კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№18 ფლოატინგის საოცრებები – უნიკალური სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები


გრიგოლეთში მდებარე სპა-სასტუმრო „ვილა რეტას“  ათი წლის  ისტორია აქვს და დამსვენებლების დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. ოთხვარსკვლავიანი ზღვისპირა სასტუმროს ინფრასტრუქტურა, მომსახურების მაღალი სტანდარტი და განსაკუთრებული კომფორტი ყველაზე პრეტენზიული დამსვენებლის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს.   სპა-სასტუმროს დამფუძნებელია ბატონი რევაზ ხონელიძე, პროფესიით ექიმი და ეკონომისტი. ბატონი რევაზი ათეული წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა და  დარგის განვითარებაში აქტიურად  იყო ჩართული,  შესაბამისად, კურორტოლოგია, ცხოვრების ჯანსაღი წესი და  ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა. ალბათ,  ეს ფაქტორიც განაპირობებს, რომ „ვილა რეტა“ იყო  საქართველოში   პირველი სპეციალიზირებული სპა-სასტუმრო, სადაც უნიკალური გამაჯანსაღებელი  პროცედურები დაინერგა. ამ პროცედურებით სარგებლობა წლების განმავლობაში შეეძლოთ როგორც „ვილა რეტას“ დამსვენებლებს, ასევე  რეგიონში  ჩასულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს.  „ვილა რეტა“ ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ინერგება და 1 ივნისიდან ამოქმედდება ფლოატინგის უნიკალური პროცედურები. ფლოატინგი არის ფიტნესი სულისთვის, რომელიც აძლიერებს სხეულს და გვანიჭებს ბედნიერებას. ფლოატინგი შეუცვლელი და უალტერნატივო პროცედურაა ჩვენი ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის,  გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის პრობლემებისა და სხვა პათოლოგიების მოსაგვარებლად. ჩამონათვალი, როდესაც ფლოატ თერაპია საუცხოო ეფექტსა  და შედეგს იძლევა, საკმაოდ ვრცელია. ფლოატინგის უნიკალური სისტემის უპირატესობების შესახებ რევაზ ხონელიძეს გავესაუბრეთ, რადგან სწორედ ბატონი რევაზის სახელთან  არის დაკავშირებული საქართველოში ფლოატინგის დანერგვა.  
– ბატონო რევაზ, იქნებ დეტალურად მოგვიყვეთ, რა არის  ფლოატინგი?
– ფლოატინგი არის სხეულისა და სულის გამაჯანსაღებელი უნიკალური კომპლექსური თერაპია. მისი ისტორია გასული საუკუნის ბოლოს ამერიკაში დაიწყო და დღეს უკვე ძალიან პოპულარულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამერიკის პრესტიჟული უნივერსიტეტების პროფესორებისა და სამედიცინო ასოციაციების  მიერ ჩატარებული მრავალწლიანი კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ფლოატინგს აქვს უნიკალური ეფექტი და უპირატესობა. ეს არის სასიამოვნო და სასარგებლო პროცედურები, შეუცვლელი ეფექტით მრავალი პრობლემის დროს.
– როგორ ტარდება პროცედურა და რაში მდგომარეობს მისი არსი?
– პროცედურის დროს ადამიანს ათავსებენ სპეციალურ დანადგარში – სენსორული დეპრივაციის, ანუ სხვანაირად – ფლოატ კამერაში, რომელიც დიდ აბაზანას ჰგავს და სავსეა მაგნიუმის მარილის ზენაჯერი ხსნარით. ეფექტის გასაძლიერებლად აღნიშნული აბაზანა  იხურება სათავსოში, რომელიც სრულად იზოლირებულია გარე სამყაროსაგან. ამრიგად, სენსორული დეპრივაციის კამერაში იქმნება ინფორმაციით „გაღარიბებული“ გარემო და პაციენტი ტივტივებს მაგნიუმის მარილის ზენაჯერ ხსნარზე. ფლოატ თერაპიის ერთსაათიანი სეანსის განმავლობაში ადამიანის შეგრძნებათა და მიღებული ინფორმაციის გადამამუშავებელ სისტემებს საშუალება ეძლევათ, ეფექტურად განიტვირთონ და გაააქტიურონ აღდგენითი პროცესები; მაგნიუმის ზემოქმედების შედეგად კი
ხდება კუნთების ღრმა რელაქსაცია. ფლოატინგის შემდეგ იხსნება სტრესი, შფოთვა, დეპრესია. განწყობა ხდება მშვიდი, განტვირთვა და კარგი განწყობა სეანსის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.
– როგორია ფლოატ თერაპიის შედეგები?
– ერთ-ერთი მთავარი შედეგი არის სტრესისგან გათავისუფლება, რაც დღეს ყველა ადამიანის მთავარი პრობლემაა, ვისაც ცხოვრების აქტიური წესი აქვს
. ჩვენ ყველანი, სამწუხაროდ, მუდმივ სტრესში ვცხოვრობთ. ფლოატინგის პროცედურის შედეგად ორგანიზმში მცირდება სტრესის ჰორმონები – კორტიზოლი და ადრენალინი, იზრდება ბედნიერების ჰორმონის – ენდორფინების გამომუშავება. დეპრესია და შიში გადადის უკანა პლანზე, ორგანიზმი  თავისუფლდება მავნე ჩვევებისა და ფობიებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის  პრობლემის მოგვარება, რაც  დღეს ბევრ ადამიანს აწუხებს,  ორსაათიანი ფლოატინგი სრულად ცვლის მთელი ღამის ღრმა ძილს, აუმჯობესებს  ქრონიკული დაღლილობის მდგომარეობას. პროცედურების შედეგად ხდება ტვინის მუშაობის სტიმულაცია. მძაფრდება შეგრძნებები, გონება ხდება ნათელი, მნიშვნელოვნად ჩქარდება სწავლების პროცესები. ფლოატინგის პროცედურები ძალიან ეფექტურია ტკივილისგან გასათავისუფლებლად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ადამიანის მდგომარეობა ოსტეოქონდროზის, ართრიტების, ზურგის
ტკივილის, მოტეხილობების, მიგრენის შემთხვევებში.
– აღიარებულია, ფლოატინგის ეფექტური შედეგები  გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების  დროს.
– პროცედურის  დროს იკლებს არტერიული წნევა, ნორმალიზდება გულის რიტმი და პულსი, იკლებს  ინფარქტებისა და ინსულტების შესაძლებლობა, ორგანიზმში უმჯობესდება ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების ცირკულაცია, ძლიერდება იმუნური სისტემა, იზრდება ფიზიკური ენერგიისა და კონცენტრაციის დონე, სუსტდება  კუნთების ქრონიკული ჰიპერტონუსი. ამას გარდა, ფლოატ თერაპია ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. ინგლისური მარილი, რომელიც შედის წყალხსნარის შემადგენლობაში, შესანიშნავად გამოდევნის ჭარბ სითხეს ორგანიზმიდან და ეხმარება, გაწმინდოს ის შლაკებისა და მავნე ნივთიერებებისგან. ფლოატინგს აქვს ანტიცელულიტური  მოქმედება, ამიტომ სეანსის დროს  ხდება კანის მოჭიმვა. ძლიერი მარილხსნარი ეხმარება სისხლის მოძრაობას და ლიმფის სწორად დინებას.

ფლოატინგს ეფექტურად იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისთვის, პროცედურები იწვევს ცელულიტის მნიშვნელოვნად შემცირებას. კანი რბილდება,  სცილდება მკვდარი უჯრედები და ხდება ელასტიკური. ფლოატინგი, ასევე,  სასარგებლო და აუცილებელია უნაყოფობის პრობლემის დასაძლევად, ასევე, ორსულობის პერიოდში – განიტვირთება სახსრები და ხერხემალი, რაც პოზიტიურად მოქმედებს მომავალი დედის  სხეულსა და ემოციურ მდგომარეობაზე.  ფლოატ კამერა არის ეფექტური ინსტრუმენტი წონის კლების პროგრამაში. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ფლოატინგი  იმიტომ არის ეფექტური ჭარბი წონისა და მისდამი მიდრეკილების მკურნალობაში, რომ  ის დადებითად მოქმედებს ენდორფინების გამომუშავებაზე, რაც ამცირებს ნეგატიური სიმპტომების წარმოშობას.  ფლოატინგს წარმატებით იყენებენ ნებისმიერი დამოკიდებულების – ალკოჰოლიზმის, თამბაქოს მოწევის, ნარკომანიის, არაზომიერი კვების, აზარტული თამაშების  დასაძლევად.
– რამდენად ხელმისაწვდომია ეს პროცედურები?
–  ეს პროვედურა ევროპაში საკმაოდ ძვირად ღირებულად ითვლება – მისი საშუალო ფასი 70-80$-ა, ამერიკაში – 80-85$-მდე, რუსეთში 3 000 რუბლის (50$) ფარგლებში მერყეობს. ჩვენი წინასწარი გაანგარიშების შედეგად, გადავწყვიტეთ პირველი 100 პროცედურა 75 ლარად ჩავატაროთ, მომავალშიც არ ვგეგმავთ მის მკვეთრად გაძვირებას, შევეცდებით შევინარჩუნოთ დაბალი ფასი. კამერა უკვე დამონტაჟებულია, ამჟამად მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში გაშვების სამუშაოები, პაციენტებს 1 ივნისიდან მივიღებთ.  
P.S. გამოსცადეთ ფლოატინგის პროცედურების სასწაულები  საკუთარ თავზე!
მსურველების ჩაწერა  დაიწყება 19 მაისიდან.  
გაიჯანსაღეთ სხეული, სული და ცხოვრების წესი!
ფლოატინგი არის თქვენი საიმედო მოკავშირე, როდესაც  თქვენი მიზანი წარმატებაა!  
დეტალური ინფორმაციისთვის და პროცედურების დასაჯავშნად დარეკეთ:  
ტელეფონი: (0493) 250-555;
595-250-555 და 571-250-555.
     მისამართი:
   სოფელი გრიგოლეთი,
   სასტუმრო „ვილა რეტა“.
   დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“!

скачать dle 11.3