კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 რის გამო განიცდიდა ტკივილს მაკა ცინცაძე და რას ითხოვს ის მამაკაცისგან

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. ჟურნალისტიკასთან მრავალი წელი აკავშირებს, დღეს კი „პირველი არხის“ ეთერში უძღვება პოლიტიკურ თოქ-შოუს. გარდა პროფესიონალიზმისა, საკუთარი გარეგნობის დამსახურებითაც ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
– პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში და გზა – დღემდე...
– პირველი ნაბიჯები საკმაოდ დიდი ხნის, 19 წლის წინ დაიწყო, როცა  საქართველოში სულ რამდენიმე რადიო მაუწყებლობდა, მივედი „პირველ რადიოში“, სადაც, დაახლოებით, 5 წელი გავატარე. შემდეგ იყო რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, „პირველი არხი“ და პროექტი „მე მიყვარს საქართველო“, ტელეკომპანია „მაესტრო“, „ჯიდიესი“ და 2017 წელს, ისევ „პირველ არხზე“ დავბრუნდი.
– ეკრანზე ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურები. როგორ ზრუნავ გარეგნობაზე?
– განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით, ბოლო პერიოდში ვცდილობ, ჯანსაღი ცხოვრების წესი დავიცვა, რომ ასაკი, რაც შეიძლება, გვიან დამეტყოს. ასაკისა და ნაოჭების არ მეშინია, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– გარეგნობას მიუძღვის წვლილი შენს წარმატებაში?
– ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ვფიქრობ, გარეგნობაზე მეტი წვლილი მიზანდასახულობასა და სიზარმაცის დაძლევას მიუძღვის. ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, რა მიმართულებით უნდა მემუშავა საკუთარ თავზე და განმევითრებინა  და გამეძლიერებინა შესალებლობები. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე და პატარა ასაკში ვიცოდი, რომ „არ შემიძლია“, „მეზარება“, „დილით, 6 საათზე ვერ გავიღვიძებ“ გვერდით უნდა გადამედო და დილიდან საღამომდე მესწავლა და მემუშავა, რადგან არავის მხრიდან წინ წაწევის იმედი არ მქონდა.
– როგორია მაკა დედის ამპლუაში?
– კესარია კარგი გოგოა, მეც ისე ვფიქრობ, როგორც ყველა დედა საკუთარ შვილზე.  როგორი ვარ და მგონი, საჭიროზე დამთმობი და რა თქმა უნდა, ის, ყველაზე მეტად მიყვარს. 7 წლის არის და უკვე ცდილობს, საკუთარ თავს ყურადღება მიაქციოს, განავითაროს. პროფესიას რაც შეეხება, ჟურნალისტობა არ უნდა – არ მოსწონს და ბალერინობაზე ოცნებობს. ვნახოთ, რა იქნება.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაში ხდება ყველაზე კარგი და მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მომხდარიყო, ვზრუნავ კეთილ, უსაყვარლეს, პატარა კესარიაზე.
– ოჯახის კიდევ ერთხელ შექმნაზე თუ ფიქრობ?
– რთული შეკითხვაა, არ ვიცი. ამ დრომდე არ მიფიქრია.
– შენთვის რა არის საპირისპირო სქესში მნიშვნელოვანი და როგორი მამაკაცი ვერ იქნება შენ გვერდით?
– მნიშვნელოვანია ყველაფერი: მსოფლმხედველობა, ფასეულობები, პრინციპები და სხვა ადამიანური თვისებები. ვრცლად საუბარი შორს წაგვიყვანს. უხერხული იქნება, ჩამოვთვალო ის თვისებები, რაც მამაკაცს არ უნდა ახასიათებდეს. გეტყვი როგორი უნდა იყოს. ზოგადად, ქალები ვითხოვთ ყველაზე მარტივს და ამავდროულად ყველაზე რთულს.  კაცი ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში უნდა იყოს კაცი.
– ყოფილ მეუღლესთან მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებ?
– რა თქმა უნდა. კონფლიქტით არც დავშორებულვართ. ორი ზრდასრული ადამიანი ვართ. მშვიდად ვისაუბრეთ, გავარკვიეთ, გავერკვიეთ და დავიშალეთ. დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და რაც მთავარია, ორივე ვზრუნავთ ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანზე – ჩვენს შვილზე.
– რა არის შენი ბედნიერებისთვის საჭირო?
– პირველ რიგში, კესარიასა და ოჯახის წევრების კარგად ყოფნა. დანარჩენს თვითონ ვუშველი.
– ეკრანზე საკმაოდ მკაცრი იმიჯის ფონზე, როგორი ხარ რეალურად, რამდენად რთულია შენთან ურთიერთობა მამაკაცისთვის?
– მამაკაცს გააჩნია (იცინის). რთული არ მგონია, მაგრამ ფაქტია, მარტივიც არ არის.
– ალბათ, ბევრი ჭორში გსმენია საკუთარ თავზე. როგორ რეაგირებ მათზე?
– ჭორები გამიგია. იყო პერიოდი, როცა ძალიან მწყინდა, მტკიოდა, ვერ ვხვდებოდი თუ როგორ შეუძლია, სრულიად უცხო ადამიანს, რომელიც არც გიცნობს, არც უნახიხარ, არც არაფერი დაგიშავებია, ილაპარაკოს შენზე და ამტკიცოს სრული აბსურდი და სიბინძურეც კი. შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე და უკვე იმუნიტეტი მაქვს (იცინის).
– ინტრიგები და ინტრიგანი ადამიანები შენს ცხოვრებაში... გამხდარხარ თუ არა მათი მსხვერპლი?
– ისევე, როგორც ყველა. ინტრიგანი ღირსების არმქონე, ძალიან, ძალიან პატარა ადამიანია. სიცოცხლისთვის მოცემული დრო კი საკმაოდ ცოტა გვაქვს და არ ვფიქრობ, რომ რაიმეს გარკვევასა და   ნერვიულობაში უნდა დავხარჯო. ამიტომ, მომენტალურად ვიშორებ.
– შენი ცხოვრების რომელი პერიოდი გახსენდება ყველაზე რთულად და რატომ?
– კი, იყო რთული პერიოდები, რომლის გახსენებაც არ მსიამოვნებს, მაგრამ იმავდროულად, ის ადამიანები და ის სირთულეები დამეხმარნენ რაღაც-რაცებზე დაფიქრებასა და გადაფასებაში. ასე რომ, მადლიერების გრძნობას ნუ დავკარგავთ, ვიმოძრაოთ წინ და ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც გვიყვარს.  




скачать dle 11.3