კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ვიცი, რომ ლუდი თმისთვის ძალიან კარგია და დაბანის დროს ხშირად ვივლებ. ახლა კი გავარკვიე, რომ კვერცხი, ბანანი და თაფლიც კარგი ყოფილა და როგორ მოვამზადო მათგან თმის ნიღაბი?
პასუხი:  ლუდის, თაფლისა და ბანანის თმის ნიღაბი, რომელიც მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს და თმის ღერებსაც აძლიერებს, კვირაში ერთხელ უნდა გაიკეთოთ. ამისთვის დაგჭირდებათ: 1 კვერცხი, 1 მწიფე ბანანი, 1 სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა ლუდი. ჯამში დასრისეთ ბანანი და დაამატეთ 1 კვერცხი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. დაუმატეთ თაფლი და ლუდი და ისევ კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა თმაზე დაიდეთ და თავის კანი 5 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. შემდეგ დაიხურეთ აბაზანის ქუდი ერთი საათი გაიჩერეთ და დაიბანეთ. ბანანი შეიცავს კალიუმს და A, C და E ვიტამინებს, რაც აუცილებელია ძლიერი და ჯანმრთელი თმისთვის. კვერცხი შეიცავს ცილას, რომელიც დიდ როლს ასრულებს თმის ღერის ზრდაში და ბრწყინვალებას ანიჭებს მას. ლუდი შეიცავს B ვიტამინს, რომელიც ასქელებს თმის სტრუქტურას. თაფლი კი, ატენიანებს და არბილებს თმას.
კითხვა: კოსმეტიკური მიზნით ასკილის ზეთის გამოყენება კონკრეტულად რას შველის?
პასუხი: ასკილის ზეთი, მასში შემავალი კომპონენტების დამსახურებით, აფერხებს ნაოჭების გაჩენას, ამცირებს უკვე წარმოქმნილს, კანს ხდის მეტად მკვრივსა და ელასტიკურს. ამის გარდა, ეს ზეთი ფართოდ გამოიყენება კანის პიგმენტაციის შესამცირებლად და კოსმეტიკური დეფექტების აღსადგენად. არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილი და მოდუნებული, მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის. შეიძლება, წაისვათ თვალების ირგვლივაც. აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედებას და ავიწროებს ფორებს, თუმცა, კანის ცხიმიანობისა და გამონაყრის შემთხვევაში, მისი სუფთა სახით გამოყენება რეკომენდებული არ არის. თვალების ირგვლივ არსებულ ნაზ, თხელ კანზე შეიძლება, წაისვათ როგორც დამოუკიდებლად, ასევე განუსაზღვრელი რაოდენობით შეურიოთ ნებისმიერ მალამოს, რომელსაც თვალების ირგვლივ იყენებთ. ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტს რომ მივაღწიოთ, ზეთის წასმა აუცილებელია თითების ბალიშების მსუბუქი დარტყმებით. მშრალი, მოდუნებული სახის კანისთვის ასკილის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ როგორც სუფთა სახით, გაუზავებლად, ასევე, დაუმატოთ მზა მალამოებს. კომბინირებული კანის შემთხვევაში, ზეთს ისვამთ მხოლოდ კანის მშრალ მონაკვეთებზე (ტუჩების ირგვლივ, ლოყაზე) და არიდებთ შუბლს, ცხვირსა და ნიკაპს. დეფექტების შემთხვევაში კი საჭიროა, ასკილის ზეთში დასველებული მარლის საფენების დადება კანის დაზიანებულ ადგილებზე 25-30 წუთის განმავლობაში, 2-3 ჯერ დღეში. ასკილის ზეთი, ასევე, გამოიყენება, სახის  მასაჟისთვის: 1 ჩაის კოვზი ასკილის ზეთი დაუმატეთ ლოსიონებს, გამწმენდ საშუალებებს, ნიღბებს, ტუჩის საცხებს, რომლებიც განკუთვნილია მშრალი, მობერებული კანისთვის.


скачать dle 11.3