კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რა დაგეგმა დალი ჩიტალაძემ ტარიელ სუართან ერთად ია ფარულავასგან მალულად და რა „მაფიოზური“ დაჯგუფება აქვთ მათ

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

30 მარტს დალი ჩიტალაძეს დაბადების დღე ჰქონდა.  დალისთვის დაბადების დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ძალიან უყვარს აღნიშვნა, მაგრამ წელს არ აპირებდა. ამიტომ მეგობრებმა, ია ფარულავამ და კრისტი ყიფშიძემ, სიურპრიზი მოუწყვეს და დაბადების დღეზე ისეთი გლამურული და ბრჭყვიალა დღესასწაული მოუწყვეს, როგორც დალის შეეფერება.
დალი ჩიტალაძე: ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე. სულ მაშაყირებდნენ, რა გიხარია, ქალო, წლები გემატებაო. ცხოვრება წინ მიდის, თუ გაჩერდი, მაშინ დაბერდები. მიმაჩნია, რომ სიბერე ღვთის წყალობაა. საშუალება რომ გაქვს, ყველაფერი ნახო, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის. არ მინდა ამქვეყნიდან ისე წავიდე, რომ რაღაც-რაღაცები ვერ მოვასწრო.
– მეგობრებმა როგორ მოგიწყვეს დაბადების დღე?
– წელს გრანდიოზული დაბადების დღის საშუალება არ მქონდა, ამიტომ ვაპირებდი სახლში გამეკეთებინა. მთელი კვირა ვამბობდი კიდეც. დაბადების დღის წინა დღეს მითხრეს, საჩუქრის ყიდვას გვირჩევნია და გადავწყვიტეთ, რომ გლამურული დაბადების დღე მოგიწყოთო. ია ფარულავა და კრისტი ყიფშიძე მივიდნენ ამ რესტორანში, შეუკვეთეს მაგიდა, მენიუ, ყველასთან თვითონ გააკეთეს ორგანიზება – აბა, შენ მოდიხარ... შეკრიბეს ფული, დაატრიალეს ამბები და ასე გამომივიდა ლამაზი და გლამურული დაბადების დღე. თურმე იმ დილით აპირებდნენ თქმას, მაგრამ ბავშვობის მეგობარი მყავს ხათუნა მაჩაბელი, ექიმი ოფთალმოლოგია და მას უთქვამს: წინა დღეს უთხარით, თორემ ეს დილით რომ გაიღვიძებს, დაიწყებს ცომების მომზადებას, იქ – შუ, იქ – კრემების შეზელას და ცოდვაა, დაანებეთ თავი, ვერ მოასწრებს მომზადებასო და ამიტომ მითხრეს წინა დღეს. ტრდიციული სუფრა იყო, გემრიელი საჭმელებით, თამადა არ გვყავდა, ყველა იმას ამბობდა, ვის რა უნდოდა. ჩემი მეგობარი ყვებოდა ჩემზე რაღაცებს, დაგვხოცა სიცილით – ამბობდა: დალის სამოთხის კარი ღია დახვდება. ეშმაკის მოგონილი ხომ არის ფული და დალი არის ფულის პირველი მტერი. ერთი წუთით არ აჭაჭანებს ჯიბეში ფულს, თუ რამე აქვს, ყველაფერს ხარჯავსო. მერე წამოყო თავი ნინო კუზანოვამ, მეც ასეთი ვარო. გოგო, შენ ყოველთვის გაქვს ჩანთაში ერთი ბრილიანტი ჩაგდებული, რომ მოგშივდეს, იცი, რომ იმ ბრილიანტს გაყიდი და შეჭამ და ეს არაფერს იტოვებსო. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს. მე არ ვეჭვიანობ მეგობრებზე – ამასთან რატომ მეგობრობ, იმასთან რატომ მეგობრობ... ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ. უპრობლემო ადამიანი ვარ. ყველამ იცის, მე თუ ვინმესთან ვიმეგობრებ, ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდება. დაბადების დღეს რომ ვიხდი, მიყვარს, სივრცეს რომ ვხურავ. აქ ასე არ იყო, მაგრამ სიურპრიზი იყო, რომ ანრიმ დაბადების დღეზე ტორტთან მიმღერა და ძალიან ბედნიერი ვიყავი.
– ვისი დიზაინით შეკერილი კაბა გეცვათ?
– დათუნა სულიკაშვილთან ვიყავი, რომ ვნახე იმ კაბის „მატერია“, ვთქვი, რა ვქნა, დაბადების დღეს გადავიხდი თუ არ გადავიხდი, ახალი კაბა მინდა-მეთქი. ასეთი ტრადიცია მაქვს, რომ ყოველ დაბადების დღეზე ახალი კაბა უნდა მეცვას. დათუნამ იცის ჩემი სიგიჟეები, იცოდა, რომ მომწონდა „მატერია“ და ეს კაბა შემიკერა.
– მეუღლემ რა გაჩუქათ?
– მეუღლე ორი დღე რაღაცას ფუსფუსებდა, ვერ გავიგე რაში იყო საქმე და მერე მომიტანა საათი. მე არ მიყვარს ისეთი საჩუქარი, რომელსაც ადამიანი ვერ გამოიყენებს. თუ შერჩევას ვერ ვახერხებ, ვცდილობ ვაჩუქო სასაჩუქრე ბარათი და ის ადამიანი თვითონ იყიდის სუნამო უნდა თუ სხვა რამ. მე, მაგალითად, ოცდაორი წელიწადია, მხოლოდ ერთ სუნამოს ვხმარობ, ამიტომ ჩემთვის სხვა სუნამოების ჩუქებას აზრი არ აქვს. ყველა ქალს თავისი სურნელი უნდა ჰქონდეს, სუნამოც უნდა ახასიათებდეს. ეს ყველგან იციან და სადაც მივდივარ, გამოვდივარ, ხვდებიან – აქ დალი არისო.
– თქვენ თუ გიყვართ სიურპრიზების გაკეთება?
– ძალიან მიყვარს. სასაცილო იყო – საახალწლოდ ია ფარულავას გავუკეთე სიურპრიზი. ია უზომოდ მიყვარს, ჩემი ბავშვობის მეგობარია. ამდენი წელია, ერთად მოვდივართ და ზუსტად ვიცი, რა სწყინს, რა უხარია. ჩვენ გვაქვს „მაფიის“ გუნდი, ძალიან შემდგარი, წარმატებული ქალები და „მაფიის ღამეზე“ ზოგჯერ მამაკაცებსაც ვიწვევთ. ესენი არიან: ანრი ჯოხაძე, გიორგი გასვიანი და აჩიკო მეფარიძე. ახალმოსახლეობისთვის გვინდოდა საჩუქრის გაკეთება იასთვის. ახალ ბინაში რომ გადავიდა, ვუთხარი, ახალი ნაძვის ხე დადგი-მეთქი და ძველი ნაძვის ხე მაქვს და რა უჭირსო. რომ მივედი და ის ნაძვის ხე ვნახე, გადავირიე: ია, ეს რა არის-მეთქი. ჩემთვის ნაძვის ხე ძალიან მნიშვნელოვანია და უდიდესი სიამოვნება, ვაფრენ ნაძვის ხის მორთვაზე. მერე ია ორი დღით წავიდა კოჯორში. იას ქმარს, ტარიელს ვუთხარი: გეხვეწები, სახლის გასაღები მომეცი, რაღაც უნდა ვუყიდო და სახლში დავახვედრო-მეთქი. ავტეხე ამბავი, ცალკე ჩატი გავაკეთე, ავკრიბე ფული. წავედი, მე თვითონ ვიყიდე ნაძვის ხე, სათამაშოები და რომ ვიცი, დაახლოებით, შვიდი-რვა საათზე თბილისში უნდა იყოს, უნდა მოვასწრო. ვურეკავ: ია, რომელ საათზე ჩამოხვალ? ქალო, რას გადამეკიდე, რა გინდა, რა საქმე გაქვს ასეთი, მითხარი ტელეფონშიო. ბრაზობს, რაღაცას გრძნობს, სიურპრიზი არ გამიკეთო, ფარული კამერა არ დამახვედროო. ჩემმა სუნამოს სუნმა გამყიდა, აღებს კარს და იძახის: ჩიტალაძეა აქ? გაბრაზებული შემოდის, აქ რა გინდა? შემოვიდა და ნაძვის ხე რომ დაინახა, ვაიმეო, და გაგიჟდა. ამ ემოციად ღირდა ეს ყველაფერი. ულამაზესი გამოვიდა, გავითვალისწინე მისი ოთახის ფერები და ყველაფერი. ასე გვჩვევია „მაფიოზებს“ სიურპრიზების გაკეთება. ღამე დავადგებით ხოლმე ერთმანეთს. ერთხელ ანრის დავადექით ღამით, დაბადების დღეზე. შარშან ძალიან მინდოდა „პრადას“ საფულე, მაჩუქეს, მაგრამ შობის ღამეს მანქანაში მომპარეს „შანელის“ ჩანთა, სადაც ეს საფულე მედო... დღემდე ვერ იპოვეს.
– წლევანდელი ზაფხულის მოდის ტენდენციებზე რას გვეტყვით?
– წელს ყვითელი ძალიან აქტუალურია. რჩება სიჭრელეც, მაგრამ ახლა არის მონო-ფერების კარგად შეხამება. სულ ყვითელში, ან სულ წითელშიც შეგიძლია, ჩაიცვა ან აურიო ყვითელი და ლურჯი, მწვანე და წითელი. ძალიან მოდაშია ნეონის ფერები. ყვავილები, შიფონი და ქალურობა ისევ აქტუალურია. ვამბობ, გაიხაროს ამ დემნა გვასალიამ, რა კარგად შემოიღო ეს დიდი პიჯაკები. ჩემი ქმრის გარდერობში „ვგულაობ“. გამოვალ, დავუდგები და კვდება სიცილით, როგორ ყველაფერი გიხდება, ვინ ხარ შენო. ჩემი ქმრის პალტოებსაც ვირგებ. დიდი მხრები ხომ მოდაშია, ჩაიცვი კაცის პიჯაკი, ზედ ქამარი გაიკეთე და მზად ხარ. ყველა ქალმა უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. დადგეს სარკის წინ, და გამოკვეთოს ის, რაც ლამაზი აქვს. ყველა ქალში რაღაც განსაკუთრებული ყოველთვის არის – ღმერთს ისე ქალი არ შეუქმნია. არ არსებობს მახინჯი ქალი, არსებობს უგემოვნოდ ჩაცმული. ჩემთვის სიმახინჯე ეს არის.
– თქვენი მეუღლის გარდერობს თქვენ არჩევთ?
– ყოველთვის უყვარდა კარგად ჩაცმა. რომ გავიცანი, სულ ფორმაში იყო, ახლა ჩემთან ერთად სხვა საფეხურზეა. უკვე მეკამათება კიდეც. მე ყოველთვის ვუჯერებ მეუღლეს, რადგან კაცის თვალით დანახული ქალი სულ სხვაა.

скачать dle 11.3