ან დღესასწაულების შემდეგ, ან თუნდაც მაშინ, როცა ყველაფერი წესრიგში გვაქვს, არ გვაქვს პრობლემები, ადამიანი ვარდება დავიწყების ცოდვაში. ხშირად სასულიერო პირებს ავიწყდებათ, ვინ არიან. ასე გვავიწყდება ღმერთი, ეკლესია, ლოცვა ან, თუნდაც, როგორ დაგვეხმარა ღმერთი, როდესაც პრობლემები გვქონდა. ადამიანები მარხულობენ, ლოცულობენ, ეკლესიაში დადიან, მაგრამ როგორებიც ეკლესიაში მოდიან, ისევ ისეთები რჩებიან. ადამიანმა, რომელიც ეკლესიაში მოდის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაუახლოვდეს იესო ქრისტეს და თუ ეკლესიას დაუახლოვდება, ის უახლოვდება იესო ქრისტეს. მოციქულების მხრიდან პირველი მოთხოვნა არის ერთმანეთის ტვირთის ტარება. ბევრი ადამიანი ამბობს: მე ჩემი პრობლემები მაქვს, სულ არ მაინტერესებს, სხვას რა პრობლემა აქვს. ის, ვინც სხვა ადამიანის პრობლემას მიიტანს გულთან, იქნება ღმერთთან ახლოს. უნდა იფიქროთ, რომ შეიძლება, სხვა ადამიანს თქვენზე მეტი პრობლემა აქვს, თქვენზე მეტად სჭირდება დახმარება და თქვათ: მამაო, იქნებ მოუსმინო, იქნებ დაეხმარო მას. უნდა მივხვდეთ, რომ ის, რაც ხდება, ჩვენი, სასულიერო პირების ბრალია – ვითომ ქრისტიანების. ბევრი სასულიერო პირი ეკლესიაში, ამბიონზე იქადაგებს და დანარჩენი მისი ცხოვრება ერისკაცის ცხოვრებაა. ჩვეულებრივი ერისკაცია, თავისი ბიზნესი, თავისი ცხოვრება აქვს. ჩვენ, სასულიერო პირებს ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. მივიდეთ იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარება სჭირდება, თავი დავანებოთ განკითხვას. ქრისტე გვეუბნება: თქვენ, დღეს რომ დაიკავეთ ამბიონები, რომ ზიხართ ტახტრევნებში, წყალობა ნუ დაგავიწყდებათ. ჩამოდით ამბიონებიდან და შეხედეთ ხალხს, იქნებ შიათ და რამით შეგიძლიათ ხელი გაუმართოთო. ადამიანის ცხოვრების წესია მთავარი და არა ის, რას ლაპარაკობს. თქვენ გიქადაგებენ და თვითონ არაფერს აკეთებენო. ასეა დღესაც, ბევრი მოძღვარი მრევლს ბევრ რამეს ავალებს და თვითონ არაფერს აკეთებს. „არა კაც კლა“ – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მცნებაა. შეიძლება, ადამიანი ფიზიკურად არ მოკლა, მაგრამ ისეთი რაღაც უთხრა, ისეთი შეურაცხყოფა მიაყენო, რომ სიტყვით მოკლა. შენი ერთი სიტყვით შეიძლება, ის, სულიერად მოკლა, ცხოვრების აზრი დააკარგვინო. სამწუხაროდ, ეს ხშირად ძალიან ბევრ მოძღვარს ემართება. შეიძლება, მოძღვარმა ისე უხეშად გიპასუხოს, რომ ღმერთი მოკლას შენში ან საერთოდ, შენ მოგკლას.
– დღეს ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს მოძღვარი ასეთია, ის – ისეთიო. როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი, ვინ არის კარგი ან ცუდი მოძღვარი?
– მოძღვრიდან თუ სითბო და სიყვარული მოდის, ის კარგი მოძღვარია. თუ მისგან უხეშობა, მრისხანება მოდის, მაშინ ის ცუდი მოძღვარია – ეს წმიდა მამების სწავლებაა. ვინც არ იღიმის, არ გეფერება, არ გასწავლის, არ უყვარხარ, სულ გეჩხუბება, დაჯღანულია, უხასიათოდაა, როგორ შეიძლება, კარგი მოძღვარი ან კარგი ქრისტიანი იყოს.
  ხშირად მოძღვარს არ ეცინება, არ არის კარგ ხასიათზე, მაგრამ მასთან რომ სხვა მიდის თავჩაღუნული, უნდა გაამხიარულოს და მიახვედროს: შენ მეტი ხარ, ვიდრე ეს სოფელი; შენ უფრო მეტი მიზანი გაქვს,  ვიდრე ისაა, რასაც მისტირი; ნუ გეშინია, ღმერთი შენთან არის, ღმერთი სიყვარულია. ენა უსამართლობის სამყაროა, რომელიც ადამიანს მოკლავს და მთელ ჩვენს სხეულს გეენიაში ჩააგდებს. ჩვენი ყოველი სიტყვა იწერება და პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე, რა თქმა უნდა, თუ აღსარებაში არ მოვინანიებთ.

скачать dle 11.3