კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 9 აპრილს. სიყვარულში არ მიმართლებს. გოგონების მიმართ, ცოტა პრეტენზიული და მომთხოვნი ვარ. გთხოვთ მირჩიოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან ვიქნები ბედნიერი და თუ შეიძლება, ამიხსნათ ჩემი პრეტენზიულობის მიზეზი.
პასუხი: ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ვერძები კი ძალიან პრეტენზიულები არიან სასიყვარულო პარტნიორების მიმართ. თუ პარტნიორი ვერ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ვერ არის კარგი დიასახლისი, კარგი გარეგნობის და ასე შემდეგ, ცხადია, თქვენ ქვეცნობიერად უგულვებელყობთ მას. თუმცა, თუ რამეს მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ. აქედან გამომდინარე, უნდა შეძლოთ და თქვენი მოთხოვნილებები ცოტათი შეარბილოთ. ძალიან ძნელია თქვენს ასაკში ხასიათის შეცვლა. სასიყვარულო პარტნიორებიდან კი კარგია თქვენთვის ურთიერთობა შემდეგი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან: ვერძთან, ტყუპებთან, მერწყულთან, მშვილდოსანთან. მოერიდეთ ურთიერთობას ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, რათა პრობლემებს აარიდოთ თავი. ასევე, არა უშავს ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან ურთიერთობასაც, რადგან ის კარგი დიასახლისია და შარმიც გააჩნია.
კითხვა: დავიბადე 1975 წლის 16 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი: ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ამიტომ, კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან. მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ასტროლოგიური ქვებიდან კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, ყაირათიანად დახარჯავთ ფულს, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. ასევე, იყავით მიზანდასახული, რომ შეგეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით. აუცილებლად უნდა იყოთ დიპლომატიური, ურთიერთობების დროს კი – დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვეთ. იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები. სადაც საჭიროა, იმოქმედეთ  და გამოიყენეთ იმპროვიზაციის უნარი. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.
კითხვა: დავიბადე 1974 წლის 15 დეკემბერს, 16 საათსა და 30 წუთზე. დავიწყე მუშაობა სახელმწიფო სამსახურში. გთხოვთ მიპასუხოთ, წარმატებული იქნება თუ არა ჩემი კარიერა ამ სფეროში და რაზე გავამახვილო ყურადღება ჩემს ხასიათში?
პასუხი: თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების, იმავდროულად, დემოკრატი. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ იქნებით მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, შეძლებთ, საკუთარი საიდუმლოს დაცვას, მაშინ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ. სამსახურში დაიმკვიდრეთ თქვენი ადგილი, დაიკავეთ პოზიციები, რათა შემდგომ წელს უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ.

скачать dle 11.3