კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№16 რატომ უნდა აირჩიოთ „სანდომის“ უგემრიელესი პასკები აღდგომის დღესასწაულისთვის

ნინო კანდელაკი ეკა სულხანიშვილი

  აღდგომა პასკის გარეშე წარმოუდგენელია, საკონდიტრო კომპანია „სანდომის” პასკა კი  გამორჩეული და გემრიელია. უკვე საკმაო ხანია, რაც ქართულ სამომხმარებლო ბაზარს საკონდიტრო საწარმო „სანდომის” მიერ წარმოებული პროდუქცია შემოუერთდა და მას წარმატებული, სანდო კომპანიის სახელი დაუმკვიდრა.  თავიდან საწარმო მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ოპერირებდა. მის პროდუქციაზე  მოთხოვნილება დედაქალაქშიც  მალევე გაჩნდა. დღეს „სანდომი“ 100-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს და წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც
ფქვილოვანი მშრალი ორცხობილების სახით, ასევე შოკოლადის ნაწარმის ფართო ასორტიმენტით. „სანდომის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია საუბნო მაღაზიებში, ქსელურ მარკეტებსა და
ჰიპერმარკეტებში.
  ჩვენი მკითხველების გამოკითხვებიდან ირკვევა, რომ არჩევანს  ისინი სწორედ „სანდომის“
ტკბილეულზე აკეთებენ.  ყოველი წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის კი კომპანია  მრავალფეროვან ასორტიმენტს,  მართლაც ზღაპრულ პასკებს და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომ ფასებს გვთავაზობს. აღსანიშნავია, რომ  მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინების მიზნით, მიუხედავად ნედლეულსა და მასალებზე ფასების ზრდისა, კომპანიის საკონდიტრო ნაწარმზე ფასების შესამჩნევი მატება არ დაფიქსირებულა.
„სანდომის“ ტკბილეული თავის სეგმენტში ისედაც გამორჩეულია ხელმისაწვდომი სამომხმარებელო ფასებითა და მაღალი ხარისხით, – აცხადებენ კომპანიაში. ხარისხის მუდმივი სტაბილურობა, განსაკუთრებული გემო და რაციონალური ფასი სწორედ ის კომპონენტებია, რაც „სანდომის“ პროდუქტს ყველა პროდუქტისგან გამოარჩევს. საწარმოში განსაკუთრებული სიმკაცრით კონტროლდება საწარმოო პროცესი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.  კომპანიის მთავარი პრიორიტეტია, აწარმოოს ტკბილეული, რომელიც გემრიელთან ერთად, სასარგებლოც იქნება. საწარმოო პროცესის მუდმივი მონიტორინგი იმის გარანტიაა, რომ მომხმარებლამდე 100 %-ით უვნებელი და ჯანსაღი პროდუქტი მივიდეს.
ამჯერადაც, აღდგომის მოახლოებასთან ერთად, „სანდომი“ მომხმარებელს ტრადიციული რეცეპტურით დამზადებულ უმაღლესი ხარისხის პასკების კიდევ უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს. წელს პასკების ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანი გახდა  – როგორც  სასაჩუქრე შეფუთვებით, ასევე, მათი გაფორმებით, ინგრედიენტებითა და წონის გრადაციით. ასე რომ, მომხმარებელი აუცილებლად შეძლებს საკუთარი მოთხოვნის შესაბამისი არჩევნის გაკეთებას.
 აღსანიშნავია, რომ ბრენდი წარმოებაში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებს და უმაღლესი ხარისხის ნედლეულს იყენებს. კომპანიას მიღებული აქვს ISO 22000-2005 ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლის უმკაცრესი მოთხოვნების დაკმაყოფილებით საწარმოს საშუალება ეძლევა,  სამომხმარებელო ბაზარს სტაბილურად მაღალი ხარისხის პროდუქცია მიაწოდოს, განავითაროს ექსპორტი, განამტკიცოს კომპანიის იმიჯი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან, რათა შეიმუშაონ ახალი შემადგენლობები, ტექნოლოგიები და კიდევ უფრო გააფართოონ ასორტიმენტი. მნიშვნელოვანია, რომ საკონდიტრო საწარმო „სანდომი” ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის მოთხოვნებზე, ასევე ხარისხსა და შეღავათიან ფასებზე.  როგორც კომპანიის დამფუძნებელმა   მერაბ ვასაძემ აღნიშნა, –  „ეს ყოველთვის ასე იქნება და ჩვენს მომხმარებელს „სანდომი“ მუდმივად გაახარებს ახალი ასორტიმენტით“.
P.S. მანამდე კი გირჩევთ, შეიძინოთ სააღდგომოდ „სანდომის“ ტკბილი, მრავალფეროვანი და ზღაპრულად გემრიელი პასკები!

скачать dle 11.3