კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№17 კომპანია „პიელ ნატურალსი“ – 100 პროცენტით ნატურალური თავის მოვლის საშუალებებით ლიდერი ქართულ ბაზარზე

ნინო კანდელაკი სოფი ლორია

ჩვენი რუბრიკის სტუმარია საქართველოში წარმოებული ნატურალური თავის მოვლის საშუალებების უპირობო ლიდერი კომპანიის, „პიერ ნატურალსის“ დამფუძნებელი – თათია ლომაძე.
– რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზეა „პიელ ნატურალსი“ და რა პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს?
– ჩვენი კომპანია უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც შემოვიდა ქართულ ბაზარზე. სტარტაპი დაიწყო სოციალურ გვერდზე, კერძოდ Facebook-ზე ონლაინ გაყიდვებით და პირველი ჩვენი პროდუქტი იყო რუჯის აქტივატორი/შემანარჩუნებელი კაკაოს კარაქი, რომელმაც დიდი გამოხმაურება პოვა ქართველ მომხმარებლებში, და შემდგომში უკვე შიისა  და ქოქოსის კარაქებთან ერთად გახდა ჩვენი ბესთსელერი პროდუქტი. ამას მოჰყვა ის, რომ მომხმარებლებმა მოითხოვეს თმის მოვლის საშუალებები, სახის დღისა და ღამის რუტინის, ასევე, საპნები და აბაზანის შუშხუნები, ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ მათი სურვილების გათვალისწინებას და მათი თხოვნით პროდუქციას ვამრავალფეროვნებთ. ჩემი ქმრის გადაწყვეტილებამ, წვერის მოშვებასთან დაკავშირებით, გადამაწყვეტინა მამაკაცის ხაზი შეგვექმნა, ორსულობამ – ორსულთა ხაზი (სოფო ბედიამ და ნუკი კოშკელიშვილმაც ორსულობა ჩვენი პროდუქციით გამოიარა, ყოველგვარი სტრიების გარეშე),  ჩემი შვილისთვის კი 100% ნატურალური შიისა და ქოქოსის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა ფერისა და ფორმის საპნები და აბაზანის შუშხუნა ბურთულები შევქმენით. დღესდღეობით უკვე 60-მდე დასახელების პროდუქცია გვაქვს და მათგან ყველაზე ახალია ჰიალურონის მჟავის სახის შრატი, რომელიც უკვე ძალიან პოპულარულია და რომელმაც დროის ან მცირე დიაპაზონში საოცარი შედეგები დადო.
– ეს პროდუქცია საკუთარ თავზე მეც გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ამიტომ არ მიკვირს, რომ მასზე დიდი მოთხოვნაა.
– დიდი მადლობა და ძალიან მიხარია....
– თავის მოვლა ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია და არ არის იაფი სიამოვნება, მით უმეტეს, ხარისხიანი, ნატურალური პროდუქციით. რამდენად ხელმისაწვდომია ფასები?
– ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ჩვენი კრედოა: უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომ ფასად იყოს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქციისთვის ფასები იმაზე გაცილებით დაბალია, რა კმაყოფილება და ბედნიერებაც ჩვენს თითოეულ პროდუქტს მოაქვს მყიდველისათვის. მეტსაც გეტყვით, ვინც ერთ პროდუქტს მოიხმარს, სურვილი უჩნდება, რომ ყველა თავის მოვლის საშუალება „პიელ ნატურალსით“  ჩაანაცვლოს, სწორედ მათთვის იდეალური შეთავაზება გვაქვს – ისარგებლონ 0%-იანი საბანკო განვადებით.
– რა არის „პიელ ნატურალსის“ ძლიერი მხარე?
– ჩვენი ძლიერი მხარე, პირველ რიგში, არის უმაღლესი ხარისხის 100%-ით ნატურალური პროდუქცია, ყოველგვარი მავნე ნივთიერებებისა და დანამატების გარეშე, რომელიც უსაფრთხოა  ორსულებისა და  ბავშვებისთვისაც.  
 ასევე, უნდა აღვნიშნო უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რაც თბილი და მზრუნველი თანამშრომლების დამსახურებაა. ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვინც სითბოთი და სიყვარულით ეკიდებიან თითოეულ მომხმარებელს. ყველაფერს ვაკეთებთ მათი კმაყოფილებისთვის, ამას გრძნობენ ჩვენი მომხმარებლები და სოციალურ გვერდებზე ყოველდღიურად უამრავი მადლობისა და კმაყოფილების წერილები მოგვდის როგორც მომსახურებაზე, ასევე თითოეულ პროდუქციაზე, რასაც ჩვენს „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამ“ გვერდზე თქვენც იხილავთ.
დავამატებ, რომ სწრაფი მიტანის სერვისი ჩვენი ერთ-ერთი პრივილეგიაა.  ეს სამეული არის ის, რაც აღაფრთოვანებთ ჩვენს მომხმარებლებს და ხდის მათ ჩვენს ერთგულს სამარადჟამოდ.
 მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ლაბორატორიული შემოწმების შედეგად „პიელ ნატურალსმა“ 10 დან 10 ქულა აიღო, ისევე როგორც  ჩემმა ფავორიტმა ბრენდმა „შანელმა“ . ეს ჩვენთვის დიდი სტიმული და მოტივაციაა.
– სად ხართ წარმოდგენილი და სად შეუძლია მომხმარებელს, შეიძინოს თქვენი პროდუქცია?
– უშუალოდ ჩვენი ბრენდის სტენდი არის ქავთარაძის „სითიმოლში“, ამას გარდა, ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია 20-მდე სალონსა და მოლებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში და მალე უკვე გორსა და თელავშიც. ასევე, „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამ“ გვერდების მეშვეობით, ჩვენს პროდუქციას იწერენ სხვა ქალაქებიდან თუ ქვეყნებიდან, საფოსტო და საკურიერო მომსახურება კი იმაზე სწრაფი გვაქვს, ვიდრე ჩვენი გამომწერები ელოდებიან.
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს...
– არ ვჯერდებით საქართველოს მასშტაბებს და გვსურს, რომ „პიელ ნატურალსი“ გახდეს ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდი საერთაშორისო ბაზარზე. მინდა, რომ ჩვენი პატრიოტული წვლილი შევიტანოთ და წარმოვაჩინოთ საქართველო მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მოწინავე რიგებში.

скачать dle 11.3