კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 კლინიკა „ჯერარსის“ ნეიროქირურგიული დეპარტამენტის კვალიფიციური ექიმების გუნდი – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

მრავალპროფილური კლინიკა „ჯერარსი“ ინფრასტრუქტურით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კლინიკური და დიაგნოსტიკური კვლევებით უმაღლესი ხარისხის გადაუდებელ დახმარებას, ამბულატორიულ და სტაციონარულ ფართო სპექტრის სამედიცინო სერვისებს მოიცავს.
  კლინიკა სხვადასხვა დარგის საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმების გუნდით დაკომპლექტებული, საქართველოში გამორჩეული სამედიცინო ცენტრია, სადაც ყველა ძირითადი სამედიცინო მიმართულებები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.  
  „ჯერარსის“ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ირაკლი ოთარაშვილი გვესაუბრა თავის ტვინის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე.
– ბატონო ირაკლი, რას გვეტყვით, ზოგადად, კლინიკა „ჯერარსისა“ და ასევე, კერძოდ ნეიროქირურგიის დეპარტამენტის შესახებ.
ირაკლი ოთარაშვილი: ახლად გახსნილი კლინიკა, რომლის ანალოგიც საქართველოს მასშტაბით არ არსებობს, დაპროექტებულია გამოცდილი ქართველი სპეციალისტებისა და ისრაელიდან მოწვეული ექსპერტების მიერ. კლინიკა აშენებულია უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით და დაკომპლექტებულია, 12 საოპერაციო ბლოკით, მათ შორის ორი ანგიოგრაფით. პაციენტებისთვის გათვლილია 208 საწოლი.
  კლინიკა „ჯერარსში“ ხორციელდება ნეიროქირურგიული პათოლოგიების სრული სპექტრის დიაგნოსტირება, ქირურგიული და კონსერვატული მკურნალობა მსოფლიოში არსებული ნეიროქირურგიული სტანდარტების მკაცრი დაცვით, როგორიცაა: თავის ტვინის სიმსივნეები, თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიები, ანევრიზმა, არტერიო-ვენური მალფორმაცია, ჰიდროცეფალია,  სამწვერა ნერვის ნევრალგიის ქირურგიული მკურნალობა, ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა, ხერხემლისა და ზურგის ტვინის პათოლოგიები, ასევე,  სხვადასხვა სახის ქალა-ფუძის რეკონსტრუქციული ჩარევები.
  ნეიროქირურგიული დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს, გერმანიის, რუსეთის წამყვან ნეიროქირურგიულ კლინიკებთან. საოპერაციო აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც საშუალებას იძლევა, ჩატარდეს ნებისმიერი სახის ურთულესი ოპერაცია და მინიმუმამდე შემცირდეს პოსტოპერაციული გართულებების რისკი.
– როგორც ვხედავთ, კლინიკაში ხორციელდება სრული სპექტრის ნეიროქირურგიული პათოლოგიების მკურნალობა, ბატონო ირაკლი,  თუ შეიძლება, დეტალურად ვისაუბროთ თავის ტვინის სიმსივნეებსა და სისხლძარღვოვან პათოლოგიებზე.
– თავის ტვინის სიმსივნეებში ყველაზე მეტად გავრცელებულია გლიური სიმსივნეები.  არსებობს კეთილთვისებიანი დაბალი და მაღალი  ავთვისებიანობის ფორმები, რაც შესაძლოა, გამოვლინდეს ისეთი სახის სიმტომებით, როგორიცაა: თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, საერთო სისუსტე, სმენასთან და მხედველობასთან დაკავშირებული დარღვევები, ეპილეფსიური გულყრითი განტვირთვები, მოტორული დეფიციტი, ფსიქო-ემოციური აშლილობები და სხვა. აღნიშნული სიპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში მიზანშეწონილია ჩატარდეს შემდეგი სახის კვლევები: თავის ტვინის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში მიზანშეწონილია სრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება, მკითხველის ენაზე რომ გითხრათ, ეგრეთ წოდებული, „პეტი“. დაავადება ხშირად ვლინდება 30-დან 60 წლამდე პერიოდში, თუმცა ასევე, ხშირად ვხდებით როგორც ბავშვთა, ასევე ხანდაზმულ ასაკში.
– რას გვეტყვით თავის ტვინის სიმსივნის გამომწვევ რისკ-ფაქტორებზე და რამდენად დიდ როლს ასრულებს გენეტიკა აღნიშნული დაავადების
განვითარებაში?
– დღევანდელ რეალობაში დაავადების განვითარებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს ეკოლოგიურ გარემო ფაქტორებს, ასევე დიდ როლს ასრულებს გენეტიკური ფაქტორი. პაციენტებისგან ხშირად მესმის კითხვები: რამდენად ახდენს გავლენას ნეიროქირურგიული პათოლოგიების ჩამოყალიბებაში ცხოვრების არაჯანსაღი წესი, პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა, არაჯანსაღი ცხოვრების წესი არა მარტო თავის ტვინის სიმსივნეების რისკ-ფაქტორად ითვლება, არამედ უარყოფითად მოქმედებს სრულიად ორგანიზმზე. ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის საწინდარია.
– რა ქირურგიულ მიდგომებს ახორციელებს კლინიკა „ჯერარსი“ ამ  მიმართულებით?
– დღეისთვის თავის ტვინის სიმსივნე განაჩენი არ არის, უმრავლეს შემთხვევაში დიაგნოსტირებული თავის ტვინის სიმსივნეები საჭიროებს მიკრო-ქირურგიულ ამოკვეთას. კლინიკა „ჯერარსი“ აღჭურვილია უახლესი ოპერაციული მიკროსკოპით, ნეირონავიგაციით, ნეიროენდოსკოპიით, რაც საშუალებას იძლევა, მინიმალური განაკვეთით, მცირე ზომის ტრეპანაციით მივაღწიოთ მაქსიმალურ სიზუსტეს, შევამციროთ ტრავმატიზმი და ჰოსპიტალიზაციისა და რეაბილიტაციის პერიოდი.
გლიური სიმსივნეების ამოკვეთის დროს ვიყენებთ ფლუროსკოპიის მეთოდს, როდესაც ხდება სიმსივნური ქსოვილის ნათება ოპერაციული მიკროსკოპის ქვეშ, რაც ზრდის სიმსივნური ქსოვილის მაქსიმალურ ამოკვეთას და ტვინის ჯანმრთელი ქსოვილის შენარჩუნებას.
ოპერაციის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 საათს შეადგენს, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში, შეიძლება 10 საათზე მეტიც გაგრძელდეს.
– ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება, გვესაუბროთ თავის ტვინის სისხლძარღვოვან პათოლოგიებიდან ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე – როგორიცაა ანევრიზმა.
– მინდა გითხრათ, რომ კლინიკა „ჯერარსში“ სრულდება ანევრიზმული ოპერაციების სრული სპექტრი – ანევრიზმის ნეიროქირურგიული ლიპირება და ანევრიზმის ენდოვასკულური ოკლუზია, მარტივად რომ ავხსნათ, ღია და დახურული ოპერაციები.
ანევრიზმა არის სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური გამობერილობა და მისი კედლის გათხელება, როდესაც ხდება კედლის მთლიანობის დარღვევა და სისხლძარღვიდან სისხლის თავის ტვინის სივრცეებში გამოსვლა. ანევრიზმა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა – სიმსივნეებისგან განსხვავებით, თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმები უსიმპტომოდ მიმდინარეობს. როგორც წესი, ამ დაავადებას სოციალურად აქტიურ (35-55 წლის) ასაკში ვხვდებით, მას ინვალიდიზაცია და საკმაოდ მაღალი ლეტალობა ახასიათებს.
კლინიკა „ჯერარსში“ ოპერაციული მიკროსკოპით ანევრიზმის კლიპირების დროს ვიყენებთ ინტრაოპერაციულ ანგიოგრაფიას. ამ დროს პაციენტის ორგანიზმში შეგვყავს პრეპარატი, რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად შეფასდეს ანევრიზმაზე მიკროქირურგიული კლიპსის მდგომარეობა სისხლძარღვთა მიმართებაში, რაც გამორიცხავს პოსტოპერაციული იშემიური გართულებების მაღალ რისკს.
– როგორ ხდება უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადების გამოვლენა და როგორია ანევრიზმის გეგმიური ოპერაციის შედეგები?
– ანევრიზმის გამოსავლენად საჭიროა მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება  სისხლძარღვოვან რეჟიმში, რაც არაინვაზიური გამოკვლევაა, მაგრამ ანევრიზმის ზუსტი ვიზუალიზაციისა და ოპერაციული ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით დღევანდელ დღეს ოქროს სტანდარტად ინვაზიური თავის ტვინის დიგიტალური სუბტრაქციული ანგიოგრაფია მიიჩნევა.
გაუმსკდარი ანევრიზმის აღმოჩენის შემთხვევაში ქირურგიული მკურნალობა გაცილებით მაღალეფექტურია და ძალიან დაბალ პროცენტში გვაქვს  ინვალიდიზაცია და ლეტალური შედეგი. დროულად აღმოჩენილი ანევრიზმის ქირურგიული მკურნალობის დროს, როგორც წესი,  სრულ გამოჯანმრთელებას ვაღწევთ.
საინფორმაციო სამსახური: 2-111-112.
კლინიკა „ჯერარსი“ მდებარეობს: თბილისი, ზღვის უბანი, თემქა, მუხიანის ქუჩა, N2ა.
скачать dle 11.3