კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 რა საბედისწერო შეცდომა შეიძლება დაუშვას ეჭვიანმა ცოლმა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

სიყვარული ნამდვილად ბადებს ადამიანში ეჭვს, რომლის საფუძველიც საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშია. ზოგჯერ ეს შიში ისეთი ყოვლისმომცველი ხდება, რომ მთლიანად შთანთქავს საღ აზრს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი ერთხელ შეიპყრო ეჭვმა, მისგან გათავისუფლებას ვეღარ ახერხებს. ეჭვი სულ უფრო აგრესიული ხდება და ობიექტი შესაძლოა, სრულიად უდანაშაულო პირი აღმოჩნდეს. როგორც წესი, ყველაზე მეტად ეჭვისგან თავად ეჭვიანი ზარალდება.
ნათია (39 წლის): ლამის ორმოცი წლის ვარ და ასეთ უხერხულ, უსიამოვნო სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. თორმეტი წელია, ოჯახი მაქვს, ანუ გათხოვილი ვარ. დიდი სიყვარულით გავთხოვდი. ხომ ამბობენ, დროთა განმავლობაში გრძნობა ცვდება და ხუნდებაო. ჩვენ მსგავსი არაფერი დაგვმართნია. მე არც გამცვეთია გრძნობა და არც გამხუნებია.
– მეუღლის გრძნობაზე რას იტყვით?
– სხვის გრძნობაზე ლაპარაკი ძნელია, მაგრამ ვფიქრობ, ქმარს ისევე ვუყვარვარ, როგორც შეყვარებულობის პერიოდში, თუმცა, საბედისწერო შეცდომა დავუშვი და ახლა რა იქნება, თქმა მიჭირს.
– რა საბედისწერო შეცდომა?
– დავიწყოთ იმით, რომ სიყვარულმა მესაკუთრული გრძნობები გამიჩინა. ეგოისტი გამხადა. ყველაზე და ყველაფერზე ვეჭვიანობდი.
– უსაფუძვლოდ?
– მაშინ მეგონა, რომ მქონდა საფუძველი, მაგრამ დღეს ასე არ ვფიქრობ. გადავაჭარბე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთ დღეს ყველა კარგი შესახედავი ქალის მიმართ აგრესია გამიჩნდა. რაც ნელ-ნელა პარანოიაში გადამეზარდა. ვღიზიანდებოდი, თუ ჩემი ქმარი ვინმე ქალს ცოტა მეტი ყურადღებით შეხედავდა. თვალის გაყოლებაზე ხომ ვცოფდებოდი. ავადმყოფურად განვიცდიდი. შიგნით რაღაც იწყებდა „დუღილს“ და ისე მანერვიულებდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავდი. მგონი, თვითშეფასების კრიტერიუმიც დამეწია. აღარ მომწონდა საკუთარი თავი. ტანსაცმელს ვეღარ ვირგებდი. საყვარელი სამოსი შემძულდა...
– ეს ცვლილებები მეუღლესთან ურთიერთობაზე უარყოფითად არ აისახა?
– მარტო მეუღლესთან ურთიერთობაზე კი არა, ყველაფერზე აისახა. მეგობრებთან სიარულზე, შეხვედრაზე უარი ვთქვი. თუ ჩემი ქმარი არ წამოვიდოდა, მეც მასთან ერთად ვრჩებოდი. დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი და ვამოწმებდი, სად იყო. ტელევიზორშიც კი არ მინდოდა ეფექტური ქალი დაენახა.
– ამჟღავნებდა ინტერესს ეფექტური ქალების მიმართ?
– რომელი კაცი არ ამჟღავნებს? ამან პირველად როდის მატკინა გული, არ ვიცი. თავიდან ვცდილობდი, ჩემს ქმარს ჩემი ქცევები არ შეემჩნია, მეუხერხულებოდა. მაგრამ მერე ფიქრები მხოლოდ იქით იყო მიმართული, ვაიმე, ქმარი ხომ არ მატყუებს-მეთქი.
– ასე ცხოვრება ხომ საშინელებაა?
– რა თქმა უნდა. გავწამდი. ეჭვით ცხოვრებას მტერს არ ვუსურვებ. სულ დაძაბული ხარ, გაფაციცებული, ანერვიულებული. საბედისწერო შეცდომა კი ის იყო, რომ ჩემს ქმართან რომანში  უახლოესი ადამიანი დავადანაშაულე.
– როგორ?
– როგორ გითხრათ, ცუდი რამ დამემართა. ერთდროულად ორ ყველაზე ძვირფას ადამიანს ვატკინე გული – ქმარს და უახლოეს მეგობარს. ჩვენ ძალიან გახსნილი ოჯახი გვაქვს. ჩემს ქმარს მოსწონდა ჩემს დაქალებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით უშუალო და ახლობლური დამოკიდებულება ორთან გვქონდა. ახლა აღიარებისაც მრცხვენია: პრობლემები მაშინ დამეწყო, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ქმარს გასცილდა. ბუნებრივია, ჩვენთან ვიზიტებს მოუხშირა. რთული ემოციური მდგომარეობა ჰქონდა და შვებას ეძებდა. თითქმის ყოველდღე მოდიოდა. თუ მე და ჩემი ქმარი სადმე წავიდოდით – სასეირნოდ ან კაფეში, ან მეგობრებთან, ისიც მიგვყავდა. ჩემი ქმარი საკმაოდ ყურადღებიანი იყო მის მიმართ. ერთი-ორჯერ, როგორც ჩემთვის იყიდა საჩუქარი, ყვავილები, ისე მისთვისაც.
– და... ამ ყველაფრის გამო იეჭვიანეთ?
– ნელ-ნელა აღარ მომეწონა ჩემი ქმრისა და ჩემი დაქალის „დამტკბარი“ ურთიერთობა. დავიძაბე. ვაკვირდებოდი და ვშფოთავდი. ერთ დღეს სახლში მივედი და ვხედავ, სამზარეულოში სხედან, ჩაის სვამენ და ბედნიერად ჟღურტულებენ. ძალიან ცუდად გავხდი. ზუსტად იმ მომენტში შევედი, როცა ჩემი დაქალი, თეფშზე მურაბას უდებდა, ეს კი მადლიერებით უღიმოდა. თავი ვერ შევიკავე, არაფერი მითქვამს, მაგრამ შევბრუნდი და ისეთი სახით გავედი, ეგრევე მიხვდნენ, რაღაც ისე რომ ვერ იყო. ჩემი დაქალი ისე წავიდა, მე ოთახიდან არ გამოვსულვარ. ქმარმა მისაყვედურა: რა იყო, რა დაგემართა, რა სახე გქონდაო. საღამოს კი, დაწოლისას ისე „ვდუღდი“, ენის წვერზე მადგა სიტყვები: მოღალატე ხარ-მეთქი, მაგრამ თვალზე ცრემლი მომადგა, ავსლუკუნდი. ქმარმა ხელი ჩაიქნია, გადაბრუნდა და დაიძინა. მეორე დღეს ჩემს დაქალს დავურეკე: შემხვდი, უნდა დაგელაპარაკო-მეთქი. დამნაშავე ვარ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ერთი სიტყვაც არ ვათქმევინე, პირდაპირ თავზე დავესხი. როგორ გამიკეთე ეს, ოჯახს რატომ მინგრევ-მეთქი. ისე შეიცხადა... გაგიჟდა, ამას როგორ მეუბნები, შენ დასავით გიყურებ, იმას კი – ძმასავითო. წამოხტა და გავარდა. იმავე დღეს ქმართანაც მომივიდა ჩხუბი. დამნაშავე ვარ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
– მოუყევით დაქალთან თქვენი შეხვედრის ამბავი?
– დიახ. მოვუყევი. მაშინ ისეთი გაბრაზებული და გაცეცხლებული ვიყავი... ეს მერე დავმშვიდდი. საღ აზრსაც მოგვიანებით მოვუხმე, როცა ორივეს ვაწყენინე. ორივე გაბუტულია და არ მელაპარაკება. ჩემმა ქმარმა მითხრა, ძალიან გამიცრუე იმედი. მეგონა, გჯეროდა ჩემი. როგორ დაუშვი, რომ გიღალატებდი და თანაც შენს საუკეთესო მეგობართან. ესე იგი, არც მიცნობ, არც მენდობი და არც გიყვარვარო. გული მეტკინა. თუმცა გავბრაზდი და ქმარს შევუტიე. ის უფრო ძვირფასია შენთვის თუ მე-მეთქი. ხელი ჩაიქნია, რა უნდა გელაპარაკოო და მას მერე თავს მარიდებს. სიახლოვეს აღარ მეკარება ჩემი დაქალიც. უკვე ძალიან ვწუხვარ და ვდარდობ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ეს ჩემი საშინელი შეცდომა როგორ გამოვასწორო. ალბათ, ბოდიში უნდა მოვუხადო ორივეს. მე ამისთვის მზად ვარ. მაგრამ ისინი გამიგებენ?


скачать dle 11.3