კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№17 მაშველი რგოლი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

აჰ, ნეტავი, ერთად იყოს მოსკოვი და ტალინი
  გასულ კვირას, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთისა და ესტონეთის პრეზიდენტები შეიყარნენ, ასევე, არც მეტი, არც ნაკლები, მოსკოვში. ეს ფაქტი იმიტომაცაა აღსანიშნავი, რომ ამ ორ სახელმწიფოს შორის 11 წელია, არანაირი ოფიციალურ-პოლიტიკური მიმოსვლა არ ყოფილა.
რაც მთავარია, ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულადმა თავად მოითხოვა შეხვედრა (სავარაუდოდ, მიზეზებიც ჰქონდა), თუმცა ოფიციალურ მოტივად მოსკოვში ესტონეთის საელჩოს ოსტორიული შენობის რესტავრაცია დასახელდა. რის შემდეგაც ესტონეთის პრეზიდენტი 75 წუთის განმავლობაში ესაუბრა თავის რუს კოლეგას (დაგეგმილი ნახევარი საათის ნაცვლადო, გვამცნეს კრემლიდან), საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და პრ. პუტინის მრჩეველ უშაკოვს (საგარეო საკითხებში). ერთი ისაა, რომ თარჯიმნები დაიხმარეს (ორივე პრეზიდენტი თავის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობდა).
  ჩვენთვის საინტერესო ის იყო, რომ გარდა უკრაინისა, ზემონახსენებ პრეზიდენტებს საქართველოზეც უსაუბრიათ.  იმას გარდა, რომ ესტონელ ქალბატონს ერთობლივი ელექტროსისტემიდან ესტონეთის გამოსვლის აუცილებლობაც აუხსნია რუსი კოლეგისთვის, ერთმანეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც განუხილავთ (მიუხედავად სანქციებისა).
ცხადია, ესტონეთის შიდა საქმეა, სად წავა-წამოვა მისი პრეზიდენტი (სხვათა შორის, ტალინშიც მიიწვიეს „პრ“ პუტინი) და ისიც ფაქტია, რომ ევროკავშირის (თუნდაც, ჩუმი) თანხმობის გარეშე ეს შეხვედრა ვერ გაიმართებოდა, მაგრამ მაინც უცნაურია – რატომ ესროლა ესტონეთმა (მით უარესი, თუ ევროკავშირთან უნისონში) პრ. პუტინს იზოლაციისგან მაშველი რგოლი?!


скачать dle 11.3