კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ უნდა შევაჩეროთ კანის ნაადრევი დაბერების პროცესი

ნინო კანდელაკი ანი რევია

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმი დაბერების პროცესს იწყებს. ამ დროს, ყველაზე მეტად კანის პრობლემები იჩენს თავს. დაბერებასთან დაკავშირებული კანის ნეგატიური შედეგები რომ აიცილოთ, კვებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ასაკთან ერთად, უარესდება საკვების გადამუშავება და შეწოვა, ეს კი პირდაპირ კანზე აისახება, ხდება ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტება, ვითარდება ყაბზობა და B და K ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა. ამიტომ აუცილებელია, საჭირო რაოდენობის ცილების, ვიტამინების, მიკროელემენტებისა და უჯრედისის მიღება.
  ყველაზე აქტიური ანტიოქსიდანტები, რომლებიც კანს ნაადრევი დაბერებისგან იცავს, A, C და E ვიტამინებია, ასევე, სელენი, გოგირდი, მაგნიუმი, ფლავონოიდები, ლიკოპინი, ლიტეინი. მათ შესავსებად, ხშირად უნდა მიირთვათ მოცხარი, ჟოლო, ალუბალი, კაკალი, ვაშლი, ციტრუსები, გარგარი, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, სტაფილო, ჭარხალი, ნიორი, ხახვი, მცენარეული ზეთი, ბოლოკი.
  თაფლი ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სრულყოფილი პროდუქტია. ის შეიცავს ანტიდამჟანგავებს და ფლავონოიდებს, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარდა ამისა, თაფლი ბუნებრივი დამატენიანებელია, ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან. შეიცავს ორგანიზმიდან ტოქსინების გამომდევნ ანტიოქსიდანტებს. ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი კი წითელ, ნარინჯისფერ, ლურჯ და მუქი ფერის ხილსა და ბოსტნეულშია, ასევე, მწვანე ჩაიში.
  ბანანი მდიდარია კალიუმითა და მაგნიუმით, ანუ ნივთიერებებით, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი რელაქსანტები. გარდა ამისა, შეიცავს ამინომჟავა ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას.
კვერცხი, უცხიმო ხაჭო, უცხიმო ქათმის ხორცი ცილით მდიდარი პროდუქტებია. ისინი, ეხმარებიან ორგანიზმს მჟავიანობის შემცირებაში.  
შვრია მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და კალიუმით, ანუ ნივთიერებებით, რომლებიც კანზე დადებითად მოქმედებს და ჯანსაღ ძილს უწყობს ხელს.
  ნუში მდიდარია ცილებით და მაგნიუმით, რომელიც ორგანიზმს „აცოცხლებს“ და ასევე, მის დამშვიდებას უზრუნველყოფს. ის კარგია ტონუსის ასამაღლებლად და ნაადრევად გაჩენილი ნაოჭების შესაჩერებლად.
რძე კალციუმის ბუნებრივი წყაროა, რომელიც მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. დალიეთ ძილის წინ ჭიქა რძე, ერთი კოვზი თაფლით.
ალუბალი  მელატონინის წარმოქმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გზაა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმისთვის და კანზეც დადებით ეფექტს ახდენს.
  მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, ენერგეტიკულ სასმელებს, კვებით დანამატებს, სიგარეტსა და ცხიმიან საკვებს, თუ გსურთ, სიბერემდე თქვენმა კანმა ჯანსაღი ელფერი შეინარჩუნოს და ნაოჭებისგანაც დაზღვეული იყოთ.
скачать dle 11.3