კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 როგორ უნდა მოამზადოთ ცვილის დეპილატორი ზედმეტი თმის მოსაცილებლად

ნინო კანდელაკი ანი რევია

როცა ინტიმურ ადგილებში თმას სახლის პირობებში იშორებთ,  მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან გამორიცხული არ არის, ბევრი შეცდომა დაუშვათ. ინტიმური ადგილების გასაპარსად არასდროს გამოიყენოთ დაბლაგვებული ან დაძველებული საპარსი საშუალება, რადგან ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, გამონაყარს და ქავილს.  გაპარსვამდე 10 წუთით ადრე აუცილებელია ბიკინის ზონის დაორთქვლა თბილი წყლით. შედეგად, კანი  რბილდება, იხსნება ფორები და გაპარსვის პროცესი მარტივდება. გასაპარსი თმის სიგრძე კი, არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუ გასაპარსი თმის სიგრძე უფრო მეტია, ჯერ მაკრატლით ან ეპილატორზე დამაგრებული სპეციალური თმის სიგრძის შესამოკლებელი საშუალებით ისარგებლეთ, ხოლო შემდეგ, საპარსით. გაითვალისწინეთ, რომ  მშრალად, დასველების გარეშე გაპარსვა, აღიზიანებს კანს და პროცესს უფრო მტკივნეულს ხდის. ასევე, ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკურ სტრინგებს ბიკინის ზონის გაპარსვისთანავე. პარსვის პროცესში კანი იღებს სტრესს, ამიტომ მიეცით მას ცოტაოდენი დასვენების საშუალება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც ზედმეტად არ მოგედებათ და კანს არ გაგიღიზიანებთ.
ყურადღებით შეარჩიეთ პარსვის შემდეგ წასასმელი ლოსიონი. კერძოდ, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას, რათა კანი არ გაიღიზიანოთ. ლოსიონის ნაცვლად შეგიძლიათ, ისარგებლოთ ქოქოსის ზეთით ან ალოე ვერას ზეთით, რადგან ეს ორივე შესანიშნავად არბილებს და ატენიანებს კანს.
თუ ზედმეტი თმის მოცილება სხეულიდან ცვილის დეპილატორით გადაწყვიტეთ, ამისთვის, არსებობს მარტივი რეცეპტი. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ: 1 ჭიქა გრანულირებული შაქარი, 1 ჭიქა თაფლი და ნახევარი  ჭიქა ლიმონის წვენი.
  ცვილის დეპილატორი ასე უნდა მოამზადოთ:  ჩაყარეთ შაქარი პატარა ალუმინის ქვაბში და დადგით მაღალ ცეცხლზე, არ მოურიოთ. იდუღოს, სანამ შაქარი კარამელის კონსისტენციას არ მიიღებს. შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი. შეურიეთ ერთმანეთში ხის კოვზით. განაგრძეთ მორევა, სანამ მასა არ გადნება და დაახლოებით, ბლინის ცომის კონსისტენციის არ გახდება. თუ მასა ძალიან სქელია, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი. შემდეგ, გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ ისე, რომ მისი წასმის დროს კანი არ დაგეწვათ. სანამ მასა გაგრილდება, დაიმუშავეთ კანი: მიიღეთ თბილი შხაპი და ადგილი, სადაც ცვილის დეპილატორი უნდა წაისვათ, კარგად გაიწმინდეთ საპნიანი ღრუბლით. სანამ ცვილს წაისვამთ, აუცილებლად კარგად უნდა გაიმშრალოთ და დაიმუშაოთ კანი სპირტის ხსნარით – დეზინფექციისთვის.  ცვილი წაისვით თმის ზრდის მიმართულებით, ხოლო აფხრეწა საჭიროა თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით.
  დეპილაციის შემდეგ, დასარბილებლად, კანი დაიმუშავეთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით.
გაითვალისწინეთ, რომ ცვილის კანზე დატანის დროს მხოლოდ სასიამოვნო სითბო უნდა იგრძნოთ. ცვილი არ წვავს კანს და არ იწვევს მის ტრავმირებას. ნუ შეგეშინდებათ, თუ კანი დეპილაციის მერე შეწითლებულია, ეს მალე გაგივლით.
შეგიძლიათ, მომზადებული ცვილი მოგვიანებითაც გამოიყენოთ, უბრალოდ, ის წასმამდე უნდა შეათბოთ.
скачать dle 11.3