კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ვარ 29 წლის. ბოტოქსის გაკეთება არ მინდა, არადა, სახის კანი, საკმაოდ მომეშვა და ნაოჭებიც შევამჩნიე. იქნებ რაიმე ისეთი ნიღაბი მირჩიოთ, რომელიც სახის კანზე ბოტოქსის ეფექტით არის გამორჩეული და მის ინგრედიენტებზეც მომაწოდოთ ინფორმაცია?
პასუხი: არსებობს ნიღაბი, რომელსაც გასაოცარი შედეგი აქვს და ის სახის კანზე ბოტოქსის ეფექტით მოქმედებს. ამ ნიღაბს აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისება და პირველივე მოხმარებაზე შენიშნავთ, რომ სახის კანი მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:  1 ცალი ავოკადო, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი,  2 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი. ყველა პროდუქტი ერთმანეთში გადაურიეთ და მიღებული მასა სახეზე შეიზილეთ.  25 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საუკეთესო შედეგის მისაღებად ნიღაბი კვირაში ორჯერ გაიკეთეთ. თაფლი შეიცავს ნატურალურ ზეთს და კანს ელასტიკურობას სძენს. კაკაო შესანიშნავი პროდუქტია, რადგან მასში შემავალი ანტიოქსიდანტები აძლიერებს კოლაგენის ბოჭკოების დაცვას. ავოკადო დაბერების საწინააღმდეგო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და სახეზე აქრობს იმ ნაოჭებს, რომლებიც უკვე ჩანს. ხოლო დარიჩინი კი, შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, უნიკალურ ეთერზეთებს, რომლებიც ეფექტური, ბუნებრივი ტონიკია.


скачать dle 11.3