კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ იხსნა ნიკო ფიროსმანის რჩევამ ვანო სარაჯიშვილი სასამართლოზე

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გენიალურ ქართველ მომღერალს, საქართველოს ბულბულად წოდებულ ვანო სარაჯიშვილს ოპერის გუნდის სამმა მომღერალმა ათი თუმანი მიაბარა, იმ პირობით, რომ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა, როდესაც სამივე შეიკრიბებოდა და თანხას ერთად მოსთხოვდნენ.
ორი კვირის შემდეგ, ერთ დილას მომღერლებმა ერთ-ერთი ოპერის ლიბრეტოს გამოსართმევად ვანოს შეუარეს. ამ სამთაგან ერთ-ერთი – მაიზერ ზორკინი, მოთამაშე იყო და იმდენი ვალი ჰქონდა, ქალაქიდან გადახვეწას აპირებდა. გადაწყვიტა, მთელი თანხა თვითონ ჩაეგდო ხელში. და კოლეგებს უთხრა: აქ დამელოდეთ, ვანოს ლიბრეტოს მე გამოვართმევო და მესამე სართულზე ავიდა. ვანოს კი უთხრა: ფულის ასაღებად მოვედიო. სარაჯიშვილმა მას პირობა შეახსენა.
– დანარჩენი ორი ქვევით მელოდება. გადავიხედოთ და ჰკითხეო, – მიუგო ზორკინმა.
ვანომ ფანჯარაში გაიხედა და ჩასძახა:
– გამოვატანოო? – რაზეც დადებითი პასუხი მიიღო და ზორკინს ათი თუმანი ჩაუთვალა.
ზორკინი ფულიანად სათადარიგო გასასვლელიდან გაუჩინარდა და სამუდამოდ დატოვა თბილისი. დანარჩენებს კი ლოდინი რომ მობეზრდათ, ვანოსთან ავიდნენ. მან კი უთხრა, ფული გამოვატანეო.
ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ გამწარებული მომღერლები ზარალის ანაზღაურებას სარაჯიშვილს სთხოვდნენ და სასამართლოში უჩივლეს. სამი დღის მერე დაღონებული ვანო სარაჯიშვილი სასამართლოსკენ გაემართა და შუა გზაში ნიკო ფიროსმანი შეხვდა. ნიკალამ შეამჩნია უგუნებობა და დაღონების მიზეზი ჰკითხა. სარაჯიშვილმა დაწვრილებით მოუყვა თავისი გასაჭირი. ფიროსმანმა კი უთხრა:
– ამ საქმიდან რომ გამოგაძვრინო, ერთი ბოთლ ღვინოს, ტილოს და საღებავებს მიყიდიო?
– გიყიდი, – შეჰპირდა სარაჯიშვილი.
– მოსამართლეს უთხარი, რომ ფული შენ გაქვს და მხოლოდ მაშინ გასცემ, თუ მესამესაც მოიყვანენ, რადგან ასეთი პირობა ყოფილაო, – დაარიგა ფიროსმანმა.
დიდი მხატვრის დარიგებამ გაჭრა. სარაჯიშვილი გამართლდა და ფიროსმანს შეპირებული ღვინო, ტილო და საღებავები უყიდა.

скачать dle 11.3