კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ „დაეჯახა“ ბერიას გამო მარშალი როკოსოვსკი მარშალ ჟუკოვს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერიას ვერაგული მკვლელობიდან და ხრუშჩოვის მიერ მოწყობილი ფალსიფიცირებული სასამართლოდან 66 წლის შემდეგაც კი არ წყდება ლაპარაკი ბერიას „მავნებლობასა და ღალატზე“, რომელსაც ის თითქოსდა, საბჭოთა სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ სჩადიოდა, რისგანაც სინამდვილე რადიკალურად განსხვავდება...
  ისტორიკოსი ტერენტი ზელენცოვი წერს: „ვის ვის და ლავრენტი ბერიას ნამდვილად არასოდეს უღალატია არც ქვეყნისთვის და არც ხალხისთვის. ხრუშჩოვს ეს ანტიფიარი ბერიას სახელის გასაშავებლად და საკუთარი დანაშაულის დასაფარავად დასჭირდა. სისხლიანი დანაშაული კი ხრუშჩოვს გაპირველკაცებამდე  და შემდეგაც იმდენი ჰქონდა, რომ მათ ჩამოთვლას ტომები დასჭირდება. რაც თავად იყო ხრუშჩოვი, ეს ყველაფერი ბერიას გადააბრალა, არადა ხრუშჩოვს ქვეყნისა და ხალხის წინაშე იმის მემილიონედი სიკეთეც კი არ გაუკეთებია, რაც ლავრენტი ბერიას. მეტიც, მას ხრუშჩოვის დაბეზღებითა და ბოროტი ძალისხმევის შედეგად დაპატიმრებული და სიკვდილმისჯილი არაერთი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. მარტო მარშალი კონსტანტინე როკოსოვსკი რად ღირს, რომელიც ეგრეთ წოდებული, ხრუშჩოვის „უკრაინულ სიაში“ ფიგურირებდა, როგორც სამხედრო მავნებელი და სტალინს მის დახვრეტას სთავაზობდა. ბელადმა სიას დახვრეტის ვიზა არ მისცა. თუმცა მომავალი სახელოვანი მარშალი ციხეში გამოამწყვდიეს და იქ საშინელ პირობებში ამყოფებდნენ. რომ არა ბერია, არა მარტო როკოსოვსკი, არამედ მრავალი სხვა მომავალში გამოჩენილი ადამიანი ვეღარ იხილავდა დღის სინათლეს და ციხის ჯურღმულების დასახვრეტ ოთახებში ამოხდებოდათ სული... დადგა რა ბერია შინაგან საქმეთა მინისტრად, ერთ-ერთი პირველი მისი ბრძანება ის იყო, რომ თავის თანამშრომლებს საპყრობილეებში გამომწყვდეული ადამიანების სტატისტიკა შეედგინათ და დაწვრილებითი ინფორმაცია მიეწოდინებინათ. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. აღმოჩნდა, რომ სამშობლოს ღალატისა და მავნებლობის ბრალდებით, ციხეში იყვნენ ყოვლად უდანაშაულო მეცნიერები და სამხედროები, რომლებსაც აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღოთ ქვეყნის მშენებლობაში. მათი შესაძლებლობებიდან კი მხოლოდ ფიზიკურ ძალას იყენებდნენ და საუკეთესო მეცნიერ-ინჟინრებს თუ ოფიცრებს უსახელო სიკვდილი ელოდათ. ბერიას ეს ყველაფერი კარგად გააზრებული ჰქონდა და სტალინთან მოხსენებით შევიდა. სამი საათი ელაპარაკა ბელადს. დაუმტკიცა, რომ ამ ადამიანების გარეთ გამოშვება გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანდა ქვეყანას, ვიდრე ციხეში ჯდომა და თავისას მიაღწია. სტალინმა ბერია განსაკუთრებული უფლებამოსილებით აღჭურვა და უფლება მისცა, ციხიდან ხალხი გაეთავისუფლებინა. ბერიამ ეს უფლება სრულად გამოიყენა და 1939-1940 წლებში ასეულ ათასობით ის ადამიანი გამოუშვა ციხეებიდან, ვინც შემდგომ  ქვეყნისთვის სამხედრო და შრომით გამარჯვებებს „სჭედდნენ“. ამ ხალხმა საბჭოთა მეცნიერება და არმია 50 პროცენტით შეავსეს და ეს სტატისტიკა ბევრზე მეტყველებს... სხვათა შორის, დიდად საგულისხმო, ფართოდ გაუხმაურებელი ფაქტია ის, რომ როდესაც როკოსოვსკიმ ბერიას დაპატიმრების (სინამდვილეში ბერია უკვე მოკლული იყო) ფაქტი შეიტყო, ჟუკოვთან დაპირისპირება მოუწია. ბერიას ყოფილი თანაშემწე, ტიტე კალანდია ყვებოდა: „ბერიას გამო ბევრი ჭირ-ვარამი გადავიტანე. ჯერ იყო და როდესაც ის მოკლეს (ვითომ დააპატიმრეს და ასამართლებდნენ), პროკურატურაში მარბენინეს. ამას, როგორც იქნა, გადავურჩი. მე პროფესიით ეკონომისტი ვარ. სამსახურში აღმადგინეს და 1954 წელს პოლონეთში მომიწია მუშაობა. იმ წლებში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე როკოსოვსკი იყო. მას მე ადრეც ვიცნობდი, რადგან ბერიას ხშირად სტუმრობდა. როკოსოვსკი ბერიამ სიკვდილს გადაარჩინა, პირადად სტალინის წინაშე თავდებში ჩაუდგა და ციხიდან გამოაშვებინა. როკოსოვსკი ამის გამო დიდად მადლიერი იყო ბერიასი და მომენტს არ უშვებდა, რომ ეს მადლიერება არ გამოეხატა. ერთი სიტყვით, როკოსოვსკის პოლონეთში შევხვდი. მან თავის სახლში დამპატიჟა და როდესაც „ორიოდე“ ჭიქა დავლიეთ და ცოტა „შეხურდა“, მომიყვა, თუ როგორ „დაეჯახა“ ჟუკოვს. კონსტანტინე კონსტანტინოვიჩის თქმით, როგორც კი ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ბერია ხალხის მტერი იყო, როკოსოვსკი პირადი თვთიმფრინავით ვარშავიდან მოსკოვში ჩაფრინდა. ჟუკოვს პირდაპირ თავდაცვის სამინისტროში „მიეჭრა“და ბერიას გამო განმარტება მოსთხოვა.
– ხალხის მტერია და ჯაშუში, – მისთვის ჩვეული სალდაფონური უხეშობით „აუხსნია“ ჟუკოვს ბერიას დაპატიმრება. როკოსოვსკის კი უთქვამს:
– რას ბოდავ, გიორგი კონსტანტინოვიჩ, რომ არა ბერია, არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და ციხეში ამომხდებოდა სული და არც შენ. განა არ გახსოვს, როგორ გიხსნა ლავრენტი პავლოვიჩმა სტალინის რისხვისგან, როცა ატომური ბომბის დამზადების დროს ფიზიკოსები უხეშობისა და უდიერობისთვის გიჩიოდნენ?
ერთი სიტყვით, ეს ორი მარშალი ერთმანეთს წაეკიდნენ. საქმე ლამის სროლამდეც კი მივიდა და ბოლოს ჟუკოვს უთქვამს:
– დამშვიდდი, შენს სიცხარეს აზრი აღარ აქვს. ბერია უკვე მკვდარიაო.
ლავრენტი ბერიაზე საუკეთესო მოგონებები აკავშირებდა სერგეი პავლოვიჩ კოროლიოვსაც და ეს უდიდესი საბჭოთა სარაკეტო კონსტრუქტორი ბერიას უმადლოდა როგორც გადარჩენას (ციხიდან გამოყვანას), ასევე საბჭოთა სარაკეტო ტექნიკის განვითარებასაც... სწორედ ბერიამ ჩაუყარა საფუძველი საბჭოთა კოსმოსურ წარმოებას, მთლიანად კოსმონავტიკას და ხრუშჩოვმა რომ დაიბრალა, ასე არაა საქმე. არსებობს გამოთქმა: შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო და ეს ბერიას სრულიად მიესადაგება. საბჭოთა პარტიული ელიტის ბნელმა ჯგუფმა ქართველი გენიოსი ვერ იგუა. ის ვერაგულად მოკლეს და ყველა საბჭოთა ცოდვა მას გადააბრალეს.“

скачать dle 11.3