კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

№18 რის გამო განიცადა ამერიკაში სირცხვილი გიორგი სუხიტაშვილმა და როგორ გახდა ის მრავალშვილიანი მამა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ცოტა ხნის წინ ზვიად ბოლქვაძესთან და სოფო ბათილაშვილთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა, სადაც ორი ძალიან კარგი კონცერტი ჩაატარეს. მაისის თვეში გიორგი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც ორ სოლო კონცერტს ჩაატარებს.
გიორგი სუხიტაშვილი: ამერიკაში მიწვევით ვიყავი. ქალბატონი თამრიკო დავითაშვილია ძალიან საინტერესო ღონისძიების ორგანიზატორი, სადაც ამერიკაში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს აჯილდოებენ ხოლმე. საქართველოდან წავედით მე, ზვიად ბოლქვაძე და სოფო ბათილაშვილი. მე და ზვიადმა ბევრი საინტერესო კომპოზიცია გავაკეთეთ. სახლში, სადაც ვცხოვრობდით, ბევრი ინსტრუმენტი აღმოჩნდა და ქართული სიმღერების ისეთი კარგი ვერსიები მოვამზადეთ, რომ მეც და ზვიადმაც დიდი სიამოვნება მივიღეთ. დაჯილდოება 7 აპრილს გაიმართა და შემდეგ კი უკვე ჩვენმა მეგობარმა, ნანიკო კორახაშვილმა ორგანიზება გაუწია ფილადელფიის კონცერტს, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა შტატიდან ჩამოვიდნენ.
– ამერიკაში სად ცხოვრობდით?
– მე და სოფო ერთ სართულზე ვცხოვრობდით და ზვიადი და მისი ცოლი,  ლია ბაიდოშვილი, რომელიც საოცარი მუსიკოსია – ერთ სართულზე. ლია ორღანზე ვირტუოზი შემსრულებელია. ახლა ერთობლივ კონცერტს გეგმავენ, რომელიც ზუსტად ვიცი, ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენი ყოველი დილა ლიას მესიჯით იწყებოდა: ჩამოდით ყავაზეო. ყველანი ძალიან დავახლოვდით და ამ სახლში ბევრი საინტერესო კომპოზიცია შეიქმნა. ვიყავით „ოპერის აჩრდილზე“, მოვიწანწალეთ მანჰეტენი, ვიყავით სხვადასხვა შტატში და საოცარი ქართველები გავიცანით. თუმცა, არის კიდევ მეორე კატეგორია, რომლებიც სამწუხაროდ, 90-იან წლებში წავიდნენ საქართველოდან, მას მერე არ ჩამოსულან და განცდა აქვთ, რომ განვითარების ისევ იმ ეტაპზე ვართ. ჩემთვის ამის გააზრება ძალიან რთული იყო და გული დამწყდა ძალიან.
  ერთ თემას მინდა შევეხო. ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუზეუმში, სადაც ხალხი საათობით დგას რიგში, რომ შევიდნენ, ჩვენი, საქართველოს კუთხე სამარცხვინოდ არის წარმოდგენილი – ერთი პატარა ძონძი ჩოხა კიდია. როცა ქვეყანას ამხელა ისტორია, კულტურა, ტრადიციები, დამწერლობა აქვს. თან წლებია, ასე გრძელდება. სხვა ქვეყნებს ჩვენი რეგიონიდან უდიდესი სტენდები აქვთ. ისე შემრცხვა, დავპოსტე კიდეც, მაგრამ ყველამ ფეხებზე დაიკიდა. ამ მუზეუმში მილიონობით დამთვალიერებელი მიდის და შემდეგ ინტერესი ჩნდება. გაქვს მოცემულობა და არ იყენებ. კილომეტრიან რიგში ვიდექი, რომ შევსულიყავი და ნეტავ არ შევსულიყავი და ეს არ მენახა, გული გამისკდა.  
– შენ თუ დამდგარხარ იმ ფაქტის წინაშე, რომ საქართველო დაგეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყავი?
–  ახლაც ვიღაცები მწერენ: ან რატომღა მიდიხარ, ან რატომ ჩამოდიხარო. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ სადმე დავრჩენილიყავი. როცა ქვეყნიდან მიწევს გასვლა, ვფიქრობ ხოლმე: ახლა სულ რომ მივდიოდე... და ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ეს ურთულესი გადაწყვეტილებაა. ამ ყველაფერს ერთგვარი შიშიც ახლავს – შენ რისკავ შენი ცხოვრებით. რაღაც ეტაპამდე მიხვედი და მერე უნდა მიატოვო.
– ნულიდან ხშირად დაგიწყია ცხოვრება?
– ახლა რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. არანაირი ფორა არ მქონია, პირიქით, ყველას ჩემთან მიმართებაში ჰქონდა ფორა. მიუხედავად იმისა, რომ მამა მუსიკოსია, ოჯახში მუსიკალური განათლებაც არ მიმიღია. პირველი იმედგაცრუება საბავშვო ბაღში დამემართა. როდესაც გუნდში მამღერეს და აღმოჩნდა, რომ სხვა ბავშვები ვერ მღეროდნენ, მეგონა, ავად იყვნენ. სახლშიც ვთქვი: ისინი ავად არიან, ვერ მღერიან-მეთქი. უამრავი რამ არსებობს, რაც საქმეს გაკეთებინებს. სხვისი ნაბიჯები ხშირად არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ოღონდ საშენოდ უნდა გამოიყენო, არ უნდა დაითრგუნო, სხვამ არ უნდა დაგრთგუნოს.
– გიგრძნია თავი დათრგუნულად?
– როგორ არა, მიგრძნია, ოღონდ არა ვინმეს გამო, არამედ რაღაც გლობალურის. ერთი კარგი თვისება მაქვს, საკუთარი თავისთვის შემოძახება შემიძლია. როცა რთული პერიოდი მაქვს, ისე არ განვიცდი, როგორც ადრე. პირველად სერიოზული პრობლემების წინაშე რომ დავდექი, ცოტა შემარყია, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მალე გადის. თუ მარტო ვარ, კარგი ხმამაღალი შემოძახილები მაქვს ხოლმე, შეიძლება, დარტყმებიც იყოს.
– როგორი ხარ აფექტის დროს?
– აფექტს მერე ვხვდები, როცა ჩაივლის. იმ დროს ძალიან მობილიზებული ვარ. ყველაფერი რომ დაწყნარდება, მერე იწყებს ტვინი გაანალიზებას, რა საფრთხე იყო. იმ დროს რობოტივით ვარ ხოლმე და შეიძლება, პულსიც არ ამიჩქარდეს. მახსოვს აფექტში 7 ნოემბრის ამბების დროს ჩავვარდი, როცა თეატრალურში მივედი. ჩემი ჯგუფელები, ძირითადად გოგონები იყვნენ შენობაში და ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ამტვრევდა იმ კარს, რომელიც რუსთაველის თეატრში გადიოდა. დაახლოებით ერთი თვე წესიერად ვერ ვხედავდი, რადგან ქუთუთოები მქონდა დამწვარი. ეგონათ, რომ თეატრალურში აქციის მონაწილეები ვიყავით, შემოყარეს ცრემლსადენი გაზი სახურავიდან და კარი ჩახერგეს. ძალიან ცუდი ხილვადობა იყო. ზუსტად ვიცოდი, სად იყო გასასვლელი კარი. მახსოვს როგორ ვამტვრევდით და ყველა  რომ გავიდა, ამოვბრუნდი: ვინმე ხომ არ დარჩა-მეთქი. უკან რომ მოვდიოდი, ვგრძნობდი, ვითიშებოდი. გონს რომ მოვედი, ია სუხიტაშვილს ეჭირა ბამბა და თვალებს მიწმენდდა.
– კომფორტის ზონიდან გიყვარს გამოსვლა?
– თავად გამოვდივარ ხოლმე კომფორტის ზონიდან, რადგან ეს არის ყველაზე მომადუნებელი. თუ კომფორტის ზონაში ხარ, ბევრ რამეს ვერ ამჩნევ. ყველაზე საშიში სიტუაციაა. ამიტომ, როცა მივხვდები, რომ ეს ამბავი ძალიან გამიგრძელდა, ავტომატურად ვიწყებ რაღაცის კეთებას. ეს ორი ახალი სიმღერაც სწორედ მისი შედეგია. თან, პარალელურად, ახალი პროექტი დავიწყე – „ერთი კაცი ვივოდან“ და ჩვენი ძველი ჯგუფის სიმღერებს ვაკეთებ. ის წლები მაშინ ყველაზე ტკბილი წლები იყო, ბევრი მნიშვნელოვანი თვისება შევიძინე როგორც მუსიკალური, ასევე პიროვნული.   შვილებივით მიყვარს ეს სიმღერები. საკმაოდ ბევრი შვილი მყავს, მრავალშვილიანი მამა ვარ.
– როგორც ვიცი, მალე სამხრეთ აფრიკაში გაქვს კონცერტი.
– კი, სამხრეთ აფრიკაში ჩვენმა ელჩმა, ბექა დვალმა და მისმა მეუღლემ, ნინო ლეჟავამ გამოთქვეს სურვილი, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიმღერო ჩვენი ჰიმნი. ორი კონცერტიც არის დაგეგმილი. ისტორიული ფაქტია, პირველი ქართველი მომღერალი ვარ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში კონცერტს ჩაატარებს. მუსიკოსები არიან ნამყოფები, უბრალოდ, როგორც მომღერალი, პირველი ვარ. დიდი მოლოდინი მაქვს და ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ორი კონცერტი ჩატარდება.
– მინდა ახალ პროექტს – „მასტერ კლასს“ შევეხო, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო და შენ ერთ-ერთი მენტორი ხარ.
– ამ პროექტში ძალიან მომწონს ის, რომ ბავშვები არ „ვარდებიან“ და არ ისტრესებიან. მე ვარ ერთ-ერთი მენტორი და ჩემთვის საინტერესოა მათთან მუშაობა. მშვენივრად ვართმევ მენტორის ამპლუას თავს და ძალიან მაგარი ბავშვები მყავს, ესეც ჩემთვის სერიოზული გამოწვევაა.

скачать dle 11.3