კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ შეარჩიეს გიგა ჭიკაძე და მისი ქალიშვილი ცნობილი შოუსთვის და როგორ იღებენ 9 წლის ნიტას „ჰოლივუდის“ ფილმებში

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

კიკბოქსინგში არაერთგზის ჩემპიონი გიგა ჭიკაძე და მისი 9 წლის გოგონა, ნიტა ჭიკაძე  Amazon prime video–თვის გადაიღეს. „ჰანნა“ ასე ეწოდება შოუს, რომელიც ცნობილი ფილმის – „ჰანნას“, შთაგონებით შეიქმნა. გადაცემის მეშვეობით გადმოსცემენ ისტორიებს რეალური ცხოვრებიდან, რომლებიც მამა–შვილის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე გვიამბობს. სწორედ ამ კუთხით შეარჩიეს გიგა და ნიტა ვიდეორგოლისთვის, რომელმაც გაამართლა და იმაზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდებოდნენ. ქართველი ჰანნა, იგივე ნიტა, მტკიცე ხასიათის, არაორდინარული პატარა გოგონაა, რომელსაც მამა ყველაფერში მხარს უჭერს და მიზნის მიღწევაში ეხმარება.
– უფრო დაწვრილებით მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდით „ამაზონ პრაიმის“ ობიექტივში.
გიგა ჭიკაძე:  „ჰანნა“ არის „ამაზონ პრაიმის“ ახალი ტელეშოუ. ალბათ, ყველას გახსოვთ ფილმი „ჰანნა“, რომელიც იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ „ამაზონმა“ გადაწყვიტა, იმავე ისტორიაზე დაყრდნობით სატელევიზიო სერიები გადაეღო. ეს არის ექსტრაორდინარული გოგოს თავგადასავალი, რომელსაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მამასთან. შოუს დაწყებამდე „ამაზონმა“ რეალურ ისტორიაზე თრილერი მოამზადა. ეძებდენენ არაორდინარულ პატარა გოგოს, განსაკუთრებული ხასიათით, რომელსაც მამა მხარს უჭერს და ეხმარება საკუთარი მიზნების მიღწევაში. ნიტას მტკიცე ხასითი აქვს. ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც თავად თვლის საჭიროდ და რაც თავად მოსწონს.  რთულად ექცევა თანატოლების ზეგავლენის ქვეშ. ზუსტად მისმა ხასიათმა მოხიბლა „ამაზონის“ ჯგუფი ინტერვიუს დროს. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო – ასობით კანდიდატს შორის ჩვენზე გააკეთეს არჩევანი.  არც ასეთ გამოხმაურებას ველოდით. უამრავი ადამიანი გვიკავშირდება. „ჰანას“ მარკეტინგული ჯგუფი „აგრესიულად“ მუშაობს – ყველგან მათი რეკლამა მხვდება: ქუჩებში, ბილბორდებზე, სოციალურ მედიაში, ტელევიზიაში, ჟურნალებში.
– ნიტა თავად იპოვეს? როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება?
– ნიტას აგენტი დაეკონტაქტა ჩემს მეუღლეს, თან იცოდა ჩვენი ოჯახის შესახებ და შემოგვთავაზა, ქასთინგში მიგვეღო მონაწილეობა, შემდეგ „სკაიპის“ საშუალებით გავიარეთ ქასთინგი, თან გავუგზავნეთ რამდენიმე ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგ დიდი სიხარულით დაგვიკავშირდნენ და მონაწილეობის მიღება შემოგვთავაზეს.
– როგორც ჩანს, ნიტას მწვრთნელი თავად ხარ. თავად ნიტას იდეა იყო, ვარჯიში რომ დაეწყო თუ უფრო შენი ინიციატივა?
– არც ნიტას და არც მე არ მინდა, რომ კიკბოქსიორი გამოვიდეს. მისი სურვილია მსახიობობა და ჩვენც მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. უბრალოდ, ვთვლი, გოგოებმაც უნდა იცოდნენ საკუთარი თავის დაცვა, ისევე, როგორც ბიჭებმა. გოგოებსაც შეუძლიათ წარმატებულები იყვნენ ისეთ ძალისმიერ სპორტის სახეობაში, როგორიცაა კიკბოქსი, ბრძოლა წესების გარეშე და ასე შემდეგ. ჩვენ ნიტას ყოველთვის ვასწავლით და საკუთარი ცხოვრებითაც ვაჩვენებთ, რომ ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მიუხედავად სქესის, ასაკის, წარმოშობის და განსხვავებული აზრისა.
– როგორ ფიქრობ, შენმა კარიერამ გავლენა იქონია ნიტაზე? ძალისმიერ სპორტს სერიოზულად რომ მოჰკიდოს ხელი და სპორტული ცხოვრება აირჩიოს, თანახმა იქნები?
– ჩემი შვილები ხშირად დამყავს სავარჯიშო დარბაზში. ალბათ, ნიტაზეც და მაქსიმეზეც ჩემი გავლენა, ამ მხრივ, იგრძნობა. ორივეს ძალიან კარგი მონაცემები აქვთ. გამოვიდნენ კარგი სპორტსმენები, მე არასოდეს მივიღებ მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას. ჩვენ მათ ყოველთვის დავუჭერთ მხარს.
– როგორია მამა-შვილის ვარჯიშის პროცესი?
– არასოდეს ვაძალებ ნიტას, ივარჯიშოს. პირველ რიგში, მინდა, ამით გაერთოს. როცა ვავარჯიშებ, ჩემი თავი მახსენდება. ზოგადად, ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ორივე ემოციურები ვართ და გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძვით.
– რას ფიქრობს  მეუღლე? მხარს უჭერს თქვენს წამოწყებას?
– მეუღლე ძალიან აქტიურადაა  ჩართული ნიტას კარიერაში. ვთვლი, რომ უკვე ბევრ აგენტზე მეტ ინფორმაციას ფლობს და ძალიან კარგად ართმევს თავს. მიუხედავად მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ნიტას გადაღებები მისთვის ისეთი ჰობი გახდა, რომ ლამის სრულად ნიტას მენეჯერობაზე გადაერთოს (იცინის). დედა-შვილი კვირის განმავლობაში ძალიან ბევრ ქასთინგს გადიან „ჰოლივუდში“. ცოტა ხნის წინ ნიტამ სამოდელო სააგენტო ZURI-სთან გააფორმა კონტრაქტი და თამუნას ძალისხმევამ ამაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
– თავად ყურადღებას მიჩვეული ხარ. ნიტას თუ მოსწონს პოპულარობა? „ჰოლივუდი“ ახსენე, კიდევ რა გადაღებებში მიიღო მონაწილეობა?
– ნიტა ფიქრობს, რომ მას თავის მიმდევრები უკვე ჰყავს და ამ როლს ძალიან კარგად ირგებს (იცინის). მეუბნება ხოლმე, შენ ჩემს ასაკში საერთოდ ვინ გიცნობდა, მე კი უკვე რამდენი ადამიანი მიცნობსო. „ჰოლივუდის“ ბევრ გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რამდენიმე ფილმში მთავარ როლსაც ასრულებს. ერთ-ერთი ფილმის გადაღება დასრულებულია, მაგრამ მონტაჟი ჯერ არ დამთავრებულა და მთელი ოჯახი სულმოუთქმელად ველოდებით ფილმის, სახელად MIA-ს გამოსვლას. თავის ასაკთან შედარებით, ნიტა ძალიან დაკავებულია, სკოლის შემდეგ თითქმის ყოველდღე უწევს ქათინგებზე სიარული. ზოგჯერ დღის განმავლობაში 3-4 ქასთინგი აქვს სხვადასხვა ლოკაციაზე.
– რა ხდება ამ ეტაპზე შენს კარიერაში?
– ჩემი სპორტული კარიერა ეტაპობრივად წინ მიდის, ცოტა ხნის წინ კიკბოქსინგს ჩამოვშორდი და სრულიად ჩავერთე „შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში“,  რასაც ჩვენ „ბრძოლა წესების გარეშეს“ ვეძახით. ამ მხრივ, მკაცრ რეჟიმში ვარ და მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ვემზადები. დღის განმავლობაში 3–4 ვარჯიში მიწევს. დიდი ალბათობით, ბრძოლა ივნისში ლას–ვეგასში შედგება.
– სილვესტერ სტალონესთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
– სტალონესთან შეხვედრა ნამდვილად მოულოდნელი იყო. ლოს–ანჯელესში ერთ–ერთ გალერეაში გაიმართა ძალიან ცნობილი ქართველი ხელოვანის, თეა ჯორჯაძის გამოფენა, სადაც ბევრ ქართველ მეგობართან ერთად ვიყავი მისული. სტალონეს გარდა იქ ბევრი ცნობადი სახე იყო. ალბათ, აღსანიშნავია ისიც, რომ სილვესტერ სტალონე შერეული საბრძოლო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის UFC–ის მცირე წილის მეპატრონეა. ძალიან უშუალო ადამიანია და იმ საღამოს ყველა მსურველთან სურათიც გადაიღო. მცირე საუბარიც გვქონდა, სადაც ჩემი ბავშვობის გმირმა, ROCKY–მ, წარმატებები მისურვა სპორტულ კარიერაში.
– რატომ ჩაანაცვლე კიკბოქსინგი ბრძოლა წესების გარეშეთი?
– მიმაჩნია, რომ კიკბოქსინგში მიზანი დავკარგე, ჩემი კარიერა კარატეში ვარჯიშით დავიწყე, მიზნად ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონობა მქონდა, ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ჩემს თავს ახალი გამოწვევა, კიკბოქსინგი გავუჩინე, მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ კი ბრძოლა წესების გარეშე გამოჩნდა და ამ სპორტსაც მსოფლიოს ჩემპიონობის გარეშე არ დავტოვებ.

скачать dle 11.3