კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 ავტოტესტი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

იმის მიხედვით, თუ როგორ აქვს განლაგებული საჭეზე ხელები, შეგიძლიათ, ბევრი რამე გაიგოთ ადამიანის ფსიქოტიპზე.  დაკვირვებიხართ, თქვენ როგორ დაგყავთ მანქანა?
 1. როცა  ორივე ხელით  საჭეს არის ჩაფრენილი
ეს დისციპლინის მოყვარული, ცივსისხლიანი და საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანების მართვის მანერაა, ბევრს  რომ არ ლაპარაკობს და გზაშიც თავისთვის არის, წყნარად,  ჩაფიქრებული. აუცილებლად მიხვალთ დანიშნულების ადგილამდე, თანაც აბსოლუტურად  უსაფრთხოდ.  
2. ერთი ხელი საჭეზე შუაში აქვს ჩავლებული, მეორე, ჩვეულებრივად, გვერდით აქვს
მერყევი ადამიანების ხელებია, სულ საფრთხეებზე ფიქრობს. ცოტა ნერვიულია. მისი აზრით,  ავარიის საშიშროება სულ  არსებობს. მას რომ ჰკითხოთ, ყველა მძღოლი პოტენციური მკვლელია. ტანი წინ აქვს ხოლმე გადმოხრილი და გზაზე ქაოტური მანევრებით გამოირჩევა. უმჯობესია, ასეთ მძღოლს ნაკლები ელაპარაკოთ და  რჩევაც  ნაკლები  მისცეთ, თორემ ყურადღება ადვილად დაეფანტება და შეიძლება, მგზავრობა კარგად არ დამთავრდეს.
3. ორივე ხელი საჭის ზედა ნაწილზე აქვს ჩავლებული
ხელების მსგავსი განლაგება თვითნებობის, თავქარიანობისა და რისკიანობის ნიშანია. ასეთებს სისწრაფე უყვართ და უკომენტაროდ არ ტოვებენ იმ მძღოლებს, რომლებიც „მიღოღავენ“ და „ხელს უშლიან“ გადაადგილებაში. ისინი რატომღაც ფიქრობენ, რომ ყველამ გზა უნდა დაუთმოს. ხშირად სიგნალებითა და ფარების ანთებით ითხოვენ გატარებას, გამუდმებით გასწრებაზე გადიან. მისთვის ჭკუის დარიგებას არ გირჩევთ. სჯობს, გზიდან ჩამოეცალოთ.
4. საჭეზე მხოლოდ ერთი ხელი აქვს ჩავლებული და ისიც ქვედა ნაწილში
ტიპური, საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული მძღოლის მართვის მანერაა. ფიქრობს, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ამით თავს იწონებს. გზაზე არ რისკავს, თუმცა არც დამფრთხალი არ არის. დაგელაპარაკებათ მაშინ, როცა გზა თავისუფალია და არაფერი ხდება, თუმცა საგზაო შემთხვევებზე სწრაფად რეაგირებს და როცა ყველაფერი ჩაივლის, კომენტარს ცალყბა ღიმილით აკეთებს.
5.  ორივე ხელი საჭის  ქვედა ნაწილზე უკიდია
ასე საჭეს ხელს მეოცნებე, ემოციური ადამიანები ჰკიდებენ, რომელთაც ხანგრძლივად ყურადღებამოკრებილი ყოფნა უჭირთ.  ნერვიული, იმპულსური ადამიანია, რომელიც ადვილად ღიზიანდება.  ასეთი ადამიანი გზაზე ნამდვილი სასჯელია. ასეთები ფიქრობენ, რომ სულ თავად არიან მართლები. როგორც კი პატარა დისკომფორტი შეექმნებათ, თავს მოვალედ მიიჩნევენ, შეანელონ და ფანჯრიდან უღრიალონ ,,დამნაშავეს”.

скачать dle 11.3