კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 გამო-ყარ-ტარ-ებულები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ აწყვეტილები
მას შემდეგ, რაც თვით სატელევიზიო ეთერებიდანაც კი უხამსი სიტყვები საყველპუროდ იქცა, დანარჩენმა საზოგადოებამაც აიწყვიტა. იმდენადაც კი, რომ ლამის ერთგვარ მოდად იქცა უცენზურო მეტყველება (თითქოს დამახინჯებული მეტყველება არ გვეყოფოდა დარდად და ხინჯად).
  საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლამისაა, ერთმანეთს შეეჯიბრონ საჯარო პირები, ვინ ვისზე მეტად იუხეშებს და იუზრდელებს (არასაჯარო პირებმა ხომ უკვე ყველა საზღვარი გაარღვიეს) და, რაც მთავარია, ეს ყოველივე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად შეირაცხა (პრინციპით, რაკი არა მხოლოდ სხეული, ენაც ჩემია და რაც მომესურვება, იმას ვიტყვიო და მერე რა, რომ, წესითა და რიგით, ანუ გამოხატვის თავისუფლების თანახმად, სხვისი ენა ჩემს ყურთან უნდა დამთავრდეს).
  მაგალითად, აქეთ – თავისუფალი სიტყვის მებაირახტრობამიკუთვნებული (სხვათა შორის, თვითნებურად) ტელეკომპანიის დირექტორი თითქმის ყოველ საღამოს გვასმენინებს სიტყვებს ასო-ბგერა ყარ-ისა და ტარ-ის მონაწილეობით, იქით – საზოგადოება არჩევს, მართლაც ურჩია თუ არა პარლამენტის თავმჯდომარემ თავის თანაგუნდელს ასო-ბგერა ყარ-ზე დაეკიდებინა ოპოზიციის აზრი, ეს უკანასკნელი კი (ანუ პარლამენტის თავმჯდომარე) ირწმუნება, რომ მსგავსი ბგერა არც არასდროს წარმოუთქვამს.
აქედან გამომდინარე კი, ჩნდება მეტად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამასობაში, მაშასადამე, სიტყვა-გამოხატვის თავისუფლებაში, გვარიანად გამო ან ჩამო-ტარ-ყარ-ებულან.
скачать dle 11.3