კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რის გამო ცდილობდნენ მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატზე თემო დადიანის მოხსნას და რატომ ეშინიათ მოწინააღმდეგეებსა და მწვრთნელებს მისი დანახვის

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

თემო დადიანი იმ მცირერიცხოვანი ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. მან წლების განმავლობაში სპორტის არაერთ სახეობაში მოსინჯა საკუთარი ძალები და ყველაში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. წელი ისე არ გავა, რომ თემო რომელიმე ჩემპიონატიდან მედლებით დამშვენებული არ ჩამოვიდეს.
– სადაც ჩადიხარ, ყველგან ეშინიათ შენი, რადგან დამარცხებული არასდროს ბრუნდები. წელს სად ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი, როგორი მოწინააღმდეგეები გყავდა?
თემო დადიანი: ბოლო ერთი წელი საკმაოდ წარმატებული და დატვირთული იყო. მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონი გავხდი, მსოფლიო ჩემპიონატზე კი – ვიცე-ჩემპიონი. შემდეგ ზამთრის სპორტში დავიწყე ვარჯიში. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. ნახევარფინალში რუსი სპორტსმენი დავამარცხე, ხოლო ფინალში თურქ მეტოქეს შევხვდი, რომელთანაც ერთი წაგება მქონდა. ევროპის ჩემპიონი რომ გავმხდარიყავი, ფინალში ორჯერ უნდა მომეგო. ეს ადამიანი წლების განმავლობაში, ანუ დაახლოებით 15 წელია, მრავალგზის ჩემპიონია, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოსი. დაუმარცხებელი სპორტსმენია. მის დამარცხებას არ ელოდებოდნენ, მაგრამ ორჯერ მოვუგე და ჩემპიონი გავხდი.
– ვიცი, შენთვის შიში უცხოა. მაგრამ როგორი ემოციაა, როდესაც ასეთ დაუმარცხებელ სპორტსმენთან გიწევს დაპირისპირება?
– იმ დროს მთლიანად გათიშული ვიყავი. ჩემი მწვრთნელიც მეუბნებოდა, შეჯიბრების დროს სცენაზე რომ იდექი, თვალებში გიყურებდი, გელაპარაკებოდიო. მე არაფერი მახსოვს. ორიენტირებული ვიყავი მხოლოდ მოგებაზე და ხერხზე, რომლითაც უნდა მომეგო. როდესაც მოვიგე, ემოციაც ვერ გამოვხატე, რადგან არ მჯეროდა. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, დამაჯილდოეს. მხოლოდ საღამოს მოვედი აზრზე. თურქი გაოცებული იყო. პირველი შეჯიბრება, რომ მოვუგე, მეორე შეჯიბრების წინ, მწვრთნელი სახეში სილას აწნიდა, ამხნევებდა, მაგრამ არ უშველა: ეტყობა, კარგად ვერ გააწნა სილა, მაინც მოვუგე. ჩემი მწვრთნელის დახმარებით ვიცოდი, რა იყო მისი სუსტი მხარე და ერთიანი ძალებით მოვუგეთ. თავადაც მომილაცა და მისმა მწვრთნელმაც. უკვირდა: მე 15 წელია ვვარჯიშობ, შენ სამ წელიწადში როგორ დამეწიეო. ძალიან გამძლე ხელები მაქვს, მყესები მალე მომდის ხოლმე ფორმაში.
– ორივე ხელში მოუგე?
– მარცხენაში მოვიგე. მარცხენა მქონდა ადრე ცოტა სუსტი და ვარჯიშის შემდეგ წინ წამოვიდა, გამიძლიერდა. მარჯვენა მაქვს დაზიანებული, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე მარჯვენაში ბრინჯაო ავიღე, მარცხენაში – ვერცხლი. ევროპის ჩემპიონატზე ჩემი რუსი მოწინააღმდეგის ნათესავი კლასიფიკატორია ფედერაციაში. ოქტომბრის თვეში ანტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ ჩავედით, იქ დამხვდა და რუს მოწინააღმდეგეს რომ არ შევხვედროდი და მისთვის არ მომეგო, მძიმე წონაში გადამიყვანა – 55 კილოგრამში უნდა გავსულიყავი, 52 კილოგრამი ვიყავი და 65-ში გამიყვანეს. ისეთი ამბები მოხდა, ჯერ შეჯიბრებიდან მხსნიდა, ჩხუბი და დავა იყო, შეჯიბრების გარეშე უნდა დავრჩენილიყავი, სასამართლოები და მთელი ამბები უნდა მოჰყოლოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის არ იქნებოდა კარგი. თუმცა, მკლავჭიდში ერთ კილოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ დავთმე მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი. ვინც შემხვდნენ, ჩემზე 13 კილოგრამით მეტი იყვნენ წონაში. მაქსიმუმი მაინც გავაკეთე, ფინალში გავედი და ამაზე საერთოდ გაგიჟდნენ. მისმა ნათესავმა კი მაინც ვერ აიღო მედალი. მაისის ბოლოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და მგონი, აღარ გამიშვებენ. ნახევარფინლაში ჯერ თურქი მეტოქე დავამარცხე და მერე რუსს შევხვდი, რომლიც 17-გზის ჩემპიონია, ძალიან ძლიერია თავის წონაში. ახლა ვემზადები, რომ 65 კილოგრამში შევხვდე. მუღამი გამიჩნდა, რომ ეს დაუმარცხებელი რუსი დავამარცხო.
– მოწინააღმდეგეები ცდილობენ ხოლმე, რომ ერთმანეთის პროვოცირება მოახდინონ?
– კი, როგორ არა. 55 კილოგრამში რუს მოწინააღმდეგეს ვხვდებოდი, კარგი სპორტსმენია, მაგრამ ნერვებზე მოიშალნენ, რომ ასე მალე დავეწიე, ვუგებ, ამიტომ მსაჯები დაუმსახურებელ ჯარიმებს მაძლევდნენ. არადა, მსაჯს, რომ შეეწინააღმდეგო, მაგაზეც ჯარიმაა და თავის შეკავება მიწევდა. საბოლოოდ სპორტსმენსაც, მის ნათესავსაც და მსაჯებსაც, ყველას ერთად მოვუგე. ასეთ დროს წარმოვიდგენ ხოლმე, ხომ მაგრად წვალობენ, რომ დამჩაგრონ და მერე, გამარჯვებული რომ მათ სახეებს ვუყურებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. ამიტომაც მოთმინებით ველოდები.
– ზამთარში იაპონიაში იყავი შეჯიბრებაზე. არ გიჭირს ხოლმე სპორტის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაწყობა?
– იანვრიდან დავიწყე პარათხილამურში მომზადება. გადართვა ძალიან რთულია ხოლმე. მთელი კუნთები უნდა გადააწყო, რადგან სხვადასხვა სპორტში სხვადასხვა კუნთები მუშაობს. ფსიქოლოგიურადაც უნდა გადაერთო, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გუდაურში დავიწყეთ ვარჯიში საკუთარი ძალებითა და საქართველოს პარაოლიმპიადისა და პარაცენტრის დახმარებით. მე რა სახეობაშიც ვვარჯიშობ, ეს არის თხილამურებით კროსი, რომელიც არ არის საქართველოში განვითარებული. მას მთიანი რეგიონი არ სჭირდება, უფრო სწორი გზაა საჭირო და ასეთი ადგილის პოვნა გუდაურში ძალიან რთულია, თან ტრასას დატკეპნა სჭირდება. მოკლედ, ბევრი ბარიერის წინაშე დავდექით. შარშანდელთან შედარებით, წელს უკვე საუკეთესო აღჭურვილობა გვქონდა. ახლა მთავარი სავარჯიშო ტრასაა.
– როგორ ჩაიარა იაპონიაში ასპარეზობამ?
– მსოფლიო თასზე ვასპარეზობდი. როდესაც ვვარჯიშობდი, ჩვენი საუკეთესო შედეგი ოცეულში მოხვედრა იყო. შარშან პარაოლიმპიადაზე 25-ეულში, საბოლოოდ კი ათეულში მოვხვდი. ამ პერიოდისთვის, მომზადებისთვის, რასაც მე გავდიოდი, საუკეთესო შედეგია. რაც შეეხება იაპონიას, პირველად ვიყავი. მათმა ტრადიციებმა გამაოცა. მადლობის დროს წელში მოხრით დავიღალე. დღეში 30-ჯერ რომ გნახონ, წელში იხრებიან და მადლობას გიხდიან, ჩვენც ასე ვიქცეოდით და იქ ყოფნის დროს წელი უფრო დამეღალა, ვიდრე შეჯიბრებისას ხელები. ძალიან პუნქტუალური ხალხია, ყველა წამი აქვთ გათვლილი. ტრადიციული ქვეყანაა.
– სულ მალე „იმედზე“ ახალი პროექტი იწყება – „ყველაზე ძლიერი“. როგორც ვიცი, შენც მონაწილეობ.
– კი, ვმონაწილეობ. ერთ-ერთი ჯგუფის მენტორი ვარ, მეთაური. ჩემთვის ერთ-ერთი გამოწვევა ვარსკვლავებთან ურთიერთობაა, სამხედრო ბაზაზე მათი გაწვრთნა კი ერთგვარი გამოცდილება იქნება. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემმა ჯგუფმა მოიგოს. საკუთარ თავთან მუშაობა ვიცი და ახლა სხვებზე ვიმუშავებ. საკმაოდ ძლიერი ჯგუფი მყავს და მათზე დიდ იმედებს ვამყარებ.

скачать dle 11.3