კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 მასტერი: გოგოს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, რა არის მისი ფასი ვალუტაში

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

საქართველოში პირველად რეპერმა მასტერმა, იგივე გიორგი პავლიაშვილმა, ახლახან გარდაცვლილ რეპერ შავ პრინცთან ერთად, დუეტი ჩაწერა. ეს იდეა „ფორტუნა პლუსის“ მენეჯერს, რეზო კაკულიას ეკუთვნის. სიმღერა – „ჩემი გული გაქვს შენ“ – გარდაცვლილი რეპერის მეგობრის, პაატა სილაგაძის სტუდიაში ჩაიწერა და პრემიერა სულ ახლახან შედგა.
– საქართველოში პირველად ჩაიწერა დუეტი გარდაცვლილ მომღერალთან. საიდან გაჩნდა ეს იდეა და რა გრძნობა გქონდა, როცა გარდაცვლილ „შავ პრინცთან“ ერთად რეპავდი?
მასტერი: შავი პრინცი, გარდაცვალებამდე, ახალ სიმღერაზე მუშაობდა. თავის მუსიკაზე მხოლოდ მისამღერი ჰქონდა ჩაწერილი. რეზო კაკულიამ დამირეკა და მითხრა, არსებობს პროექტი, რომელიც შავ პრინცს ჰქონდა დაწყებული და მოდი, ეს ბოლომდე მივიყვანოთო. სხვათა შორის, რომ გარდაიცვალა, ვფიქრობდი: ნეტავ თუ დარჩა მისი ჩანაწერი სტუდიაში-მეთქი, მაგრამ მასთან ერთად სიმღერაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი... მოკლედ,  დავწერე ტექსტი, ჩავწერე სტუდიაში და კლიპიც გადავიღე. მგონი, მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მასთან დუეტი საქართველოში პირველად შედგა, ყოველ შემთხვევაში, ჰიპ-ჰოპში. ამერიკაში ეს აპრობირებული მეთოდია. როცა მომღერალი კვდება, მისი ხმის ჩანაწერები სტუდიაში ინახება. მაგალითად, „თუფაქის“ 16 ალბომი მისი გარდაცვალების მერე გამოვიდა. ჩვენი სიმღერის არანჟირებისა და მუსიკის ავტორი პაატა სილაგაძეა. მიხარია, რომ ეს მძიმე მისია, პასუხისმგებლობა და ნდობა მე გამომიცხადეს, მომაბარეს და სიმღერა შედგა. ვიცოდი, რომ გარდაცვლილ რეპერთან დუეტი ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ რაც ჩავიფიქრე, ბოლომდე შევასრულე. სიმღერის მიქსინგი და მასტერინგიც პაატა სილაგაძემ გააკეთა. ჩავედი ქუთაისში, საიდანაც შავი პრინცი იყო, შევხვდი მის უახლოეს ადამიანებს და კლიპი იქ გადავიღე.  ზუსტად ვიცი, შავი პრინცი იმქვეყნად მოისმენს. არ ვიცი, რას ფიქრობდა სიცოცხლეში მისამღერის დაწერისას, მაგრამ გარდაცვლილს მოეწონება, რომ მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. „ჩემი გული გაქვს შენ“ – ასე ჰქვია სიმღერას, ძალიან მალე ჩავწერეთ, რადგან არ მიყვარს საქმის გაწელვა, მინდოდა, ერთი ამოსუნთქვით გაკეთებულიყო. ჩემი მხრიდან, ეს სიმღერა მისადმი პატივისცემაა და ამით კიდევ ერთი ახალი ისტორია შეიქმნა, რომ გარდაცვალების შემდგომ არსებობს სიცოცხლე. არ ვიცი, თუ დამესიზმრება და მეტყვის მომეწონაო, მაგრამ ზუსტად ვიცი, იმქვეყნად რომ წავალ, შურიკა სტუდიას და სცენას დამახვედრებს და მეტყვის: მოდი, ბიჭო, გავრეპოთო. შავმა პრინცმა დაიწყო ჰიპ-ჰოპი საქართველოში. შურიკა, როგორც მას მეგობრულად ვეძახდი, შეიძლება, ბოლო დროს აქტიურად არ ჩანდა, მაგრამ ამით ცხოვრობდა. მასთან ერთად მქონდა კონცერტი, როცა დამწყები რეპერი ვიყავი და შემდეგ თავის კონცერტზეც დამიძახა. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ძალიან კოლეგიალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა. პატივს ვცემდით ერთმანეთს. ამიტომ, მისი გარდაცვალების შემდეგ ბათუმში სოლო-კონცერტი შავ პრინცს მივუძღვენი და მისი გამოსახულებიანი მაისური მეცვა. ვფიქრობ, ადამიანს, რომელმაც ქუთაისიდან დაიწყო ეს მიმდინარეობა ჩვენს ქვეყანაში, გარდაცვალების მერეც პატივი უნდა სცენ.  ბევრს უნდოდა, ისე გაერეპა, როგორც ამას შავი პრინცი აკეთებდა. დავკარგეთ კარგი ბიჭი, თითქოს ბავშვობა წაგვერთვა, მაგრამ ვაგრძელებ იმას, რაც მან შექმნა.
– ამბობენ, რომ არა რეპერობა, კარგი ფეხბურთელი დადგებოდა შენგანო. ასეა?
– ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და 12 წლის ასაკში, გადაწყვეტილი მქონდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვყოფილიყავი. საარჩევნო-საპრეზიდენტო პროგრამაც დავწერე. მერე ამერიკაში წავედი და სწავლის პარალელურად, ფეხბურთის თამაში იქ დავიწყე. დღემდე მინდა ამ სისტემაში მუშაობა. ყველა მეუბნება, რატომ არ გაჰყევი და კარგი ფეხბურთელი არ გამოხვედიო, მაგრამ მე ტყუილი არ მიყვარს და როგორც ბევრი ამბობს, ვერ ვიტყვი, თამაშს ტრავმის გამო დავანებე თავი-მეთქი. არ მგონია, ჩემგან კარგი ფეხბურთელი დამდგარიყო, სულ სათადარიგო სკამზე ვიჯექი, ძირითად შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი (იცინის). ამერიკაში კი, გუნდში ვთამაშობდი და მწვრთნელს ძალიან მოვწონდი. ამერიკაში დიდად ვერ თამაშობენ ფეხბურთს და 50-ჯერ რომ ავკენწლე ბურთი ფეხით, გადაირივნენ.  იუნიორთა ლიგაში ბომბარდირი ვიყავი და ასე რომ, ამერიკამ, ჩემი სახით, ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა (იცინის). თან, გოლს რომ გავიტანდი, გვარს – პავლიაშვილს ვერ წარმოთქვამდნენ და „ჯორჯ ფრომ ჯორჯიას“ გაჰყვიროდნენ. მერე, გუნდის გასამხნევებლად, ფერადლენტიანი, მოკლე კაბაში ჩაცმული მოცეკვავე-მხარდამჭერი გოგოები მოიყვანეს და იმათი შემყურე, ყველა თამაში წავაგეთ (იცინის).
– დამეთანხმე, უცნაური რეპერი ხარ. ზოგადად, რეპერები ნარკოტიკთან, მოსაწევთან, ალკოჰოლთან, გართობასთან ასოცირდებიან. შენ კი ამ ყველაფრისგან შორს ხარ და ამბობენ, გოგონებთანაც ცოტა ჩაკეტილი ხარ და გახსნა გიჭირს. ასეა?
– გოგონებთან ურთიერთობა ამერიკაში დავიწყე და აქ რომ ჩამოვედი, კონტაქტი ცოტა გამიჭირდა. ქართველი გოგონები არც კლუბში მოგყვებიან, არც კინოში. იქ კი, მოგეწონა, მოეწონე, წადი ჭამე პიცა და ეგაა (იცინის). ახლა, ქალს რომ შევხედავ, ზუსტად ვიცი, რა მინდა მისგან. სხვათა შორის, სამი წელი ვხვდებოდი გოგოს და „მიყვარხარ“ არ მითქვამს. რომ მეკითხებიან, სამი წელი იყავი მასთან და როგორ არ გიყვარდაო, ვპასუხობ: მასთან ვიყავი კომფორტულად, ეჭვიანობის გრძნობაც მქონდა, მაგრამ არ მიყვარდა. საკუთარი თავის კონტროლი ქალთან მეხერხება და ყოველთვის გულწრფელი ვარ. რაც შეეხება ნარკოტიკს, მოსაწევსა და ალკოჰოლს, ვხუმრობ ხოლმე, ამ მხრივ, ტრანსფრომირებული რეპერი ვარ-მეთქი. მაია კაჭკაჭიშვილი მეხუმრება ხოლმე: რანაირო რეპერი ხარ, არც სვამ და არც ეწევიო (იცინის). ზოგადად, რეპერობა „გაფუჭებასთან“ ასოცირდება, მაგრამ ჩემში კახურმა გენმა და ფესვმა იმძლავრა. ნარკოტიკები ჩემგან ძალიან შორსაა, მე „კაიფს“ სხვა რაღაცებში ვპოულობ, მაგალითად, მეგობრებთან ერთად დაჯდომაში, ლუდის სმაში, საუბარში. ეს მანიჭებს სიამოვნებას.
– შენს ცხოვრებაში იყო გოგონა, რომლის ცოლად მოყვანასაც ფიქრობდი. მასთან ისევ გაქვს ურთიერთობა?
– დიახ, ერთი წელია ვურთიერთობთ. ის ამერიკაში ცხოვრობს და სერიოზულად ვფიქრობ მასზე, შეყვარებული ვარ და მგონი, ჩემთვის ეს პირველი სიყვარულია. ზოგადად, სიყვარულში მყარი ვარ და ერთგული. მაგარი ეჭვიანი გოგოა, რამდენიმეჯერ „გამიჭედა“ და რომ გავიაზრე, რამდენად რთულია მის გარეშე ცხოვრება, დათმობები ნამდვილად მიღირს და მის გამო აქეთ-იქით სიარული და ფლირტაობებიც კი შევწყვიტე. სხვათა შორის, გოგოს საკითხშიც აგენტივით ვარ – საკმარისია, სოციალურ ქსელში ფოტო დადოს, შევხედო და გითხრათ, როგორია, რას წარმოადგენს. ასე რომ, გოგოს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, რა არის მისი ფასი ვალუტაში.

скачать dle 11.3