კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უფალი გვმოძღვრავს: „შეიყვარე მტერი შენი!“ როგორ უნდა გავიგოთ ეს მოწოდება? როგორ შევიყვაროთ უფლის, სამშობლოს, მოყვასის მტერი?
პასუხი: სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თვალი დახუჭო და უპირობოდ გიყვარდეს. შესაძლოა, მამას უყვარდეს თავისი შვილი და თან სჯიდეს კიდეც დამსახურებისამებრ. ქრისტიანული სიყვარული არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მივუტევოთ და უკეთურება წავახალისოთ. ქრისტიანული სიყვარული მომთხოვნელობაცაა.
კითხვა: სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც უფალს ვთხოვთ, დასაჯოს ჩვენი შეურაცხმყოფელები?
პასუხი: ასეთი სურვილით უფალს არ უნდა მიმართოთ. ნუ უსურვებთ სხვას იმას, რასაც საკუთარი თავისთვის არ ისურვებდით. რაც უნდა მოხდეს, უფლის განგებულებას მიენდეთ, მან უკეთ უწყის ყოველივე.
კითხვა: თუ ვერ ვახერხებთ ტაძარში წასვლას, შეცვლის თუ არა სახლში წაკითხული ლოცვები წირვა-ლოცვის ლოცვებს?
პასუხი: საეკლესიო ლოცვებს ვერანაირი სხვა ლოცვები ვერ შეცვლის. თუ ფიზიკურ უძლურებაში არ იმყოფებით, შეეცადეთ, ყველა საქმე გადადოთ და მიახერხოთ ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე დასწრება.
კითხვა: ძალიან ბევრი ფილმია შექმნილი რელიგიურ თემაზე, რომლებსაც განსაკუთრებით საეკლესიო დღესასწაულებზე უჩვენებენ ტელევიზიით. უნდა ვუყუროთ თუ არა ასეთ ფილმებს?
პასუხი: მათი ყურება არ გეკრძალებათ, თუმცა აჯობებს, იკითხოთ სახარება, წმიდა მამათა გადმოცემები და ჭეშმარიტებას ასე უფრო შეიცნობთ.
კითხვა: აუცილებელია თუ არა დილისა და საღამოს ლოცვების წაკითხვა?
პასუხი: დილისა და საღამოს ლოცვების წაკითხვა ყოველი მორწმუნისთვის აუცილებელია. ეს ლოცვები სულს ამშვიდებს, ხიფათისგან იცავს ადამიანს და რაც მთავარია, უფალთან აახლოებს მას. განსაკუთრებით დაუშვებელია ლოცვების წაუკითხაობა სიზარმაცის გამო. ლოცვების შემოკლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეგიძლიათ. ამ ლოცვების წაკითხვა ისევე აუცილებელია ქრისტიანისთვის, როგორც ხელ-პირის დაბანა, ამიტომ, ეცადეთ ცხოვრების წესად გაიხადოთ და ლოცვები ყოველ დილა-საღამოს წაიკითხოთ.
კითხვა: ხალხური გადმოცემით, საფლავის გაფართოება შეიძლება, ახლობლის გარდაცვალების მიზეზი გახდეს. როგორ უყურებს ამ საკითხს მართლმადიდებლური ეკლესია?
პასუხი: ეს გადმოცემა, რა თქმა უნდა, ცრურწმენაა. ხშირად  ხალხში გავრცელებული ესა თუ ის აზრი არანაირ კავშირში არ არის სარწმუნოებასთან, ადამიანები კი ისეთ ფაქტებს უფრო აქცევენ ყურადღებას, რაც არასწორია. ყოველი ადამიანისა და მისი ოჯახის ბედნიერება დამოკიდებულია მის რწმენაზე და არა ამგვარ დეტალებზე.


скачать dle 11.3