კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№18 „გემუანი“ – გემრიელი და ფერადოვანი ქართული ხილის ჩიფსი

ნინო კანდელაკი ინა სიმონია

ქართული ხილისგან დამზადებული ჩიფსის, GEMUANI  CRISP-ის, მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ 2011 წელს შეიქმნა. დღეს მის მფლობელობაშია ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო,  კივის ბაღები, ჩაისა და თხილის პლანტაციები. „გემუანის“ პლანტაციები დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედსა და შავ ზღვას შორის მდებარეობს. „გემუანის“ დაბალ ტემპერატურაზე გამშრალი ზოგიერთი ხილის ჩიფსის მირთმევა დიაბეტიან პაციენტებსაც შეუძლიათ. GEMUANI  CRISP მზადდება საკუთარი და სხვა მწარმოებლებისგან მიღებული ხილით. ის დამზადებულია, ნატურალური, გაყინვით, ვაკუუმში გამომშრალი (სუბლიმირებული) ხილისგან და არ შეიცავს დანამატებს, დამატკბობლებსა და კონსერვანტებს. ეს მსუბუქი, ხრაშუნა და გემრიელი ხილი, „გემუანის“ მარწყვის, ჟოლოს, ნესვის, მოცვის, კივის, მანდარინის, ფორთოხლისა და ატმის  ჩიფსები,  დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მომხმარებელში, რომლებიც  ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევენ.  
  „გემუანის“ პროდუქტის უნიკალურობაზე, დამზადების ტექნოლოგიასა და ბევრ საინტერესო საკითხზე კომპანია „გემუანის“ დირექტორი, გამორჩეულად კრეატიული, შრომისმოყვარე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ქალბატონი – ნონა თორდია გვესაუბრა, რომელმაც თავის დროზე მისთვის არც თუ ისე ნაცნობ სფეროში მოსინჯა ძალები და დიდი შრომა ჩადო, რომ ქართულ ბაზარზე შეექმნა განსხვავებული, უკონკურენტო პროდუქტი, რამაც მომხმარებლის გული მოკლე დროში მოიგო.
ნონა თორდია: ფილოლოგიის ფაკულტეტი საქართველოში დავამთავრე და წავედი მოსკოვში, სადაც სწავლა საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გავაგრძელე. გერმანიაშიც ვისწავლე, გარკვეული პერიოდი ამერიკაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. მოკლედ, მიზანდასახული ვარ და საქმის სწრაფად შესრულება მიყვარს. ბავშვობიდან არქიტექტორობაზე ვფიქრობდი, ჩვენი ახლანდელი ოფისიც ჩემი დაპროექტებულია. 2015 წელს  დავაარსე გადამამუშავებელი საწარმო, რომლის   მიზანია ჯანსაღი საკვების წარმოება. ჩვენი საწარმო სურსათის უვნებლობის აღიარებული უმაღლესი საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.
– მოგვიყევით, როგორ იქმნებოდა, ჯანსაღი, გემრიელი, მომხმარებლისთვის საყვარელი ბრენდი „გემუანი“?
– 2011 წელს კივის მაღალტექნოლოგიური პლანტაცია გავაშენეთ. ვერ გეტყვით, რომ თავიდან ძალიან სერიოზულად ვუყურებდი სოფლის მეურნეობას,
მაშინ ეს ყველაფერი ერთგვარი ჰობი იყო ჩემთვის, მაგრამ მერე მივხვდი, თუ თავად არ ვიქნებოდი საქმეში ჩართული, სხვანაირად არ გამოვიდოდა. საქართველოში მოყვანილი კივი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უტკბილესი და საუკეთესო ხარისხის. დიდი შრომა ჩავდეთ და  სერტიფიცირებაზეც სერიოზულად დავიწყეთ ფიქრი. 2015 წელს ავიღეთ პირველი GLOBAL G.A.P-ის სერტიფიკატი. თანდათან  წინ წავედით და ჩვენ მიერ მოყვანილი ხილის გადამუშავებაზეც დავიწყეთ სერიოზულად ფიქრი. გვესმის, რომ თანამშრომლების გადამზადება და მათ მიერ დაცული სტანდარტები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.  დიდი რესურსი და დრო ჩავდეთ, რათა შეგვექმნა ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც აკმაყოფილებს საუკეთესოდ აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას. ვიცით, რომ უკონკურენტო პროდუქტს განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების შენარჩუნებით შევქმნით.
– IFS სერტიფიკატი მიიღეთ, რაც ძალიან დიდ უპირატესობას გაძლევთ.
– დიახ, წელს მივიღეთ IFS სერტიფიკატი. ეს  ძალიან დიდი მიღწევაა და გვეამაყება. ეს სერტიფიკატი მომწოდებლებიდან დაწყებული, უკვე წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციით დამთავრებული, წარმოების ჯაჭვის ყველა პროცესის ზედმიწევნით ხარისხიანად შესრულების გამო მივიღეთ, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო.  
– ამ სერტიფიკატის მიღებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ და ძლიერ კომპანიებთან ურთიერთობის საშუალება გექნებათ.

– დიდ და ძლიერ საერთაშორისო კომპანიებს თავისი, ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვთ, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე მომწოდებლებთან თანამშრომლობას არ იწყებენ. შესაბამისად, ეს სერტიფიკატი გზას გაგვიკვალავს მათი ნდობის მოპოვებისა და მათთან თანამშრომლობისკენ. ჩვენი პროდუქცია სუფთაა, ყოველგვარი დანამატების გარეშე და მას საკვების მწარმოებელი დიდი კომპანიები თავის პროდუქციაში ინგრედიენტის სახით იყენებენ. – ცნობილია, რომ მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღების პროცესს მკაცრად აკონტროლებთ.
– ეს პროცესი ჩვენთან მართლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება, რადგან ჩვენი პროდუქციის ხარისხი პირდაპირ ნედლეულის ხარისხზეა დამოკიდებული. მომწოდებლებს მუდმივად ვამოწმებთ – თუ ჩვენთან თანამშრომლობა სურთ, მათ ყველა სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა მეთოდით, რა პირობებში მოჰყავთ მოსავალი. ამისთვის შემუშავებული გვაქვს მომწოდებლების შეფასების სისტემა. ვმუშაობთ ფერმერების ცნობიერების ამაღლებაზეც, ვაწვდით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკისა და ჩვენი კომპანიის მოთხოვნების შესახებ.   ვუხსნით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მათი პროდუქციის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
– მოკლედ ავუხსნათ მომხმარებელს მათი საყვარელი პროდუქტის დამზადების ტექნოლოგია.
– ეგრეთ წოდებული, სუბლიმაციური შრობა დღესდღეობით საკვები პროდუქტების დამუშავების ყველაზე უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდია. ეს ტექნოლოგია თავდაპირველად ფარმაცევტიკაში და კოსმონავტებისათვის საკვები რაციონის დასამზადებლად გამოიყენებოდა. ბოლო ხანებში მსოფლიოში ამ ტექნოლოგიის გამოყენება კვების მრეწველობაშიც დაიწყეს. ამ ტექნოლოგიით გამშრალი
ხილი ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98 პროცენტს ინარჩუნებს, ასევე ფორმას, ფერსა და არომატს. სწრაფი გაყინვის შემდეგ ცოცხალი ხილი თავსდება სუბლიმაციის დანადგარში, სადაც დაბალი წნევის ქვეშ (თერმული დამუშავების გარეშე) ხდება პროდუქტიდან 97 პროცენტამდე ყინულის კრისტალების აორთქლება.
– სად არის „გემუანის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელი?
– ამჟამად „გუდვილის“, „აგროჰაბისა“ და „ნიკორას“ სავაჭრო ქსელებში. ვთანამშრომლობთ ღვინის მაღაზიებთან. ასევე, ვთანამშრომლობთ სასტუმროებთან. ვართ ასევე „კავეას“ კინოთეატრების ქსელშიც, როგორც პოპკორნის ჯანმრთელი ალტერნატივა. ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და ბევრს ვმუშაობთ მომხმარებლისთვის ახალ-ახალ მრავალფეროვან შეთავაზებებზე. ველოდებით სპეციალურ შესაფუთ დანადგარს და მალე „გემუანის“ ჩიფსის შეძენა უფრო ეკონომიურ შეფუთვებში შეგეძლებათ.
– რომელ ქვეყნებში გადის „გემუანის“ პროდუქცია ექსპორტის სახით?
– ჩვენი პროდუქცია გავიტანეთ ამერიკაში, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასა და რუსეთში. მალე გავალთ ისრაელისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზეც. IFS-ის სერტიფიკატის მიღების შემდეგ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გამყარდა.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და სამი შვილი, 24-ისა და 16 წლის გოგონები და 17 წლის ვაჟი. მთელი ოჯახი ჩართული ვართ კომპანიის განვითარების პროცესში და, რა თქმა უნდა, მათი მხარდაჭერის გარეშე ძნელი იქნებოდა წარმატების მიღწევა.

скачать dle 11.3