კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (155)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

№16 როგორ მოახერხეს საბჭოეთიდან გაქცევა სიკვდილმისჯილმა და მისმა საცოლემ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

უმაღლესი ზომა
„ნოდარ სულაძეს მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა...“ ამ საშინელმა ფრაზამ 1970 წლის 13 ივლისს გაიჟღერა დახურულ სამხედრო სასამართლოზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა...
  ორშაბათი დღე იყო და საბჭოთა უშიშროების სპეციალური საიდუმლო დანაყოფის ყოფილ კაპიტანს სწორედ საკუთარი 30 წლის იუბილეზე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მას ბრალად ედებოდა მაღალი რანგის უშიშროების ოფიცრის მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკითა და დამამძიმებელ გარემოებაში...
  1969 წლის 30 დეკემბერს მოსკოვის მახლობელ ბალაშიხაში მდებარე უშიშროების საიდუმლო ბაზაზე ინციდენტი მოხდა: საღამოს 5 საათზე კაპიტანი ნოდარ სულაძე სასადილოში იყო და სამხრობდა. ამ დროს იქ 45 წლის პოლკოვნიკი, ზახარ კნიაზევი შევიდა. კნიაზევი ხელში მომარჯვებული პისტოლეტით გარდაიცვალა, ისე რომ გასროლა ვერ მოასწრო, სულაძემ დაასწრო...
29 წლის ქართველი კაპიტანი უშიშროების ერთ-ერთ საუკეთესო „სპეცად“ ითვლებოდა და მას განსაკუთრებული სირთულის დავალებებს აძლევდნენ. სწორედ ასეთ დავალებაზე უნდა წასულიყო ის მეორე დღეს, 31 დეკემბერს  და ბალაშიხაში ამიტომ იმყოფებოდა. პოლკოვნიკი კნიაზევი კი ვერ იტანდა ქართველ კაპიტანს, რადგან ფიქრობდა, რომ სწორედ მის გამო ვერ მიიღო გენერლის ჩინი რიგგარეშე. საქმე კი ის იყო, რომ ერთ-ერთი ოპერაციის დროს, რომელიც კნიაზევის მიერ იყო დაგეგმილი, 27 წლის ვოვა პეტროვი დაიღუპა და ნოდარმა თავის მოხსენებით ბარათში დაამტკიცა, რომ პეტროვის დაღუპვის მიზეზი ოპერაციის არასწორი დაგეგმვა იყო. სწორედ ამის მერე ჩამოაქვეითეს თანამდებობიდან კნიაზევი და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ გაასამართლეს, რომ საბჭოთა პოლიტბიუროს ერთ-ერთი წევრის, მიხეილ სუსლოვის ახლო ნათესავი იყო და მას სუსლოვი მფარველობდა. კნიაზევი სულაძეს გადაეკიდა, მაგრამ მის გამოსაჭერად საბაბს ვერ პოულობდა. ამიტომ, პროვოკაციაზე წავიდა და შეეწირა კიდეც ამას...
  დაღუპული ვოვა პეტროვის მამა ვიქტორ პეტროვი სამხედრო გენერალი იყო და შვილის დაღუპვას გადაჰყვა. მისი მეორე შვილი, 25 წლის ნატაშა პეტროვა კი, როგორც მისი ძმა, უშიშროების სპეცჯგუფში მსახურობდა, თანაც, ნოდარის შეყვარებული იყო და წყვილი დაქორწინებას აპირებდა. თუმცა, მათი სიყვარულის ამბავი საიდუმლო იყო, რადგან ამ ქვედანაყოფში ასეთ რამეს კრძალავდნენ...
ამგვარად, ნატაშა, ისევე, როგორც ნოდარის სხვა ახლობლები, სასამართლოზე არ დაასწრეს და მათ მხოლოდ შემდგომ შეიტყვეს, რომ ნოდარს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, რომელიც გამოტანიდან ერთ თვეში უნდა აღსრულებულიყო. სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა თავად მიხეილ სუსლოვმა იქონია.
„სპეცდუეტი“
  25 წლის ლეიტენანტ ნატაშა პეტროვას ნოდარ სულაძის გარდა უკვე ქვეყნად არავინ ჰყავდა. დედამისი მის დაბადებას გადაჰყვა. ძმა და მამა კი ერთდროულად დაეღუპა და მთელი თავისი სითბო და სიყვარული ნოდარზე გადაიტანა. ის კი  უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სრულიად უსამართლოდ უნდა მოეკლათ... ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავს დატეხილი ამდენი უბედურების მიუხედავად, ნატაშა არ გატეხილა. სასწაულის იმედი ჰქონდა და ყოველგვარ საშუალებას იყენებდა, რომ თავისი სატრფო სიკვდილის კლანჭებიდან გამოეგლიჯა. ამის ერთადერთი საშუალება კი ნოდარის ციხიდან გაქცევა იყო, რაც, ფაქტობრივად, შეუსრულებელ მისიას წარმოადგენდა. ნოდარი „მატროსკაია ტიშინაში“ ერთადგილიან, სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და მისი იქიდან გაქცევის შანსი ნულს უდრიდა. ეს ციხე განსაკუთრებული რეჟიმის იყო და უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა ჰქონდა. ციხიდან გამოსვლის ორი გზა არსებობდა – ციხე ან იერიშით უნდა აეღოთ და პატიმარი ისე გამოეხსნათ, რაც აბსურდი იყო, ან პატიმარი ციხის თანამშრომელს უნდა გამოეყვანა ეს კი, ფაქტობრივად – შეუძლებელი. ნატაშას სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაში მრავალმხრივი მომზადება ჰქონდა გავლილი და, რა თქმა უნდა, ოპერაციების დაგეგმვაც შეისწავლა. დრო არ ითმენდა. ამიტომ გოგონამ უპრეცედენტო ზომას მიმართა. გაიგო, რომ ციხის უფროსის ცოლ-შვილი – 39 წლის ალა და 20 წლის გალია, სოჭში, პრესტიჟულ სანატორიუმში ისვენებდნენ. ნატაშამ მათ ჩააკითხა, ნაქირავებ ბინაში შეიტყუა და საიმედოდ გამოამწყვდია. შემდეგ, 47 წლის პოლკოვნიკს სახლში დაადგა და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლის სანაცვლოდ ნოდარ სულაძის ციხიდან გაპარება შესთავაზა. 1970 წლის 26 ივლისს, კვირა დღეს, თავად ციხის უფროსმა გამოიყვანა ნოდარ სულაძე ციხიდან და გაუშვა. თავად კი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა და ჩაბარდა...
  მოგვიანებით, ციხის უფროსს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ის 5 წლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული, „უდოთი“ გაათავისუფლეს. გარდა ამისა, მან იმავე წელს კომპენსაციის სახით, 100 ათასი მანეთი მიიღო გაქცეული წყვილისგან, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ. მანამდე კი, ანუ ციხიდან გამოყვანისთანავე, ნოდარსა და ნატაშაზე ტოტალური ძებნა გამოცხადდა – „სპეცდუეტს“, არა მარტო მთელი მოსკოვის  მილიცია, არამედ მათი კოლეგები, „კაგებეს“ სპეცებიც ეძებდნენ. წყვილი კი, ერთი საათიც არ გაჩერებულა მოსკოვში. მთელი თავიანთი აღჭურვილობით ციმბირში გაემგზავრნენ და ირკუტსკში თვე-ნახევარი დაჰყვეს. სექტემბერში შუა აზიაში, უზბეკეთში გადაინაცვლეს. ტაშკენტში ერთი ნარკობარონი გაძარცვეს, მას 500 000 მანეთი და ძვირფასეულობა აართვეს და გაუჩინარდნენ.
  როგორც წლების შემდეგ გახდა ცნობილი, ნატაშა და ნოდარი ჯერ ავღანეთში გადავიდნენ არალეგალურად, შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურეს და ბოლოს შეერთებულ შტატებში დაიდეს ბინა, სადაც მათ ხუთი შვილი შეეძინათ.

скачать dle 11.3