კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 რის გამო თვლის თავს დედამიწაზე ერთადერთ ქალად იულია მორგუნოვა და როგორ ისწავლა მან სიყვარულის გარეშე ცხოვრება

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

დიზაინერ იულია მორგუნოვას უამრავი გატაცება და ჰობი აქვს. ის წლების წინ „პლუს საიზ მოდელი“ გახდა და როგორც თავად ამბობს, რუსეთის კონკურსანტი დაამარცხა, ინგლისის კონკურსანტი სახლში უგვირგვინოდ გაუშვა, თავად კი „ვიცე მისის“ ტიტულითა და დიადემით დაბრუნდა საქართველოში. ახლა ის, ამ კონკურსის ლატვიის წარმომადგენლის დიზაინერიც გახდა. მისი ხელით შეკერილ ულამაზეს კაბას ლატვიელი კონკურსანტი წარადგენს, მანამდე კი, მას იულია თავად ირგებს და ამაყია.
იულია მორგუნოვა: მეოცნებე და ამავდროულად, მიზანდასახული ვარ. თუმცა, ოცნებები, ასაკთან ერთად, რეალობაში გადავიდა და უფრო რეალისტი გავხდი. მიზანდასახულობა კი რეალობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მაძლევს. მადლობა უფალს, რომ ბევრი ნიჭი მომცა, რასაც წარმატებით ვიყენებ. ექვსი წლიდან ვკერავ, ვქარგავ, ვქსოვ, ვიოლინოზე ვუკრავ... ჩემმა ნიჭმა ისე დამაბნია, არ ვიცოდი, რა გზა ამერჩია (იცინის). მიუხედავად ამისა, რომ ორი შვილი გავზარდე, სამი უმაღლესი დავამთავრე და ოჯახის გამო, რაღაც პერიოდი, სახლში მომიწია ჩაჯდომა, რეალობას რომ დავეჯახე, ფასეულობების გადარჩევა დავიწყე და ცხოვრებას ავუწყვე ფეხი.
– მიუხედავად სირთულეებისა, საკმაოდ წარმატებული ქალის იმიჯი გაქვს, ხომ ასეა?
– მეც ასე ვთვლი და ამას მაშინ მივხვდი, როცა ჭარბწონიანი, პლუს ზომის ქალბატონების კონკურსზე პირველი „ვიცე-მისი“ გავხდი. ეს ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო და ამან დამანახვა, როგორ მომეხდინა ჩემი ნიჭის ბოლომდე რეალიზება მომავალში. დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ქალი ვარ. რუსული გვარი კი მაქვს, მაგრამ საქართველოში გავიზარდე, ქართული მენტალიტეტი მაქვს და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამის გამო მიჭირდა. ეს კომპლექსი „ვიცე-მისობამ“ მომიხსნა. სულ მალე, კვლავ ტარდება კონკურსი და ჩემ მიერ შექმნილ კაბას, რომლის გამოც ღამეები ვათენე, ლატვიელი კონკურსანტი, ვიქტორია ჩაიცვამს. ის გახდა ჩემი მუზა, საკუთარი ხელით ერთ კვირაში შემექმნა ულამაზესი, მელნისფერი კაბა. ამ კონკურსანტზე კი, დიდი „სტავკები“ მაქვს დადებული, კერვის დროს მის კაბაში იღბლისა და გამარჯვების კოდი ჩავდე, და ვიცი, წარმატებას მოუტანს.
– თავად ჩაუტან და მოარგებ კონკურსანტს კაბას ამერიკაში, სადაც „მის უნივერს პლუს ზომის“ კონკურსი ტარება?
– სხვათა შორის, ვიყავი მიწვეული, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივდივარ, ამერიკის ელჩმა არ ჩამირტყა ვიზა. რომ გაიგო, გათხოვილი არ ვიყავი, გაუკვირდა და მითხრა:  შენ იქ გათხოვდები და აქ დამბრუნებელიო არ ხარო (იცინის).
– იულია, გამოდის, წარმატებული შენი „გემრიელი“, ფუმფულა ფორმებისა და გარეგნობის გამო გახდი, ასეა?
– ასე გამოვიდა. ჩემი „გემრიელი“ აღნაგობის ნაკლი გამოვიყენე და გავხდი წარმატებული. სიმართლე გითხრათ, ჩემი წონა სტრესებით არის გამოწვეული, თუმცა, გახდომაზე არც ვფიქრობ. მთელი ცხოვრება მარტოს მიწევს ბრძოლა, არ მყავს ქმარი, მამა, მამაკაცი, რომელსაც დავეყრდნობი და დამაიმედებს. თუმცა, არ არის ჩემთვის რთული ცხოვრებაში მარტო ბრძოლა. უნდა შეეგუო, რომ მარტო ხარ, გაიაზრო ნაბიჯები, ქმედებები და ყველაფერს მიაღწევ. იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა პირადი ცხოვრების აწყობა, მაგრამ მერე მივხვდი, როცა ქალი საკუთარ ბედნიერებას მეორე ნახევარში ეძებს, ეს არასწორი გზაა. შენს თავში უნდა მოძებნო ძალა და მეორე ნახევრის გარეშეც გაგიმართლებს.
– რომ ამბობენ, თუ ქალს ძლიერი მეორე ნახევარი არ უდგას გვერდით, ისე ვერ იქნება წარმატებული, ამაყი და შემდგარიო?
– დიახ, ამბობენ, ძლიერი მამაკაცი ქალს სტიმულს აძლევსო, მაგრამ, მე ცხოვრებაში არ შემხვედრია, ისეთი მამაკაცი, რომელიც ფრთებს შემასხამდა და სწორად შემაფასებდა. ზოგადად, თვითკრიტიკული ვარ და ხომ იცით, ჭკვიანი ყოველთვის საკუთარ თავში ეძებს მინუსებს, უჭირს რეალიზება, უტვინო ადამიანს კი ადვილად გამოსდის ყველაფერი, რადგან თვითკრიტიკულობა არ გააჩნია. ჩემი პრინციპია, ურთიერთობა მქონდეს ადამიანთან, რომელიც ჩემი დონისაა ან ჩემზე მაღლა დგას. სხვა მხრივ, მამაკაცი ჩემი სტიმული ვერ გახდება. მამაკაცი, რომელიც შენზე დაბალი დონისაა, ქალს დაბლა გქაჩავს და ვერასდროს გახდები წარმატებული. ასე რომ, ყველა მამაკაცი, ვინც ჩემს ცხოვრებაში იყო, დაბლა „მქაჩავდა“ და პირადულის ძებნაში ბევრი წელი დავკარგე. ისეთი მამაკაცი, როგორიც მე მჭირდება და მინდა, ჯერ არ შემხვედრია. ვერ ავიტან მამაკაცს, რომელიც თავს დებს კაცობაზე და მერე, ლაჩარი აღმოჩნდება. ჩემს ცხოვრებაში ასეთი  ფაქტებიც ყოფილა და სულ ვამბობ, მამაკაცი უნდა ჰგავდეს ინდივიდუალურ კბილის ჯაგრისს და არა უნიტაზის მრავალჯერადად გამოსაყენებელ „ჩოთქს“.
– ამბობ, ჯერ არ გამოჩენილა ისეთი მამაკაცი, რომელიც ფრთებს შემასხამდაო. ქალს რომ ასაკი ემატება, მერე უფრო პრეტენზიული და მომთხოვნი რომ ხდება?
– ქალის ხასიათი არ იცვლება, უბრალოდ, პრიორიტეტები იზრდება. ასაკი მხოლოდ ხბოსთვისაა მნიშვნელოვანი და არა ქალისთვის. ქალი ყველი და ღვინო ხომ არ არის, მისი ასაკი ასეთი მნიშვნელოვანი რომ იყოს?! შემიძლია, მამაკაცს ბევრი რამ გავუტარო, დავხუჭო თვალი და გავჩუმდე, მაგრამ ამ სიჩუმის მიღმა რას ვმალავ, ვერ მიხვდეს. ასე რომ, თუ ჩუმად ვარ, ბომბი ასაფეთქებლად მზადდება (იცინის). ბევრი იმედგაცრუება ვნახე მამაკაცებთან ურთიერთობისას, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. უბრალოდ, ჩემში რომ სიცარიელეს ვგრძნობ, ეს არ მიყვარს. ახლაც მეპრანჭება ბევრი მამაკაცი, მათ შორის უცხოეთში წარმატებულებიც, მაგრამ ჩემს აღფთოვანებას ვერ ახერხებენ (იცინის). ვფიქრობ, ძალიან რომანტიკული ვარ, ქაოსური პირადი ცხოვრება მაქვს, სულ რაღაც ხდება, მაგრამ ჩემში მაინც სიცარიელეა. გრძნობების კონტროლი ვისწავლე და სულ ვამბობ, სანამ მამაკაცს შეიყვარებ, სითბო უნდა აჩვენო და მას როგორ შეირგებს, ამით მიხვდები, როგორი იქნება შენ მიმართ მომავალ ურთიერთობაში. ადამიანს კანით ვგრძნობ, შემიძლია ერთი შეხებით „გავშიფრო“ და ენერგეტიკულად ვიგრძნო, რამდენად მისაღებია ჩემთვის. არ ვმალავ წლოვანებას, სულ მალე, ნახევარ საუკუნეს „მივუკაკუნებ“, დღემდე ძიებაში ვარ და იმედი მაქვს, გამოჩნდება ისეთი მამაკაცი, რომელსაც ერთი შეხებით მივხვდები, რომ ჩემია.  მათ გამო დროს უაზროდ ვერ დავკარგავ. ცხოვრებაში ბევრი ეტაპი გამივლია, ბევრჯერ წამიგია, მაგრამ ღორსეულად მიმიღია წაგება და არ დავბოღმილვარ. ერთდროულად საქმე და სიყვარული არ გამომდის, ამიტომ პირადზე არ ვფიქრობ, გათხოვება ჩემი ფობიაა. ყველა ქალს გათხოვება უნდა და მგონი, მე დედამიწაზე ერთადერთი ვარ, ამაზე რომ არ ვფიქრობ (იცინის).

скачать dle 11.3