კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რატომ შემოიჭრნენ ბაღდადზე ლაშქრობის წინ თემურლენგის შვილები საქართველოში

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

1387 წელს, დიდი წვალებით, მაგრამ, კიდევ ერთხელ, მაინც აიღო ტფილისის ციხე თემურლენგმა.
გარშემო ციხეებიც კვლავ დაიმორჩილა კოჭლმა დამპყრობელმა. ჯარი რამდენიმე ნაწილად გაყო და შეუსია აღმოსავლეთ საქართველოს. ციხეებში ხორასნელები ჩააყენა. ეკლესიები და საცხოვრებელი სახლები გადაწვეს და დაანგრიეს.
  ზოგი დიდებული იძულებით ეახლა დამპყრობელს და მორჩილება გამოუცხადა. მათ შორის იყო ქართლელი დიდებული ჯანიბეგი.
მთავარ მიზანს ვერ მიაღწია თემურმა, ვერ შეიპყრო გიორგი მეშვიდე, ჩვენი ხელმწიფე. გამწარებული აიყარა და ყარაბაღში დაბრუნდა, სადაც მთავარი ბანაკი ჰქონდა გაშლილი, საქართველოში შემოჭრის წინ. ვერ მოისვენა და სარდლები, ხოჯა შიხალი და ამირჯანშა ისევ გამოაგზავნა საქართველოს სარბევად. თან, დავალებაც მისცა, ქართველთა მეფე შეიპყარით და მომგვარეთო.
მაგრამ ვერ შეძლეს მეფის შეპყრობა, არც არავინ გასცა მეფე.
  გავიდა დრო. გიორგი მეფემ ისარგებლა ლენგის ინდოეთში ლაშქრობით და ნახჭევანში შეიჭრა. თან ახლდა შაქის მმართველი და სხვა კავკასიელები. იქ, ალინჯას ციხეში გამაგრებულიყო უფლისწული თაჰერი, ჯალაირიანთა სასულთნოს დინასტიის წარმომადგენელი, აჰმად ჯალაირის ძე – თემურლენგის მტრის ვაჟი. ციხე ალყაში ჰყავდათ თემურლენგის ჯარებს, რომელთაც თემურის ვაჟი, მიჰრან-შაჰი ხელმძღვანელობდა. ციხის გარშემო ჩაკეტილი იყო გზები და უტევდნენ ციხეს. ვეღარავინ შედიოდა ციხეში. ჩვენი ხელმწიფე თავს დაესხა ალინჯას ციხესთან დაბანაკებულ ლენგის ჯარს, სასტიკად დაამარცხა და თაჰერ უფლისწული გაათავისუფლა. მერე დამპყრობლები განდევნა ნახჭევნიდან. შეატყობინეს ამის შესახებ თავრიზში მყოფ მირან-შაჰს. მან ჯარი გამოაგზავნა ჩვენი წინაპრების წინააღმდეგ. ლენგის ჯარს, გამოცდილ სარდლებთან ერთად,  მირან-შაჰის ვაჟი, აბუბაქრ მირზა ხელმძღვანელობდა. ბრძოლაში ჩვენმა წინაპრებმა გაიმარჯვეს და გააქციეს მტერი.
უფლისწულმა თაჰერმა ჩვენს სამშობლოს შეაფარა თავი. თაჰერ ჯალაირი გახდა ჩვენი მეფის მრჩეველი და თანამებრძოლი. მასზე ქართული სამეფო კარი იმედებს ამყარებდა, როგორც თემურლენგის წინააღმდეგ მაჰმადიანების შემოსაკრებად გამოსადეგ პიროვნებაზე. მთავარი კი ის იყო, რომ თაჰერი ჩვენი სტუმარი გახლდათ, ჩვენს სამშობლოში თავშეფარებული.
1399 წელს, როცა თემურლენგი ინდოეთიდან სამარყანდში დაბრუნდა, ალინჯას ციხის ამბავი დაახვედრეს, გადაწყვიტა ლენგმა, საქართველო კვლავ დაესაჯა.  
  მეფე გიორგი მეშვიდემ მოინდომა, დაზავებით დრო მოეგო და დაემშვიდებინა ქვეყანა. ეს ამბავი გაიგო უფლისწულმა თაჰერმა და უშლიდა მეფეს, მაგას ნუ იზამ, მოგატყუებს ლენგიო. მეფემ არ უსმინა, ელჩი გაუგზავნა თემურლენგს და შეუთვალა: „მოვალ და დაგემორჩილები, ვყოთ მშვიდობა და მოგცემ ხარკსო“.
  თემურლენგს გაუხარდა მეფე გიორგის ელჩის მისვლა და ჩვენი ხელმწიფის წერილი. გამოაგზავნა მეფის მოციქული უკან და შემოუთვალა ჩვენს მეფეს: „თუ მეახლები და შემომირიგდები, ყველა დანაშაულს გაპატიებ, რაც ჩაგიდენია ჩემს წინააღმდეგო“.
თუმცა, ხვდებოდა ლენგი თემური, რომ ქართველთა მეფის ნდობა არ შეიძლებოდა. არ გატყდებოდა მეფე გიორგი, არ ეახლებოდა დამპყრობელს ქედმოდრეკილი, მით უმეტეს, იცოდა მეფემ, ლენგი მასაც მოსთხოვდა მაჰმადიანობის მიღებას, როგორც მოსთხოვა მეფე გიორგის მამას, ბაგრატ მეფეს.
სიკვდილის არ ეშინოდა მეფე გიორგის. არამედ, ახალი ბრძოლებისთვის ემზადებოდა. ცდილობდა მოსავლის აღება მოესწრო ხალხს, გადამალვა და დაბინავება.
  არ ენდო ლენგ თემური ქართველთა მეფეს. აიყარა და გამოემართა საქართველოსკენ. შევიდა სამცხეში. სამცხის მთავარზე, ივანეზე იყო გაბრაზებული, რადგან, ივანე ათაბაგი მეფე გიორგის ერთგული იყო. თემურს მეფე გიორგისთან ბრძოლა რომ მოუხდა, ივანე მეფის მხარეს იყო და მისმა ნაწილებმა დიდი ზიანიც მიაყენეს ლენგის ჯარებს.
  შეიჭრა ზემო ქართლში, ანუ სამცხეში და ააოხრა ქვეყანა, ამოწყვიტა მრავალი ადამიანი, დააღვია ეკლესიები, დაამსხვრია ხატები და ჯვრები. ვინც შეიპყრეს, ყველას მოსთხოვა მაჰმადის რჯულზე გადასვლა. ვინც არ დათანხმდა, დაახოცვინა. ვინც დამორჩილდა, არ ენდო მაინც და თან წაიყვანა ტყვედ.
გამოემართა სამცხიდან და ჩადგა მანგლისში. ორი თვე გაჩერდა იქ. ეახლნენ მას საქართველოს სასაზღვრო რაიონებთან მოსახლე მაჰმადიანები და შესჩივლეს, როცა შენ სადმე ხარ სალაშქროდ, ქართველები გვავიწროვებენო. თემურლენგმა უხმო თავის ერთ-ერთ სარდალს, ამირ შიხ ნურადინს და უბრძანა, საქართველოში გამოლაშქრება. ორი დღის შემდეგ კი სხვა სარდალიც გამოაგზავნა მის მისაშველებლად, დიდი ჯარით.
ჩვენი წინაპრები გააფთრებით შეებრძოლნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ. თუმცა, თათრებმა ტყვე ვერ აიყვანეს. მოაოხრეს გარშემო სოფლები, აიღეს ციხეები და უკან გაბრუნდნენ.
  თემურლენგს მოუვიდა საფრანგეთის მეფის ელჩი –კეისრის ვაჟი ჰყავდათ შეპყრობილი. შეეცოდა ლენგ თემურს მშვენიერი ჭაბუკი, საჩუქრები მისცა, უბოძა სამეფო სამოსი და სამშობლოში გაუშვა.
ორი თვის შემდეგ აიყარა მანგლისიდან ჯარით თემურლენგი და მივიდა არაგვის ხეობაში. შევიდა, აიღო სიმაგრეები. ააოხრა და დაწვა ნაგებობები, მაგრამ ადამიანები ვერ მოიხელთა, ვერ დაატყვევა – მთებში იყვნენ დამალულნი და პარტიზანული ომით დიდი ზიანი მიაყენეს მომხვდურებს. და წავიდა არაგვის ხეობიდან კოჭლი დამპყრობელი.
  გავიდა თუ არა თემურლენგი საქართველოდან, გიორგი მეფემ კვლავ დაამყარა კონტროლი თავის სამეფოზე. ეს რომ შეიტყო ლენგმა, „წარმოავლინა ძე თვისი სულტან უსეინ, ფირ მაჰმად ამირ შიხი, აბუბექირ და თავადთა მისთაგანი ჯანშა და თემურ ხაჯა აღბუღა, სეიდ ხაჯა, შიხ ალის შვილი, და სხუანი მრავალნი თავადნი და სპანი ურიცხუნი. და წარმოვიდნენ, მოვიდნენ და მოადგნენ ერინჯაგსა, რომელ არს ციხე, არამეთუ მას ჟამსა ეპყრა იგი მეფესა ქართლისასა.“ კარგა ხანს ალყაში ჰყავდათ ციხე თათრებს. ვერ გაუძლეს ციხის დამცველებმა და დანებდნენ. დატყვევებული ციხისთავი და უფროსი მეციხოვნე გააგზავნეს თემურლენგთან.
 თემურლენგის შვილები კი ქართლში შემოვიდნენ და მანგლისს მიადგნენ.
გიორგი მეფემ ისევ მშვიდობა ითხოვა. გაუგზავნა მოციქული საქართველოში შემოჭრილებს და მამასთან შუამდგომლობა სთხოვა. თემურლენგის შვილებმა   მამას შეატყობინეს ქართველთა მეფის თხოვნის შესახებ. თემურლენგმა ისმინა მეფის თხოვნა და შემოუთვალა შვილებს, უკან დაბრუნებულიყვნენ. ისინიც გაემგზავრნენ ჩვენი ქვეყნიდან.
წავიდნენ თემურლენგის შვილები და აიღეს ბაღდადი. მაინც არ მივიდა მეფე გიორგი თემურლენგთან.

скачать dle 11.3