კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 მოგაყენებთ თუ არა რეალურ ზიანს გააზრებულ სიზმარში ნანახი კოშმარი და რა მეთოდებით შეიძლება უსხეულო მდგომარეობის მიღწევა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

„ასტრალში გასვლა“ – გაგიგიათ, არა? მაგრამ, რას ნიშნავს ან როგორ ხდება ეს? – არა მგონია, ბევრმა იცოდეს, თუმცა ყველას კი – აინტერესებს. ოკულტიზმის მიხედვით, არსებობს სამი სამყარო: ასტრალური, სულიერი და ფიზიკური. სულიერის და ფიზიკურის არსებობას თუ ყველა ეთანხმება, ასტრალური მუდმივად დავის საგანია... თუმცა, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ: ასტრალი სულიერისა და მატერიალურის ბმა, სტიქიის მეხუთე ელემენტი – „ეთერი“, ანუ თვალით უხილავი, სულიერი თვისებების მქონე მატერიაა; ასტრალში გასვლა კი საკუთარი სხეულიდან გასვლას ნიშნავსო. თუ როგორ ხდება ეს, ან შეგვიძლია თუ არა, ჩვენც მივიღოთ უსხეულო მდგომარეობა და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამისთვის, – ამ ყველაფერში გაგვარკვევს, ეზოთერიკოსი, ბატონი ბენო ს.
– რა განზომილებაა ასტრალური პროექცია?
– ასტრალური პროექცია ფიზიკური სხეულიდან მისი ნატიფი შემადგენლის გამოყოფაა. ის ხომ ფიზიკურსა და სულიერ სამყაროს შორის გარდამავალი უსხეულო მატერიაა სულიერი თვისებებით... და სწორედ ამ ჰაეროვან, ნატიფ სხეულს ბევრი რამ ძალუძს მას შემდეგ, რაც ფიზიკურ სხეულს გამოეყოფა. მაგალითად, ასტრალში ადამიანს შეუძლია, გავიდეს კედელში, იმოგზაუროს მსოფლიოსა და სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ასტრალური პროექცია შესაძლებლობას გაძლევთ, მოხვდეთ ისეთ ადგილასაც კი, ჩვეულებრივ ყოფაში მიუწვდოემელი რომაა.
– სიზმარშიც ხომ შეიძლება იგივე?
– დიახ, მართლაც არის შემთხვევა, როცა იმდენად ძლიერ ემოციას იწვევს სიზმარში ნანახი, რომ ცხადად შეიგრძნობთ: ყვავილის სურნელს ბუჩქს რომ იმწამს შეაწყვიტე; როგორ გეცლებაა ქვიშა თითებშორის; როგორ ელამუნება ტალღა შენს ტერფებს, ცხვირს კი ზღვაურის საამო არომატი უღიტინებს... რაღა ბევრი გავაგრძელო, გაგახსენდათ, ალბათ, რომ ასეთი ცხადი ანუ, როგორც მას უწოდებენ, გააზრებული სიზმარი, იშვიათად, მაგრამ თქვენც გინახავთ. მაშ, რით განსხვავდება ასტრალი გაცნობიერებული სიზმრისგან? – ასეთი სიზმარი არის საკუთარი თავის შეცნობა ძილში. ანუ, თუ ასტრალი გარე სამყაროში მოგზაურობაა, გააზრებული სიზმარი საშუალებას გაძლევთ, შინაგანი სამყარო მოიაროთ, ახლოს გაეცნოთ საკუთარ ქვეცნობიერს. თუმცა, გააზრებულ სიზმარში თუ კოშმარს ნახავთ, რეალური ზიანი მისგან არ მოგადგებათ. ასტრალში კი, უსხეულო მოგზაური შეიძლება მართლაც გადაეყაროს ხიფათს. საერთოდ, ასტრალური პროექცია, შეიძლება ითქვას, სიზმარში საკუთარი თავის გაცნობიერების შემდგომი საფეხურია. ეს უფრო შორეული მოგზაურობა – შინაგანი, მგრძნობიარე სამყაროდან გარეთ გასვლა, ერთგვარი ფაზაა, რასაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ და ეს შეიძლება იყოს: მოგზაურობა; საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა; ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელსაც სხვა გზით ვერაფრით მოიპოვებდით; შემოქმედებითი საქმიანობა და ასევე, თვითმკურნალობა, ავადმყოფობისშემდგომი რეაბილიტაცია. დაუჯერებელია, არა? – მეც ასე ვფიქრობდი, სანამ ერთი უცნაური ამბავი არ გადამხდა თავს. 16 წლის ვიყავი. სკოლიდან ქალაქგარეთ, ექსკურსიაზე წავედით. ხეობას მივუყვებოდით, სხვებს ცოტათი ჩამოვრჩი და შეშინებულმა, არ გამასწრონ-მეთქი, გავიქეცი. რაღაცას ფეხი წამოვკარი და ხევში დავგორდი... რომ გამოვფხიზლდი, მდინარის ხმა შემომესმა. წამოწევა ვცადე, მაგრამ თითიც ვერ გავატოკე. კარგა ხანს ვიყავი ასე, გაშეშებული. მერე სადღაც განაგონი ამომიტივტივდა გონებაში: ზურგზე დაწოლილი თუ მთელ სხეულს მოადუნებ, ნელ-ნელა შოკიდანაც გამოხვალო. როგორც შევძელი, მოვდუნდი და უცებ ვიგრძენი, როგორ გამოვედი საკუთარი სხუულიდან. წამოვდექი, ოღონდ უხორცოდ და უსხეულოდ, და იქაურობის თვალიერება დავიწყე. ამავე დროს გამოკვეთილად მკაფიოდ ვხედავდი, როგორ ვიწექი ბალახზე, დიდ ქვასთან ახლოს. ისე შემეშინდა, რომ ვერც კი ვიგრძენი, ხელ-ფეხის ქნევა და ყვირილი როგორ დავიწყე. მომენტალურად გაქრა ის მეორე, მოხეტიალე „მე“ და ისევ ჩემში დაბრუნდა.
– ამ განზომილების მიღწევა, ანუ როგორც აღნიშნეთ, ფაზაში შესვლა, ყველას შეუძლია?
– თუ სრულყოფილად შეისწავლით, არის მეთოდები, ნატიფი სამყაროს საიდუმლოებებს რომ გაგიხსნით. რაც შეეხება გავრცელებულ ხმებს დემონებსა და მათგან თავდასხმების შესახებ, ეს უფრო შიშის შედეგია მათთვის, ვინც არაფერი იცის ასტრალურ პროექციასა და გააზრებულ სიზმრებზე. აღნიშნული ფაზიდან მხოლოდ სასიამოვნოს უნდა ელოდე და ასეც იქნება. მაშ, დავიწყოთ: უპირველესად, შეარჩიეთ დრო – ან შუაღამისას გაიღვიძეთ და შემდეგ კვლავ დაწექით დასაძინებლად, ანდა სხეულიდან გასვლისთვის დაძინებამდე მოემზადეთ. მაშ ასე, როგორ გავიდეთ ასტრალში ძილის წინ? – დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ, დაინახოთ რაიმე გამოსახულება. დაათვალიერეთ თქვენ წინ გადაშლილი სურათები და შეეცადეთ, კარგად დააკვირდეთ მათ. ეს სულ რამდენიმე წუთში უნდა მოხდეს, მაგრამ თუ ვერანაირი სურათი ვერ დაინახეთ, გადადით შემდეგ მეთოდზე. ახლა ეცადეთ, თავში ხმაური გაიგოთ და დაუგდეთ ყური, თანდათან როგორ ძლიერდება ის. ზოგს ეს გამოსდის და ხმაურის მატებასთან ერთად, ნებაც უძლიერდება, რასაც მოჰყვება კიდეც სხეულიდან გასვლა. ზოგჯერ ეს ხმაური მუსიკას ემსგავსება, რომელსაც ნატიფი სხეული, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა სამყაროში გადაჰყავს. თუ არც ხმაური გამოგივიდათ, მაშინ შეეცადეთ, საკუთარ სხეულს გარს შემოუაროთ, ეგრეთ წოდებული, ფანტომური რყევით – ამისთვის სხულის ნებისმიერი ნაწილი კუნთების დაუძაბავად უნდა ამოძრაოთ და თანდათან, აპლიტუდაც გაზარდოთ. ნატიფი სხეულის აღსაქმელი მსგავსი მცდელობები თუ წარმატებით დასრულდა, ეს იმ მდგომარეობამდე მიგიყვანთ, რომ მართოთ კიდეც ის. ასევე, შეიძლება, შეეცადოთ, ისე წამოდგეთ, რომ არც იმოძრაოთ, ანუ საწოლიდან ადგეთ, ფიზიკური სხეული კი ზედვე დატოვოთ. ამგვარადვე შეიძლება, სხეულიდან გამოყოფის ეს პროცესი ნებისმიერ სხვა, ფიზიკურ შეგრძნებას „მიაბათ“. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მობილური გიდევთ ხელისგულზე. ცხადად შეიგრძენით ის? – ახლა შეეცადეთ, მთელი ძალით „მიაწვეთ და მოიშოროთ“ ეს შეგრძნება თავიდან. ამ პროცესში კი საწოლიდან წამოდგექით ისე, რომ საკუთარ სხეულს გამოეყოთ. საბოლოოდ, რომელი მეთოდიც წარმატებით დამთავრდა, იმაზე შეჩერდით და იქამდე იმეორეთ, სანამ სხეულთან გაყრას არ მიაღწევთ – რასაც მაშინვე იგრძნობთ. თუმცა, ამის მიღწევა იოლი ნამდვილად არ არის – შეცვალეთ ტექნიკა, ან უკვე არჩეული გაიმეორეთ კვლავ და კვლავ. ცდა ნამდვილად ღირს, ასტრალური სამყარო ხომ უამრავ იდუმალსა და საინტერესო მოვლენას მალავს.
скачать dle 11.3