კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№18 რისი დამალვა უნდა შეძლოს ცოლმა ქმრისგან და რისთვის არის ეს აუცილებელი

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე


ოჯახში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ურთიერთობა რომ ჰარმონიული იყოს და წყვილმა ერთმანეთს გაუგოს, აუცილებელია, ორივემ იცოდეს კომპრომისის ხელოვნება. ასევე მნიშვნელოვანია, ცოლმა დაარეგულიროს და დააბალანსოს „სიმართლის კოეფიციენტი“ – ანუ, განსაზღვროს, როდის არ თქვას სიმართლე ან რა დოზით თქვას. იქნებ ზოგი ფიქრობს, ცოლ-ქმარს შორის გულახდილობას პრიორიტეტი ენიჭებაო, მაგრამ ზედმეტი გულახდილობა ზოგჯერ ურთიერთობას ანგრევს.
მარიკა (37 წლის): ძალიან გვიან მივხვდი იმ ჭეშმარიტებას, რასაც დიპლომატიის ხელოვნება ჰქვია. წესით, ოჯახი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც არც თამაში გჭირდება, არც „ფორმაში“ ყოფნა და არც რაღაცის მტკიცება.
– რა თქმა უნდა. სწორედ ამაშია ოჯახის უპირატესობა.
– დიახ, მაგრამ რეალობა რომ სხვანაირია? თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცოლ-ქმარს შორის ჰარმონიული ურთიერთობისთვის მხოლოდ სიყვარული და ერთად ყოფნის სურვილია საკმარისი, მწარედ ცდება. როგორც კი ამის იმედი გექნება, ეგრევე ასცდები რეალობას და მწარედ ინანებ. კიდევ მინდა ვისაუბრო ნდობასა და გულახდილობაზე.
– ნდობა და გულახდილობა ხომ ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია.
– დიახ, ასე ვიცით. მაგრამ იმაზე არავინ საუბრობს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ენაზე კბილის  დროულად დაჭერას. მაგალითად, რამდენმა ცოლმა იცის, რა უნდა დამალოს ქმრისგან.
– ანუ იმას ამბობთ, რომ ცოლს ქმრისგან საიდუმლოებები უნდა ჰქონდეს?
– საიდუმლო ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ყველაფერი რომ არ უნდა უთხრას, ფაქტია. დავაკონკრეტებ: ქალი უნდა იყოს ჭკვიანი. ანუ, ზუსტად უნდა იცოდეს, როდის გაჩუმდეს, როდის ილაპარაკოს. ჩემი კონკრეტული მაგალითით ვიტყვი: ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი. არც მას ვძულვარ.
– „არც მას ვძულვარ“ – ეს ნიშნავს, რომ მის სიყვარულში დარწმუნებული არ ხართ?
– ასეც ვერ ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ვუყვარვარ. თუმცა, ეს სიყვარული საკმარისი არ არის, რომ სრულიად ვენდობი და მან კი უსიტყვოდ გამიგოს. ზოგადად, მე არ მგონია, არსებობდეს მამაკაცი, რომელსაც ქალის გაგება შეეძლოს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ გვინდა.
– ქმარს თუ არ ენდობი, თუ შენს თანამოაზრედ არ მიგაჩნია, მასთან როგორ უნდა იცხოვრო?
– მე არ ვამბობ, რომ თანამოაზრედ არ უნდა მიგაჩნდეს. მაგრამ არის რაღაცები, რაც მას უნდა დაუმალო, თუ გინდა, რომ ოჯახში ბედნიერება და სიმშვიდე შეინარჩუნო. არც ეს არის მარტივი და ცოტა მსახიობური ნიჭი აუცილებლად გჭირდება. რის „დამალვაზე“ ვლაპარაკობ? იმ ქალური, გენდერული „წვრილმანების“, რომლებსაც ის საჭირო მომენტში ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს.
– რას გულისხმობთ?
– დავიწყოთ იმით, რომ კაცებს ყველაფერზე საკუთარი შეხედულება აქვთ: ერთგულებაზე, ღალატზე, ქალისა და კაცის მეგობრობაზე, ჭორებზე, სიყვარულზე, ფულზე, ურთიერთობებზე. შეიძლება, შენ მიგაჩნდეს, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯი სწორია, მაგრამ ქმარმა კატასტროფად ჩაგითვალოს. ისე აღმოჩნდები სრულ გაუგებრობაში, თავადაც ვერ მიხვდები. მაგალითად, შენ მოუყევი ქმარს, როგორ გაერთო შენი დაქალი, ქმრის არყოფნაში ან უცხოეთში ყოფნისას. როგორ გგონია, ის ამას როგორ აღიქვამს? – რომ შენც შეგიძლია იგივეს გაკეთება და დაიძაბება. გადავა ჩასაფრებულის პოზიციაში. ეჭვის თვალით დაგიწყებს ყურებას და საეჭვოა, მარტო სადმე გაგიშვას.
– ასე მძიმედაც არ უნდა იყოს საქმე.
– ზუსტად ასეა. იმ თქვენს დაქალს არასასურველი სტუმრის იარლიყი გარანტირებული აქვს. თუ მასთან მეგობრობას გააგრძელებთ, ქმარს ეს არ მოეწონება, დიდი შანსია, ამის ნიადაგზე კონფლიქტები მოგიმრავლდეთ. კი არ გეტყვით, რის გამო გეჩხუბებათ, უბრალოდ, ყველა წვრილმანზე აგიხირდებათ, შარს მოგდებთ და ვერ მიხვდებით, რა არის ჩხუბის ჭეშმარიტი მიზეზი. მეორე და მთავარი – რაც ასევე უნდა დაუმალო ქმარს – ეს არის შენი ჭეშმარიტი სურვილები. უფრო გასაგებად რომ ავხსნა – ქალები ბევრ რამეს „ვატრიალებთ“ თავში და გულში, რაღაც სტერეოტიპებს ვქმნით, რაღაც გეგმებს ვაწყობთ, ვიღაცის ქმარი და ცხოვრება საკუთარზე მეტად მოგვწონს... საკმარისია, ამ ყველაფერზე ქმართან გულახდილი საუბარი დაიწყო, რომ სამუდამოდ გაიმწარებ ცხოვრებას. შეიძლება, ქმარმა მაშინვე არაფერი თქვას, მაგრამ ამას აუცილებლად თავისებურად „გადახარშავს“. იფიქრებს და უკან ცუდად დაგიბრუნებს. შენი შთაბეჭდილების  ქმრისთვის ალალად გაზიარება სრულიად ზედმეტია. მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ ამას. საკუთარ თავზე ვიგემე „ართქმის“ ოქროს პრინციპის დარღვევის შედეგები. საკმაოდ მძიმე იყო, მერწმუნეთ... ჭკვიანი უნდა იყო, თუ გინდა, ცოლქმრულ ურთიერთობაში ჰარმონიულობა შეინარჩუნო. თორემ ბევრჯერ ინანებ და იტყვი, რა მალაპარაკებდაო. მითია, რომ ქმართან რაც უფრო გახსნილი ხარ, მით მყარი იქნება თქვენი კავშირი. თუ ამ სტერეოტიპს მიჰყვები, აუცილებლად შეგექმნება პრობლემები.
– თქვენ ამტკიცებთ, რომ ქმართან გულახდილი საუბარი ანგრევს ოჯახურ ბედნიერებას?
– არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, გიზიარებთ იმას, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე. დღემდე ვეღარ ვუცვლი ქმარს  იმ შთაბეჭდილებას, რაც ზედმეტი გულახდილობით ჩემზე შევუქმენი. ახლა შეცდომების გასწორებაზე ვმუშაობ.

скачать dle 11.3