კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№16 საით ტრიალებს ბიოლოკაციური ჩარჩო სიმართლის დასადასტურებლად და რა მდგომარეობაში ამბობს ის „არას“

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

ფილმებიდან, მათ შორის ქართულიდანაც, ბევრს ახსოვს ალბათ, როგორ ეძებენ წყალს ბუნებაში: ველურ პირობებში რაღაც ხის ორკაპის, უფრო გათვითცნობიერებულები კი – რკინის წვრილი ჩხირისმაგვარი ხელსაწყოთი. ეს ისე, რომ გაგახსენოთ, რაზეა საუბარი. ექსტრასენსები კი ირწმუნებიან, იმის გამო, რომ ადამიანი ევოლუციის შემდეგ გადაეჩვია, ყური დაუდგოს საკუთარ გულისთქმას ანუ ქვეცნობიერის კარნახს, საშველად ბიოლოკაციური ინსტრუმენტები მოგვევლინაო. სწორედ ბიოლოკაციის ამ ერთგვარ ოპერატორებს, კერძოდ კი, ჩარჩო-ბიოლოკატორს შევეხებით დღეს ჩვენს რუბრიკაში, რომლითაც ზემოხსენებული მაგალითის გარდა, უამრავ კითხვაზე შეგვიძლია, ვიპოვოთ პასუხი. თუ როგორ? – ამაზე გვესაუბრება ექსტრასენსი, ბატონი ოთარ დ.
– რა ბიოლოკაციური ინსტრუმენტები არსებობს და როგორ მოვიპოვოთ ისინი?
– ძირითადად ორი ტიპისაა: ჩარჩო და ქანქარა. დღეს მხოლოდ ჩარჩოს შევეხებით და აღვნიშნავ, რომ რამდენიმე სახეობისაა: სწორი – რკინის ან სპილენძის, რეზონატორიანი, გასაშლელი... რომელიც შეგიძლიათ, თქვენვე დაამზადოთ ან შეიძინოთ სპეციალიზებულ მაღაზიაში. დამწყები პრაქტიკოსისთვის, უმჯობესია, ჩვეულებრივი, სწორი ჩარჩო, რომლის დამზადება უადვილესი ხერხითაც შეიძლება. მაგრამ, სანამ ამას გასწავლით, ალბათ იკითხავთ: რაში წაგვადგება, რა საიდუმლოს გაგვანდობს ან რისგან დაცვა შეუძლიაო. უძველესი დროიდან მოყოლებული, რადგან ადამიანი თანდათან გადაეჩვია, ბუნების უტყუარი საჩუქრის, გულისთმის ანუ ქვეცნობიერის კარნახის ყურისგდებას, ეს ფუნქცია ბიოლოკაციურ ინსტრუმენტებს დაეკისრა, ამ შემთხვევაში, ჩარჩოს. ანუ, სინამდვილეში, ჩარჩო კი არ არის რაიმეს გამზომი, არამედ – ჩვენივე ორგანიზმი, რომელიც ყველა ინფორმაციას გარემოდან იღებს და საჭიროებამდე, ქვეშეცნეულში ინახავს. ჩარჩო კი კითხულობს ადამიანის ბიოველს და როგორც ისარი, ქვეშეცნეულიდან წამოსული სიგნალების საშუალებით, მიმართულებას აძლევს მიღებულ იმპულსებს: დასმულ კითხვაზე ჩარჩოს „ისარი“ დაგიდასტურებთ მხოლოდ „კის“ ან „არას“... რაც პასუხია თითქმის ყველა სფეროში არსებულ პრობლემებზე.
– უპირველესად, მაინტერესებს საყოფაცხოვრებო გარემოში მისი როლი და სხვა სფეროებშიც, რა თქმა უნდა...
– საყოფაცხოვრებო პირობებში მართლაც შეუცვლელი ატრიბუტია. ჩარჩოს საშუალებით სპეციალისტი აფასებს: პროდუქტის ხარისხს, ახალია თუ არა ის; რამდენად შესაფერისია თქვენთვის გადაადგილების საშუალება, სახლის მდებარეობა, პარტნიორი; როგორია თქვენი ემოციური თანხვედრა საყვარელ ადამიანთან; აღმოაჩენს სახლში სახიფათო ზონებს, გაზომავს რადიაციულ ფონს და დაგავიწყებთ კომპასსაც კი, უტყუარად მიგითითებთ, საით არის: ჩრდილოთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. როგორც სამედიცინო ბიოლოკატორი – ჩარჩო ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის სრულ სურათს გიჩვენებთ, შეაფასებს მიღებულ მედიკამენტთა ეფექტურობას, გამოავლენს სასარგებლო ელემენტთა ნაკლებობას, გამოთვლის დარღვევებს ორგანოთა მუშაობაში, ზომავს წნევას, პულსს, შაქარს სისხლში და ადგენს, რა გახდა ნორმიდან გადახვევის მიზეზი. დიაგნოსტიკა შესაძლებელია, როგორც უშუალო შეხებით დაკვირვების ობიექტთან, ასევე, დისტანციურად. ყველაზე პოპულარულია ბიოჩარჩოს გამოყენება ინჟინრული დანიშნულებით: ეკოლოგიურად საშიში ზონების გამოსავლენად; ტოქსიკური ნარჩენების, სხვადასხვა ნივთიერების მიწის თუ წყალქვეშ აღმოსაჩენად; ნაგებობის გამძლეობის, სიმტკიცის შესამოწმებლად; მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დასაწესებლად; შეუძლია, აღმოაჩინოს ნებისმიერი დაზიანება – გაზგამტარი მილიდან გაჟონვის ადგილი. გეოლოგებს ბიოლოკაციური ჩარჩო უადვილებს, მიაკვლიონ მიწისქვეშა წყლებს, განსაზღვონ სითხის ხარისხი და რაოდენობა აუზში; გამოიყენება უდაბნოს შესასწავლად, მიწისქვეშა ღრუების აღმოსაჩენად. სპეციალისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ჩარჩო გამოდგება ელექტრონიკასა და ჰიდროტექნიკაშიც, რადგან დეფექტის აღმოჩენა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობისას მისი დანგრევის გარეშეც შეუძლია. სკეპტიკოსებისთვის მოჰყავთ მაგალითი იმისა, რომ ბიოლოკაციური ჩარჩოს გამოყენებით, არქეოლოგებმა არაერთხელ შეძლეს, გათხრების გარეშე გამოეკვლიათ მდებარეობა. თეორიებს თუ დავუჯერებთ, ჩარჩო კრიმინალისტებსა და სამხედრო საქმესაც წაადგება: მისი დახმარებით შეუძლიათ, აღმოაჩინონ ადგილსამყოფელი: დამნაშავის, დაკარგული ადამიანის, საიდუმლო სამხედრო ობიექტებისა და ტექნიკის განლაგებისა.
– როგორ უნდა მოვიხმაროთ ბიოლოკაციური ჩარჩო?
– ჯერ დავამზადოთ ჩარჩო უმარტივესად. აიღეთ ჩვეულებრივი ბურთულიანი კალამი (პასტა), ამოაცალეთ გული და ფუტლარი გადაჭერით 6 სანტიმეტრის სიგრძეზე. აიღეთ ველოსიპედის „სპიცი“, გაუყარეთ დამზადებულ სახელურში ისე, რომ შიგ თავისუფლად იმოძრაოს და იქვე, ბრტყელტუჩათი გადაღუნეთ. დაასრულეთ ინსტრუმენტი გასაწონასწორებლად, წვერზე წამოცმული პალტიკით (ფანქრის ბოლოში ჩამაგრებული საშლელი). რადგან ინფორმაციის მიმართ მარჯვენა ხელი უფრო მგრძნობიარეა, ცაციებისთვის კი – მარცხენა, შესაბამისად, შესაფერის ხელში დაიჭირეთ ჩარჩო და წონასწორობისთვის, სხეულის პარალელურად გააჩერეთ. შემდეგ თითების უმნიშვნელო მოძრაობით ჩარჩო დაატრიალეთ თქვენგან გარეთ, მერე კი პირიქით – თქვენკენ შემოაბრუნებთ: პირველი ნიშნავს „კის“, ანუ დასტურს დასმულ კითხვაზე, მეორე კი – „არას“, უარყოფას. ეს მოქმედება გაიმეორეთ არანაკლებ 10-ჯერ. ამ სავარჯიშოების საშუალებით ქვეცნობიერში ყალიბდება ჩარჩოსთან მუშაობის სისტემა. ხელის კუნთების მიკროქმედებით ხდება შეთანხმება „კისა“ და „არას“ სიგნალებთან. ქვეცნობიერიდან თანხმობის სიგნალი ხელის კუნთებს ყოველთვის შეაბრუნებინებს ჩარჩოს თქვენგან გარეთ, ხოლო უარყოფის შემთხვევაში – პირიქით, შიგნით, ანუ თქვენკენ. თუმცა, სრულყოფილად მხოლოდ მაშინ დაეუფლებით ამ ტექნიკას, როცა ხელის კუნთების ნერვული იმპულსები უშუალოდ ქვეცნობიერის კარნახით იმოქმედებს. სავარჯიშოდ, წინ დაიდეთ ხასხასა წითელი ფერის ქაღალდის ფურცელი. თვალდაუხამხამებლად უყურეთ მას 60 წამის განმავლობაში. შემდეგ თვალები დახუჭეთ და ერთ წამში, ფურცლის გამოსახულებას მწვანე ეთერის ფერში დაინახავთ. თვალდახუჭული ჭვრეტთ რა ამ უჩვეულო ფერს, ცნობიერებაში თქვენს მდგომარეობასაც აფიქსირებთ. ეს სავარჯიშო, შეგიძლიათ, მრავალჯერ გაიმეოროთ და ყოველ ჯერზე, შეეცადეთ, შეამციროთ პროცედურის დრო გახელილი თვალებით და გაზარდოთ – თვალდახუჭულმა. შეგიძლიათ, შეცვალოთ ქაღალდის ფერი და ფორმა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსახულების ხილვისას, თქვენს ქვეცნობიერთან ამყარებთ კავშირს – ამ დროს ვითარდება თქვენი პარანორმალური უნარებიც. რეცეპტორთა მგრძნობელობა კი ბევრად იზრდება, რაც ბიოლოკაციურ ინსტრუმენტთან მუშაობის საფუძველია.

скачать dle 11.3