კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ნაწრთობები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ მეხის მჩხრეკავები

  აზერბაიჯანში თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნებია, ოკუპირებულ აფხაზეთში კი – რუსულ-აფხაზური.
  პირველი, წესითა და რიგით, რფ-სა და სომხეთს არ უნდა მოსწონდეს, მეორე, ცხადია, ჩვენ და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ გვეხატება გულზე.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაზე მოწყვლადად (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზეც ტარდება ხოლმე „ნატო“-საქართველოს წვრთნები) მაინც ჩვენ გამოვიყურებით.
იმიტომ რომ ჩვენს სამხრეთ კავკასიელ მეზობლებს მოკავშირეები ყურის ძირში ჰყავთ (ბაქოს – ანკარა, ერევანს – მოსკოვი), ჩვენ კი, საუკეთესო შემთხვევაში – შავი ზღვის მეორე მხარეს.
მაგრამ, რადგან ყველა გამოწვევა შესაძლებლობაცაა, თავზე ნაცრის წაყრაც არ ივარგებს (თუ მაინცდამაინც – ჩხრეკა ჯობია).
  ამასობაში კი ქართული პოლიტიკური სპექტრი იმის გარკვევითაა გართული, ბოლოს და ბოლოს, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ოფისს დაეცა მეხი თუ, როგორც იქაური წარმომადგენელი ამბობს, „ნაციონალების“ ოფისთან მდებარე განათების ბოძი დაზიანდა.
ეს კიდევ ნახევარი უბედურება იქნებოდა, რომ არა საზოგადოების ცხოველი ინტერესიც ამ ფაქტების ჩხრეკისადმი.
 აქედან გამომდინარე კი, იბადება კითხვა: იქნებ მართლაც იმიტომაც არ გვყავს ახლო მოკავშირე, რომ ასეთი არაადეკვატური პარტნიორი არავის უნდა?!
скачать dle 11.3