კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ექიმის რჩევები

კითხვა: ორსულობის 27-ე კვირაზე მქონდა წითელა, შედარებით იოლ ფორმებში და მალე გადავიტანე, თუმცა ვიწექი ინფექციურში... ვიმშობიარე და გავაჩინე სრულიად ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ახლა 5 თვისაა. წითელას ასეთი გავრცელების გამო ცოტა შევშინდი. შეიძლება, ბავშვი ცოტა მაინც იყოს დაცული იმით, რომ ორსულობაში მე მქონდა წითელა? ანუ გადაიტანდა ბავშვიც? თუ როგორ?
პასუხი: რადგან თქვენ გაქვთ წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი, ერთი წლის ასაკამდე ბავშვი დაცული იქნება მუცლად ყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული ანტისხეულების საშუალებით.
კითხვა: ვარ 34 წლის. მაწუხებს ენის წვა და მწიწკნის სამი თვეა. ვიზუალურად არაფერი ეტყობა, ხანდახან ქაფიანი ნერწყვი მაქვს. მაქვს გასტრიტი, დუოდენიტი. ანალიზებით გემოგლობინი ნორმაშია, მაგრამ რკინა მაქვს ძალიან დაბალი – 2.2. ვიყავი სტომატოლოგთანაც და ვფიქრობ, გლოსალგია გაქვსო. იკურნება ეს დაავადება თუ არაფერი მეშველება? ასევე, მაქვს დეპრესიაც ხანდახან მგონია, ჭკუიდან გადავდივარ, ეს ენის წვა კიდევ სულ ბოლოს მიღებს. მირჩიეთ, რომელი პროფილის ექიმი მკურნალობს – ნერვოლოგი თუ გასტროენტეროლოგი?
პასუხი: თქვენ გაქვთ რკინადეფიციტური ანემიიის ლატენტური ფორმა, ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა რკინის მარაგი და სატრანსპორტო რკინა შემცირებულია და ნორმალურია ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლები (რაზეც თქვენ მიუთითებთ); სწორედ რკინადეფიციტურ ანემიას ახასიათებს გლოსიტი, წითელი ფერის, შეშუპებული, მტკივნეული ენა, ენის წვა და არა მხოლოდ ეს სიმპტომები (დამახასიათებელია გემოვნების გაუკუღმართება – ცარცის, მიწის, უმი ხორცის ფარშის ჭამის სურვილი. ხშირია აცეტონის, ბენზინის და სხვა მსგავსი სუნების მიმართ უჩვეულო მიდრეკილებაც, მადის დაქვეითება, ყლაპვის გაძნელება, შეკრულობა ან დიარეა... გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის ერთ-ერთი არის კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, ამიტომ, პირველ რიგში, პროფესიონალ გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ვარ 20 წლის, არასოდეს მქონია მენსტრუაცია, ერთი წვეთიც კი. როგორც ვიცი, ეს ამენორეაა. ვცდილობ, წონა არ გამექცეს, არც ჭარბთმიანობას ვუჩივი, მკერდის ზომაც და ყველაფერი ნორმალური მაქვს, თავსაც კარგად და მხნედ ვგრძნობ. მაინტერესებს, სამომავლოდ რა შეიძლება, გამოიწვიოოს ამან?  
პასუხი: ამენორეის გარდაუვალი შედეგი უნაყოფობაა, სხვა შესაძლო გართულებები დამოკიდებულია ამენორეის გამომწვევ მიზეზსა და თანმხლებ პათოლოგიებზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3