კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 როგორ გადაიქცა სპილო კოტე მათითაშვილისა და ეკა ბალანჩივაძის სიყვარულის მიზეზად და როგორ შეხვდნენ მათ გადაწყვეტილებას შვილები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი და დიზაინერი ეკა ბალანჩივაძე ერთი წელია, რაც ერთად არიან და ლამაზი, სიყვარულით სავსე ოჯახი შექმნეს. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დღეს კოტეს და ეკას წყვილი ერთ-ერთი გამორჩეულია. გარდა იმისა, რომ მათ ერთმანეთთან სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებთ, ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ საკუთარი ვლოგი „ტრენდარტერი“ შექმნეს, სადაც ადამიანებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას უზიარებენ.
კოტე მათითაშვილი: მეც და ეკაც ზოდიაქოს ნიშნით „კუროები“ ვართ. ეკამ დახატა ხარი და დადო „ფეისბუქზე“. ისე იყო დახატული, ვიფიქრე: აქ სად არის ხარი და დავუწერე: სპილოა-მეთქი. ეკამ – სად დაინახე სპილოო. ჩამოვტვირთე ფოტო, ფოტოშოპში გარშემო კონტური გავუკეთე და გამოვიყვანე სპილო. გადავუგზავნე. ვაუ, ეს მართლა სპილოაო. მერე თვითონ მიახატა და გამოვიდა სპილოს ძალიან ლამაზი ნახატი. ამას ელემენტარული დამეგობრება მოჰყვა.
– ანუ მანამდე მხოლოდ „ფეისბუქმეგობრები“ იყავით და არანაირი კონტაქტი არ გქონდათ და ერთმანეთს არ იცნობდით?
– არანაირი. შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ეს იყო სახალისო თემა, ფლირტიც არ ყოფილა. ორივეს გვიყვარს ხატვა და საინტერესო იყო: მან რა დახატა და მე რა დავინახე. ერთ ნახატში ორ სხვადასხვა რამეს ვხედავდით. შემდეგ სოციალურ სივრცეში გადავიკვეთეთ. იმ დროს ეკა წამოსული იყო თავისი წინა ოჯახიდან, მეც იგივე სიტუაციაში ვიმყოფებოდი და მივხვდით, რომ ერთმანეთი ვიპოვეთ.
ეკა ბალანჩივაძე: ზუსტად იმ დროს შევხვდით ერთმანეთს, როცა უნდა შევხვედრილიყავით. წარსულიც ძალიან კარგი გვქონდა და არანაირად არ ვწუხვართ არაფერზე. ფანტასტიკური შვილები გვყავს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ძალიან მაგრები არიან და არ გვანერვიულებენ.
  კოტე: ოთხი ბიჭი გვყავს, ორი – მე და ორი – ეკას და კიდევ ერთი პატარა „ბიჭი“ გვყავს, პირობითად ბიჭი – ძაღლი, რომელიც უკვე 8 თვეა, ჩვენთან ერთად არის. ბავშვების გადაწყვეტილებით შევიძინეთ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეკას მოსავლელია. თუმცა, მეც ვეხმარები ხოლმე.
  ეკა: ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ძაღლი ვეტერინართან ხომ უნდა მიიყვანო, მე კი ძალიან მეშინია ძაღლების. კლინიკაში რომ შევდიოდი, კორიდორს მიკეთებდნენ ხოლმე. ძაღლით მოდის და ძაღლების ეშინიაო.
  კოტე: ვეტერინართან ჩაწყობა რომ გჭირდება, თან – შენ დაურეკეო. დავურეკე: თქვენი კოლეგა ვარ, ოღონდ ადამიანების მიმართულებით-მეთქი. ძალიან კარგი ადამიანია, დიდი პატივი დაგვდო, რომ ჩვენი ბუთქი ასე ურიგოდ მოხვდა კლინიკაში.
– მალევე მიიღეთ ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება?
– მალევე, რადგან როცა ზრდასრული ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ, მერე აღარ არის საჭირო იმის განსჯა და ფიქრი: რაღაც დრო ერთად ვიყოთ, შევხვდეთ, მერე  მოვიფიქროთ და ასე შემდეგ.
– როგორ შეხვდნენ შვილები თქვენს გადაწყვეტილებას?
– ძალიან კარგად. როდესაც ჩემს შვილებს ამ გადაწყვეტილების შესახებ შევატყობინე, ზუსტად ხუთ წუთში „ფეისბუქზე“ გადახედეს ეკას: რა ლამაზი გოგოა, რა კარგი... მამა, არ ინერვიულოო. მე მართლა ძალიან ვნერვიულობდი და განვიცდიდი, რადგან არ არის მარტივი დიდ ბიჭებთან ამაზე საუბარი. მაგრამ მათი მხრიდან აბსოლუტური პოზიტივი იყო.
  ეკა: ჩემი უფროსი შვილი, მგონი, ჩემსა და კოტეზე უფროსია. კარგა ხანი ჰქონდა შეგუების პერიოდი. ახლა ცოტა ადაპტირდა. უბრალოდ, გვითხრა: ორივე უცნაური ტიპები ხართ, ჯერ თქვენ ჩამოყალიბდით და მერე მე – კიო.
– კოტე რომანტიკულია?
– ზედმეტად რომანტიკულია. ისეთი რაღაცები უხარია ხოლმე... ერთხელ თქვა: ზამთარი მოდის, რა მაგარია, საშრობზე რომ გადაფენ პირსახოცს, დილით თბილი დაგხვდებაო. მეც ვიცოდი, რომ ეს ასე არის, მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია. ასე მარტივი რაღაცებისგან ქმნის ცხოვრებას. ყველაფერს ხედავს, რაც შეიძლება ადამიანმა დაინახოს. კოტეს დამსახურებაა ის, რომ ყველაფერი უხარია, ყველაფერი მოსწონს და მეც კარგია, კარგია – ამას უკვე მივეჩვიე. არც მე ვარ ნეგატიური ტიპი და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს უჭირს ჩემთან თანაცხოვრება. კოტესთან კი, მით უმეტეს, ეს ყველაფერი ძალიან მარტივია.
– კოტე, როგორც კი ეკა  დაინახე, მისი სილამაზე მაშინვე დააფასე?
  კოტე: ეკა რომ ლამაზია, ამას ჩემი ანალიზი არ დასჭირვებია. ჩემთვის ის სხვა ადამიანებისგან განსხვავებულია, თავისი კონკრეტული ხასიათი აქვს, რომელსაც ვერ შეცვლი. ბევრს ვეჭიდავები, ბევრ რამეზე გვაქვს დავა. ვეჭიდავები იმაზე, რომ ძალიან მგრძნობიარეა და ელემენტარულ რაღაცებს განიცდის. უყვარს ძილი.
  ეკა:  კოტე რომ პირველად დავინახე, მე შოკში ვიყავი. ოღონდ ეს ხდებოდა ბევრი წლის წინ. არ ვარ ის ტიპი, რომ ვინმე დავინახო, გადავირიო, მაგრამ ასე იყო. მერე არ ყოფილა ჩვენ შორის გადაკვეთის მომენტი. ახლა დედამიწაზე ყველაზე სიმპათიური კაცი მყავს.
– ეკაც რომანტიკულია?
  კოტე: ნაკლებად. ზომიერად აქვს რომანტიზმი. მისი მხრიდან სიურპირზი ის არის, რომ როცა სახლში მივდივარ, ყოველთვის ლამაზი მხვდება.
  ეკა: სულ ვეპრანჭები.
  კოტე: სადაც უნდა იყო, როცა გვერდით ლამაზი ადამიანი გიდგას, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და ამას ეკაც აღიარებს. სულ დადებითზე რომ ვსაუბრობთ, არსებობს ასევე პოლემიკაც და საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით. მაგალითად, ეკა მუდმივად ამბობს, რომ არ აქვს ჩასაცმელი – ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად ამოუხსნელი. ეს იმ მოტივით არ არის ნათქვამი, რომ ვიყიდოთ, რადგან ყველაფერს თვითონ ქმნის, მაგრამ ჩემთვის ამოუხსნელი დილემაა.
  ეკა: მერე კოტეს ტანსაცმელი მაცვია ხოლმე, მაიკები და შოკში ვარდება, რადგან ჩემთან შედარებით „იქს, იქს, ელია“.
  კოტე: პოლემიკის საგანი კიდევ ის არის, რომ უნდა სახლში ადრე მოვიდე. ეს მეც მინდა. შენ მითხარი, რომ ორზე მოვალო, – მეწუწუნება. ამ საკითხზე საუბარი შევწყვიტე: აღარ ვეუბნები, როდის მოვალ.
  ეკა: საქმე ისაა, რომ ამის სამსახური არასდროს სრულდება. მოვალ 5-ზე, ვზივარ სახლში და ველოდები. მოდის პირველ საათზე.
 კოტე: ჩვენ თავს როგორ ვგრძნობთ, ეს ერთია და მეორე, როგორ გვხედავენ ჩვენი მეგობრები. ისინი, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, მეუბნებიან: კოტე, დამშვიდებულს, გახარებულს, ბედნიერს, გაღიმებულს სიცოცხლით სავსეს გხედავთო – ეს ჩემში ეკასთან ურთიერთობის შემდეგ ნამდვილად შეიცვალა.
– კოტე, შენ არ ეპრანჭები ეკას?
– სულ ვეპრანჭები.
– მოდი, ახლა თქვენს პროექტზე ვისაბროთ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.
  ეკა: კოტე „ლაივებს“ აკეთებდა ხოლმე კლინიკის ექიმებზე, რომელიც ამოწურა. მერე ამბობდა: მოდი, რამე გავაკეთოთო და მე და ლევანმა მოვიფიქრეთ: ბარემ ორი ცალი წამყვანი გვყავს და ეს და ნანიკო იყვნენო. პირველი გადაცემა ჩავწერეთ და მერე გადავწყვიტეთ, დავშლილიყავით.
  კოტე: რაღაც მიმართულებაში ჩვენი ხედვები განსხვავებული აღმოჩნდა, ამიტომ დროულად დავიშალეთ.
  ეკა: ერთმანეთთან ვაპირებთ გადაცემაში მისვლას, კითხვებს დავუსვამთ ერთმანეთს. მე და ლევანმა დავგეგმეთ, ჯერ არავინ იცის.
  კოტე: სახელი – „ტრენდარტერი“ ეკამ მოიფიქრა. ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ პოპულარულ სივრცეებზე – რაც შეეხება დასვეენებას, კვებას, ჯასაღი ცხოვრების წესს, ესთეტიკას, ესთეტიკურ მედიცინას, მოდას, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე...
  ეკა: ჩვენი ტანდემი კარგი გამოვიდა: კოტე ექიმია, მე – დიზაინერი. შემიძლია, მას ბევრი რამ ვკითხო და კომპეტენტური პასუხი მივიღო. „ტრენდარტერში“ ვიტყვით იმას, რაც სათქმელია და რაც რეალობას შეესაბამება. მუშაობის პროცესი ძალიან სახალისოა, ვერთობით. ჩვენი რეჟისორი, თიკო ემირიძე კვდება ხოლმე სიცილით, იგუდება. კოტეს ვერასდროს ვაჩერებთ, ჩაირთვება, მე მაჩერებს და ისტერიკაში ვვარდები. ცოტა კონფლიქტი გვაქვს ხოლმე, თან, საინტერესოა, ჩვენი რეალობაა.
– რეალითი შოუ გამოგივათ.
  კოტე: რეალითისთვის მზად ვართ, არ არის პრობლემა. ჩვენ არ ვაპირებთ ეგზიბიციონიზმით დაკავებას. ეგზიბიციონიზმი არ წარმოვიდგინოთ, როგორც საკუთარი სხეულის ჩვენება, შინაგანი ემოციების ჩვენებას ვგულისხმობ. ვაპირებთ ადამიანებს დავანახვოთ როგორ ცხოვრობს ორი ჩვეულებრივი ადამიანი დღეს, როგორ მხვდება მეუღლე სახლში, რა პოლემიკა გვაქვს, როგორ ვხატავთ, როგორ მოდიან მეგობრები.
  ეკა: როგორ ამზადებს კოტე სადილს, ვახშამს. ჩვენ ვცდილობთ, „ტრენდარტერი“ იყოს ისეთი, რომ ადამიანები არ გაღიზიანდნენ. ჩვენ არავის არაფერს ვასწავლით, ჩვენ ვსწავლობთ და შემდეგ ვდებთ ვიდეოებს. კრიტიკული სივრცე არ იქნება ჩვენი ვლოგი.
  კოტე: „ფეისბუქის“ მართვა, მეგობრების დამატება – ყველაფერს ეკა აკეთებს. ამას წინათ ვხუმრობდით კიდეც: ყველას გვაქვს ფრენდ-რექვესტები. ეკას მამრობითი სქესის თაყვანისმცემლები ჰყავდა და ჰყავს და აჭერს „ოქეი“, „ოქეის“. რას აკეთებ-მეთქი. მერე წავშლი, მთავარია, ახლა დავიმატო, რომ „ტრენდარტერი“ მოიწონონო.
– იეჭვიანე?
– მიჰყვა confirm, confirm... მამაკაცები ვართ და ვიცით რეალობა. როცა ლამაზი ქალი „გიკონფირმებს“ მეგობრობის თხოვნას, იქ შეიძლება, მოგინდეს, რაღაც მისწერო. ჩემი აზრით, ეს აბსოლუტურად ზედმეტია.
  ეკა: არადა, საერთოდ არ არის ეჭვიანი. ისე, მინდა ხოლმე, რომ იეჭვიანოს, მაგრამ – არა. მე ვარ საშინელი ეჭვიანი: შემოგხედა, იმიტომ, რომ შენ რაღაცნაირად გაიარე...
– რა არის მთავარი ურთიერთობაში?
– ჩემი აზრით, აღზრდა, ტრადიციები. ჩვენს ოჯახებს იმდენად საერთო ტრადიციები აქვს, რომ  მარტივად გვეცხოვრება ერთად.
  კოტე: ეს ზოგადი კონცეფციაა. ორი ადამიანის ურთიერთობაში მთავარი არ არის ერთმანეთის თვალებში ყურება, ერთი მიმართულებით უნდა იყურებოდეთ.  
  ეკა: როცა ადამიანი გიყვარს, სურვილი გაქვს, მას გვერდში დაუდგე, სულ მასთან იყო. მე და შენ მაგრად გვიყვარს ერთმანეთი, ხო?
  კოტე: ახლა აღმოაჩინე?!

скачать dle 11.3