კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რის გამო უნდოდა გივი პაპავას საცოლეს ბოლო ხმაზე ყვირილი და რატომ არის ის „მამალი“ ცოლი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

„კომედი შოუს“ მსახიობი გივი პაპავა დაინიშნა. მან ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ნიშნობის ფოტოც გამოაქვეყნა. მისი რჩეული ულამაზესი, ნინა ნიკოლავაა. როგორ დაიწყო წყვილის სიყვარულის ისტორია, სტატიიდან შეიტყობთ.
გივი: ჩვენი სიყვარულის ისტორია შარშან ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში დაიწყო. თანამშრომლები ვიყავით. სიმართლე გითხრა, თავიდან საერთოდ არ მომწონდა. თვეების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ და მასთან ერთად რომ მიწევდა მუშაობა, საერთოდ არ მსიამოვნებდა.
– კონფლიქტი გქონდათ თუ რატომ?
ნინა: არა, კონფლიქტი არ გვქონია, უბრალოდ, ერთად კომფორტულად ვერ ვმუშაობდით. კარგი თანაწამყვანებიც არ ვიყავით, რადგან ერთმანეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება გვქონდა. მე მასთან არ მინდოდა მუშაობა და გივისაც – ანალოგიურად. მიზეზი რა იყო, ვერ ვხვდებოდით, უბრალოდ, არ მოგვწონდა ერთმანეთი.
გივი: მის დანახვაზე პირველივე დღეს ცუდი რეაქცია მქონდა. სამუშაოს დასაწყებად ცენტრში რომ მივედი, თანამშრომლებმა ყურადღება არ მომაქციეს. ნინას  კი დიდი ამბით შეხვდნენ. ეს რაღაც „გამიტყდა“ და არ მესიამოვნა. აქედან ჩავიხვიე, მორჩა, ამ გოგოსთან ერთად ვერ ვიმუშავებ-მეთქი. ყოველთვის ასე ხდებოდა, როცა ერთად ვიყავით, სულ ნინა ექცეოდა ყურადღების ცენტრში (იცინის).
ნინა: როგორც კი მიკროფონს ავიღებდი ხელში, წამის მეასედში გივი გაბრუნდებოდა და ამბობდა: აუ, დაიწყო და როდის გაჩუმდებაო (იცინის). თავიდან, ცენტრში რომ მოვედი, ჩემმა უფროსმა მითხრა, წამყვანად „კომედი შოუს“ ერთ-ერთი მსახიობი დავიმატეთო. ყურადღება არც მივაქციე ამ ამბავს და ვერც მივხვდი, ვისზე იყო ლაპარაკი. როგორც კი ოთახში შევედი, მაშინვე მომხვდა თვალში, რაღაც ძალიან გამომწვევად და გამაღიზიანებლად იჯდა (იცინის). მე ვარ და მე მოვედი – დაახლოებით ასეთი გამომეტყველება ჰქონდა. ამ ფაქტორმა ძალიან გამაღიზიანა.
– ერთმანეთთან ამჟღავნდებდით ამ დამოკიდებულებას?
– არა, ჩვენი დიალოგი ძალიან მოკლე იყო: გამარჯობა, როგორ ხარ? კარგად, შენ? ყავა, ჩაი? და მორჩა, ჩვენი საუბარი აქ სრულდებოდა. არანაირი კონტაქტი არ გვქონდა. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა თანამშრომლის ქორწილი. გივის გაუმართლა და გვერდი-გვერდ მოგვიწია დასხდომა (იცინის). იქაც ისე იყო, ყველა მე მკითხულობდა: ნინა სად დაჯდება, ნინა აქ დაჯდეს და ამაზე გაცეცხლდა, რატომ აქცევენ ამას ასეთ ყურადღებასო.
– როდის დაიწყო სიყვარული?
გივი: დაახლოებით ექვსი თვის წინ, უბრალოდ, მიმოწერით დავიწყეთ. ტატუ გავიკეთე ბეჭზე და დავდე ფოტო. ამ ფოტოზე მომწერა, რა ლამაზი ფერებიაო.
ნინა: დიდხანს ვფიქრობდი, მიმეწერა თუ არა. ჩემთვის ვამბობდი: რომ მივწრო, ძალიან გაგიჟდება. პირველმა რატომ უნდა მივწერო და ასე შემდგე, თუმცა იმდენად ლამაზი ფერები იყო, აღფრთოვანება ვერ დავმალე. ისე, თავიდან რომ შემოვედი და გივი დავინახე, ეგრევე გამკრა, რომ ჩვენ შორის რაღაც იქნებოდა, მაგრამ მაშინვე დავბლოკე ეგ აზრი – გივისთან რატომ? არა შანსი არაა-მეთქი.
გივი: რომ მომწერა არ მესიამოვნა. ამან რატომ უნდა შემიფასოს რამე-მეთქი (იცინის). მერე გაგრძელდა მიწერ-მოწერა, თუმცა ვერ გეტყვი, რომ მსიამოვნებდა. სადღაც თვე-ნახევრის წინ  მივხვდი, რომ ეს უკვე სხვა რამ იყო.
– ანუ, სწრაფად მიგიღია გადაწყვეტილება.
– ჰო, ამ  ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ერთად ვართ და მგონია, რომ უკვე წლებია, ვიცნობ.
ნინა: ერთად ბევრი რაღაც გამოვიარეთ და სწორედ აქედან გამომდინარე, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. ყოველდღიური ნახვები, ერთად მუშაობა, პირადი შეხვედრები საკმარისი აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობის დასაგვირგვინებლად.
– გივი, როგორ აუხსენი სიყვარული?
გივი: ძალიან მარტივად, როგორც ხელის თხოვნა გვქონდა, ისე. ჩვეულებრივად, უემოციოდ (იცინის). თავიდან პირადად არ მითქვამს მიყვარხარ-მეთქი. შეტყობინება გავუგზავნე, თან, ნასვამი ვიყავი. პირადად რომ ვუთხარი, მაშინაც ნასვამი ვიყავი. თვითონაც არ დააყოვნა პასუხი და მალევე მითხრა, მეც მიყვარხარო. ჩემისთანა ბიჭისთვის რატომაც არ უნდა ეთქვა (იცინის).
ნინა: თავიდან, რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. აი, როცა პირადად მითხრა, იმდენად ემოციურად გამოხატა ეს ყველაფერი, მივხვდი, რომ მართალი იყო. თვითონ კი არ ელოდებოდა, ასე თუ შემიყვარდებოდა.
– რატომ?
გივი: არ მქონდა მოლოდინი, ვიცოდი, რომ არ მოგვწონდა ერთმანეთი და ვფიქრობდი, ეს ურთიერთობა არ გამოვიდოდა.
– როგორ სთხოვე ხელი?
– ხელის თხოვნის მომენტი წინასწარ არ დამიგეგმავს. 17-ში ჰქონდა დაბადების დღე და მე და ჩემმა ძმაკაცებმა ყველაფერი წინა დღით გავაკეთეთ. ყველაზე დიდი დამსახურება მაგათ მიუძღვით. ჩემს მეგობარს აქვს სასტუმრო, რომელიც ტურისტებზეა გათვლილი. ვუთხარი,  რასაც ვგეგმავდი. თან, იმ სასტუმროში ივენთები და ღონისძიებებიც ტარდება. მანაც – კი, ბატონო, ჩემთან გადაიხადე, ყველაფერს დაგითმობ და საერთოდ, დავკეტავ 17-ში სასტუმროსო. შევკრიბე ჩვენი სამეგობრო წრე, კარგად რომ გაგვეფორმებინა. იყო ფოიერვერკები და ყველაფერი. ბეჭედიც, რა თქმა უნდა.
– ბეჭედი თავად აარჩიე?
– მე და ნინას მეგობარმა, ბოლომდე ჩემს გემოვნებას ვერ ვენდობოდი (იცინის). კი ვიცოდი, როგორიც მოსწონდა მაგრამ პრეტენზიები, რომ არ ყოფილიყო, მისი დაქალი გავიყოლე (იცინის). ძირითადად, ამ ყველაფერს ჩემი ძმაკაცები აგვარებდნენ, რადგან  სამსახურების გამო დაკავებული ვიყავი. ბოლოს ძალიან ლამაზი გამოვიდა. ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ, თითოეული ჭიკარტი ჩვენი მიჭედებულია, თითოეული ბუშტი ჩვენი გაბერილია და ასე შემდეგ.
– ნინა, ელოდებოდი ასეთ სიურპრიზს?
ნინა: ხელის თხოვნას არ ველოდებოდი, ვიცოდი, რომ დაბადების დღეზე რაღაც სიურპრიზს მიწყობდა, მაგრამ ბოლო წამამდე არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა ხდებოდა.  უბრალოდ, ვეკითხებოდი: სად მივდივართ? როგორი ადგილია? როგორი ლუქი ჩავიცვა? რომ შევედი, ყველანაირ ემოციას გადააჭარბა, მინდოდა, ბოლო ხმაზე მეყვირა. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, იმდენად სიყვარულით გაკეთებული, რომ კიდევ მინდა (იცინის).
– გრანდიოზულ ქორწილს გეგმავთ?
გივი: კი, ვგეგმავთ, ოღონდ ჯერ არა. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ შევძლებ. თან, ახლა ერთ-ერთ ფილმში მიღებენ, მთავარ როლს ვასრულებ და ხშირად მიწევს ქალაქგარეთ გასვლა. ეს არის ქართული მხატვრული ფილმი, იუმორისტული. ფილმს ჰქვია „იღბალი“ და სავარაუდოდ, ეკრანებზე ნოემბერში გამოვა. რეჟისორი არის რამაზ ბლუაშვილი. აქედან გამომდინარე, ზაფხულში, შვებულებაში, რომ გავალ მერე აუცილებლად გადავიხდით ქორწილს. ალბათ, საკმაოდ დიდი ქორწილი გვექნება, რადგან დიდი სამეგობრო გვყავს. ყოველი შემთხვევისთვის, ხელის თხოვნაზე გრანდიოზული ქორწილი გვექნება (იცინის).
– შენი პერსონაჟისგან განსხვავებით, „მამალი ცოლი“ არ შეგირჩევია.
– ფიზიკურად არა, თორემ, ისე, სულიერად და ხასიათით მეგრელი მამალი ცოლი მყავს (იცინის).
ნინა: ხანდახან ვიზუალი გვატყუებს (იცინის).

скачать dle 11.3