კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 როგორ მოვუაროთ თავს ართრიტის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ართრიტით დაავადებულებს, მით უფრო დაავადების გამწვავების ფაზაში, განსაკუთრებული კვება სჭირდებათ. არსებობს სახსრებისთვის სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც შემადგენელ კომპონენტთა წყალობით აცხრობს ანთებით პროცესს და ამსუბუქებს დაავადების მიმდინარეობას:
ორაგული – ჩემპიონია იმეგა-3 მჟავების შემცველობით. სწორედ ეს მჟავებია აუცილებელი სახსრებისთვის. უფრო კონკრეტულად,  სახსრებში ანთების ჩასაცხრობად. გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით სასარგებლოა ზღვაში დაჭერილი თევზი, ის, რომელიც ველურ პირობებში გაიზარდა. ხელოვნურად მომრავლებული, მართალია, ასევე, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით. ორაგული მდიდარია აგრეთვე, D3 ვიტამინით, რომელიც შეუცვლელია ძვლებისთვის.
ნუში – მდიდარია E ვიტამინით. მისი რეგულარულად მიღება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სასახსრე ჩანთაზე. განამტკიცებს მას, აუმჯობესებს მყესების ტროფიკასა და ფუნქციას. ვიტამინი E იცავს სახსარს მავნე რადიკალების ზემოქმედებისგან. თუ ადამიანს ნუშზე ალერგია აღენიშნება, შეუძლია, ის მზესუმზირით ან მიწის თხილით (არაქისით) ჩაანაცვლოს.
ვაშლი – ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. მოგეხსენებათ, კოლაგენი სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენელი ძირითადი ნაწილია. ართრიტის დროს სწორედ კოლაგენის დაშლა-ღრვევა მიმდინარეობს. მისი მარაგის შესავსებად აუცილებელია ყოვედღიურად შესაბამისი პროდუქტების, მათ შორის ვაშლის მიღება. ვაშლში კოლაგენი არ არის, სამაგიეროდ დიდი რაოდენობითაა კვერცეტინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაში. იმისთვის, რომ ეს სასარგებლო კომპონენტი სრული მოცულობითა და მთელი სრულფასოვნებით მოხვდეს ორგანიზმში, კანგაუცლელი და თერმულად დაუმუშავებელი ვაშლი უნდა მიირთვათ.
შავი ლობიო – სხვა პარკოსნებისგან განსხვავებით, უხვად შეიცავს COX-2 ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია სახსრებში მიმდინარე ანთებითი პროცესის ჩაცხრომაზე. გარდა ამისა, სწორედ, ლობიოს დასახელებული ჯიში შეიცავს დიდი რაოდენობით იმ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არ აძლევენ მავნე რადიკალებს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რღვევის საშუალებას.
ფოთლოვანი კომბოსტო – ძვლებისათვის აუცილებელი კალციუმით არის მდიდარი. ბევრს ჰგონია, რომ კალციუმის შესათვისებლად მხოლოდ რძე და ხაჭო უნდა მიირთვას. სინამდვილეში საკვებ რაციონში კომბოსტოს რეგულარულად ჩართვა ასევე ავსებს ორგანიზმს აღნიშნული ელემენტით. გარდა ამისა, ორგანიზმი მარაგდება სპილენძით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის ფორმირებისთვის და მანგანუმით, რომელიც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენისათვის საჭირო ფერმენტების გამომუშავებას.
ბროკოლი – განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვნებისთვის. მათ ხომ სისხლში დაქვეითებული აქვთ სულფორაფანის (სახსრების ხრტილოვანი ქსოვილის დამაზიანებელ რადიკალებთან მებრძოლი ნივთიერება) დონე. ისიც საყურადღებოა, რომ ბროკოლი ადამიანის ორგანიზმს ავსებს კალციუმით, A და C ვიტამინებით.
გარდა ამისა:
1. რადიკულიტისა და ართრიტის გამწვავების დროს ორთქლის აბაზანაზე გაათბეთ 30 გრამი თაფლი, დაუმატეთ 3 გრამი მდოგვი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა შეიზილეთ წელის არეში, ზემოდან შემოიჭირეთ სელის ქსოვილი, შემოიხვიეთ მატყლის მოსასხამი და გაიჩერეთ 15-30 წუთამდე. როგორც კი წვა და უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება, კარგად ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ, წელი კი ისევ დაითბუნეთ.
2. 100 გრამი ბოლოკის წვენში გავხსნათ 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი, დავამატოთ 50 მილილიტრი წაბლის თაფლი და სპირტზე დამზადებული 50 მილილიტრი გულყვითელას ნაყენი. კარგად ავურიოთ ართრიტის გამწვავების დროს და მტკივნეულ ადგილებში შევიზილოთ.
3.10 ცალი ცხენისწაბლას ნაყოფი დაფქვით, დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და 30 მილილიტრი ქაფურის ზეთი. კარგად აურიეთ და შეიზილეთ მტკივნეულ ადგილზე. დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შეიკარით მატყლის მოსასხამით. გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
скачать dle 11.3