კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 ენდრო სამკურნალოდაც გამოიყენება

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ენდრო შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან – ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45°C-ზე ან ჩრდილში. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია.
კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ენდროს ფესვები საკმაოდ ეფექტურია თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. მას ასევე ოფლმდენი, შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება აქვს. ენდროს საფუძველზე დამზადეულ წამლებს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლის, ყაბზობის, ენურეზის (ღამით შარდის შეუკავებლობა), პოდაგრისა და პოლიართრიტის დროს.
ხალხურ მედიცინაში ენდროს ფესურის ნაყენით მკურნალობენ ელენთის ანთებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მას იყენებენ დამხმარე საშუალებად ძვლის ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის დროს.
მეხსიერების დაქვეითებისა და სიყვითლის დროს რეკომენდებულია ფესურის ფხვნილისა და თაფლის ნარევის მიღება.
ენდროზე დამზადებულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულებისა და დერმატომიკოზების სამკურნალოდ. ფესურის ნახარშს კანის კიბოს სამკურნალოდაც იყენებენ.
ნაყენი: 200 მილილიტრი გამოხდილი წყალი გააცხელეთ 80-85 გრადუსამდე, ჩაყარეთ მასში 20 გრამი მშრალი ფესვი, დააყოვნეთ 2-3 საათით და გაწურეთ. მიღებული ნაყენი მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ 75 მილიგრამის ოდენობით. აღნიშნული პრეპარატი შეუცვლელია შარდმდენი გზების დაავადებების დროს.
ნახარში კომპრესებისთვის: 10 გრამ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 100 მილილიტრი წყალი და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 10-15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. ასე მომზადებული ნახარში არეგულირებს ეპიდერმისის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მისი გამოყენება შეიძლება ასევე რევმატიზმის, პოდაგრისა და პოლიართრიტის დროს. აღნიშნული ნახარში მიიღება ჭამის წინ, დილით და საღამოს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.
ენდროს ექსტრაქტი: ექსტრაქტით მკურნალობა ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, საშარდე გზების ინფექციისა და სხვა დაავადებების დროს. პრეპარატი შარდს წითელ შეფერილობას აძლევს, ეს ნორმალური მოვლენაა. ხოლო თუ შარდი ძალიან კაშკაშა წითელი გახდა, ენდროს ექსტრაქტის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.
ენდროს ფესვის ახალგამოწურული წვენის მიღება კარგია რაქიტისა და დისმენორეას (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.
ენდროზე დამზადებული პრეპარატების უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები:
ენდროზე დამზადებული პრეპატარების ჭარბი დოზირების შემთხვევაში, შესაძლოა, წარმოიშვას ტკივილი და გამწვავდეს ქრონიკული უროლოგიური დაავადებები.
ზოგჯერ ენდროს წვენი კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებასა და კუჭის წვენის მჟავიანობის გაზრდას იწვევს. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, წყლულის, გასტრიტისა და თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, ასევე, 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
скачать dle 11.3