კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

№16 რწმენის საფარქვეშ

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #12-15(954)

​ადგილობრივი დროით დილის ათი საათისთვის (თბილისში ამ დროს საღამოს ექვსი საათი იყო) ნორისმა ახალი შიფროგრამა მიიღო ლოპესისგან. „სუპერძალის“ მეთაური იტყობინებოდა, რომ ოპერაცია „ტაძარი“ წარმატებით ვითარდებოდა, დანიშნულ დროზე დასრულდებოდა და საჭირო ეფექტს მოიტანდა. ნორისს იმდენად აუმაღლდა განწყობა, რომ კარადიდან ვისკი გამოიღო, ჩამოასხა და საკმაოდ დიდი დოზა ყოველგვარი სოდის გარეშე გადაჰკრა. შემდეგ გააბოლა, ბოლთის ცემას მოჰყვა და გუნებაში ფიქრობდა: „ნაბიჭვარი ფილიპი. დამაცადოს ამ ვირთხამ, თუ საკადრისი არ მივუზღო თავხედობისთვის. როგორ გამიბედა მე, ნორისს, აბუჩად აგდება და დამცირება?!“ შემდეგ ლურჯ ტელეფონს დასწვდა, ფილიპს დაურეკა და უთხრა:
– თბილისიდან შემატყობინა ლოპესმა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ოპერაცია წარმატებით დასრულდება.
ფილიპმა ბოლომდე მოუსმინა თავის ყოფილ უფროსს და ბოლოს უთხრა:
– პირველ რიგში, უზრდელობაა, როდესაც სალმის გარეშე იწყებ ლაპარაკს, მით უმეტეს, სტატუსით უფროსთან. ხოლო, რაც შეეხება ოპერაციის გეგმის მიხედვით მიმდინარეობას, ამის შესახებ შენ უკვე რამდენიმე საათის წინ მომახსენე და სიახლე აქ არაფერია. მესამეც ის, რომ როგორც ჩვენი მტრები იტყვიან: ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. ასე რომ, ოპერაციის წარმატებით დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა და ნუ ცდილობ, „დამაბოლო“. საქმეს მიხედე, საქმეს, ნორის და ღმერთმა არ ქნას, ჩაფლავდე, თორემ მოხარშული ფლავის სტატუსი მოგენატრება!
ფილიპმა ყურმილი ყოველგვარი პირობითობის გარეშე, უხეშად გათიშა. ნორისი ისე გაცეცხლდა, რომ სპეცტელეფონზე ჯერ ყურმილი დაახეთქა, შემდეგ აპარატს დასწვდა, კედელს მიანარცხა და დაიღრიალა: „ნაბიჭვარი, ბოზიშვილი ფილიპი! ის რომ ისვრიდა და იფსამდა, მაშინ მე სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებებს ვაწყობდი. დამაცადე, შე ბოზის ნაშიერო, რა გიქნა და მოხარშული ფლავის სტატუსი რაა, ფეკალიების სტატუსსაც არ გაღირსებ...“ ნორისმა ორიოდე წუთი შლეგივით ირბინა კაბინეტში. შემდეგ კვლავ უსოდო ვისკი გადაჰკრა, მაგრამ წინანდელზე ორჯერ მეტი. შემდეგ ლურჯი, გაბზარული ტელეფონი ადგილზე დააბრუნა. სავარძელში ჩაჯდა, გააბოლა, დამშვიდდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ მოეღო ბოლო ფილიპისთვის, რომელიც თავისი ყოფილი შეფის მიმართ აშკარად მტრულ დამოკიდებულებას იჩენდა.
***
სანამ ნორისი ფილიპზე შურისძიების დეტალებზე ფიქრობდა, თანაც ისე, რომ ოპერაცია „ტაძრის“ არსებობაც კი მიავიწყდა, თბილისში უკვე „ყველა გზა მთავარი ტაძრისკენ მიდიოდა“ და ათასობით მორწმუნე ემზადებოდა შობის ეკლესიაში შესახვედრად. მთავარ ტაძარში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რადგან სულ მალე იქ მრევლი და რაც მთავარია, ქვეყნის მთელი მმართველობა უნდა შეკრებილიყო, რათა მაცხოვრის შობას რელიგიის იერარქიებთან ერთად შეხვედროდნენ. ტაძრის მთელი შიდა და გარე პერიმეტრი ფორმიან და უფორმო უშიშროების თანამშრომლებს ეკავათ და ყურადღებით იყვნენ, რომ მცირედი საეჭვო რამეც კი არ გამოჰპარვოდათ. თუმცა, მათი სიფხიზლე და დაკვირვებულობა უკვე აღარაფერს წყვეტდა, რადგან ყველაფერი მზად იყო ნორისის მიერ დაგეგმილი ოპერაციის  – „ტაძრის“ ფინალისთვის.
საღამოს ათი საათი სრულდებოდა, როდესაც „საკომანდო პუნქტზე“ მყოფ დიეგო ლოპესს მისმა თანაშემწემ უთხრა:
– „სექტისგან“ შეტყობინება მივიღეთ, რომ ყველაფერი მზადაა და მორიგ მითითებას ითხოვენ.
– შეატყობინე, რომ ობიექტიდან გამოვიდნენ და პირობით ადგილზე შეიკრიბონ, საიდანაც მათი ევაკუაცია განხორციელდება.
– გასაგებია. ახლავე გადავცემ, – მიუგო ლოპესს თანაშემწემ. „სუპერძალების“ მეთაურმა კი დაამატა:
– მეორე ჯგუფს გადაეცი, რომ „სექტა“ მიიღონ და ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედონ.
– ხუთნი აქ მოჰყავთ. ერთს კი აცალკევებენ, მოგვიანებით იყენებენ ხომ? – დააზუსტა თანაშემწემ.
– კი. სწორედ ასეა, – დაადასტურა ლოპესმა და დააყოლა, –  მაგრამ  ძალიან ფრთხილად, საიუველირო სიზუსტით უნდა იმუშაონ. „სექტელები“ ღლაპები არ გეგონოთ. ექვსივე გამოცდილი მებრძოლია. კავკასიის ტყეებში დევნილი ნადირებივით ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში და მტაცებლის ინსტინქტი განვითარებული აქვთ. თანაც, უმაღლესი კლასის ტერორისტები არიან და მომზადება მათ ჩვენი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით გაიარეს.
– გასაგებია. გადავცემ ბიჭებს, – თქვა თანაშემწემ და იკითხა:
– სანისა და „იუდას“ საქმე როგორ იქნება?
– გეგმის მიხედვით. ორივეს ჩვენს აბაზანაში მივშხაპავთ, ისევე, როგორც „სექტის“ ხუთეულს, – თქვა ლოპესმა.
– ეგ ვიცი. მე მათ ტრანსპორტირებას ვგულისხმობდი, – დააზუსტა თანაშემწემ.
– სანი სულ მალე თვითონ მოვა და მე მას პირადად მივაძინებ. „იუდა“ კი ტაძრიდან უნდა გამოვიყვანოთ.
– გასაგებია. შეკითხვა აღარ მაქვს. წავედი ბრძანების შესასრულებლად, – თქვა თანაშემწემ და წავიდა...
***
იმ დროს, როდესაც კანტორის კონსპირაციულ სახლში ოპერაცია „ტაძრის“ ფინალს იწყებდნენ, მოპირდაპირე სახლში კანტორის მოწინააღმდეგე უწყების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები და ბჭობდნენ. მოზრდილ სასტუმრო ოთახში დაბალ, ოვალურ მაგიდას ექვსნი უსხდნენ. მათ შორის იყო ორმოცდაათიოდე წლის, ჭაღარა მამაკაცი. მას ალბერტი ერქვა და ყველაზე უფროსი იყო. დანარჩენები ანგარიშს აბარებდნენ და მის კითხვებს პასუხობდნენ. ხელქვეითებში ყველაზე აქტიური ვიქტორი იყო, სწორედ მას ეკონტაქტებოდა ალბერტი ყველაზე ხშირად.
– ხომ იცით, მეგობრებო, რამხელა პასუხისმგებლობა, თუ გნებავთ, მისია გვაკისრია და უმცირესმა უზუსტობამაც კი შეიძლება, უდიდეს ტრაგედიამდე მიგვიყვანოს, – უთხრა ალბერტმა ოვალური მაგიდის ირგვლივ მსხდომთ და შემდეგ ვიქტორს მიმართა:
– შენი ბიჭები ადგილზე არიან?
– დიახ, – მოკლედ თქვა ვიქტორმა.
– ხომ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ?
– დიახ.
– მათთან ხომ შეუფერხებელი კავშირი გაქვს?
– დიახ, – კვლავ მოკლედ თქვა ვიქტორმა, რამაც ალბერტი გააღიზიანა და ხელქვეითს უთხრა:
– რას  დაგიჩემებია და დიახ-დიახს გაიძახი. ცოტა უფრო გასაგებად თქვი.
ვიქტორს გაეცინა და ალბერტს მიუგო:
– უფრო გასაგებად ვიმოქმედებთ. თანაც ძალებს ვგზოგავ, რომ ენერგია ლაპარაკში არ დავხარჯო.
ალბერტს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი ხელქვეითი შემოვიდა და მას მიმართა:
– კანტორაში მოქმედება დაიწყეს. ლოპესმა ბრძანება გასცა და „სექტა“ ტაძრიდან გამოჰყავთ. ხუთს გააქრობენ. ერთს კი სადემონსტრაციოდ გაამზადებენ. სანისა და „იუდას“ ლიკვიდაციის ბრძანებაც გაიცა.
ალბერტმა ყურადღებით მოისმინა შეტყობინება და ვიქტორს უთხრა:
– გაიგონე?
– კი.
– მერე და რას აპირებ?
– „სექტასა“ და მათ მომყვანებს – „სუპერძალების“ ერთ დანაყოფს მათივე ბუნაგში გავკოჭავთ, – მკაფიოდ, ყოველგვარი დამატების გარეშე უთხრა ვიქტორმა ალბერტს.
– სააბაზანოში? – კი.
– მერე და, ეს მომავალი მოქმედების გეგმას არ ჩაგვიშლის? იქ ხომ ხმაური ატყდება და თავად ლოპესისა და მისი თანაშემწის გაკოჭვაც მოგვიწევს? – თქვა ალბერტმა.
– არ ჩაგვიშლის. სანი თავად მივა საკომანდო პუნქტში და იქ დავხვდებით. „იუდას“ რომ ტაძრიდან გამოიხმობენ, ჩემი ბიჭების ერთი ჯგუფი მას და მის გამომყვანებს გაკოჭავენ. ჯეკობსი უკვე ჩვენთანაა და კანტორელებს ჰგონიათ, ის უკვე მკვდარია და ცრუ კვალზე ვდგავართ. რჩება სადემონსტრაციოდ გამზადებული ერთი „სექტანტი“ და ლოპესის რვა-ათი „სუპერძალელი“, რომლებმაც დევნა-დაკავების ფარსი უნდა გაითამაშონ და მათაც ჩემები აკონტროლებენ. ამიტომ, ყველანი თავ-თავიანთ ადგილებზე არიან და ჩემს სიგნალს ელოდებიან. მე კი შენს ბრძანებას.
– იმოქმედე! – უთხრა ვიქტორს ალბერტმა...
***
ვიქტორის სპეცრაზმელებმა, მართლაც რომ,  იუველირული სიზუსტით ჩაატარეს დაგეგმილი ოპერაცია და ორმა ჯგუფმა ხუთი „სექტელი“ და ათი „სუპერძალელი“კანტორის სააბაზანოშივე გაკოჭა. მესამე ჯგუფმა კი ერთი „სექტელი“ და ოთხი „სუპერძალელი“ გზიდან უხმოდ „ასწია“ და ისინიც სააბაზანოში მიიყვანეს. ლოპესი და სანი კი „სუპერძალების“ მეთაურის ოთახშივე გაანეიტრალეს. ლოპესი თავის ხელქვეითებს მიუსვეს გვერდით, სანი კი – ჯეკობსს, რომელიც საღ-სალამათი მიიყვანეს კონსპირაციულ სახლში, სადაც ანტიკანტორელები საიდუმლო-საკანალიზაციო გვირაბით შედიოდნენ. სულ მალე კანტორის სალიკვიდაციო აბაზანაში ალბერტიც მივიდა და ლოპესს უთხრა:
– თავად მოყვებით ყველაფერს თუ დაგეხმაროთ?
– თქვენ საერთაშორისო კონვენციას არღვევთ და უკანონოდ, თანაც იარაღით ხართ შეჭრილი უცხო ქვეყნის კუთვნილ ტერიტორიაზე, – თქვა ლოპესმა.
– როგორც მინიმუმ, სასაცილოა თქვენი სიტყვები, ბატონო ლოპეს. დავიწყოთ იმით, რომ ეს სახლი მხოლოდ და მხოლოდ კერძო სახლია, რომელიც ადგილობრივ მოქალაქეს ეკუთვნის და არა უცხო ქვეყნის ტერიტორია. აი, თქვენ კი, ისევე, როგორც ჩვენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ხართ და აქ იარაღით, არალეგალურად ხართ შემოსულები.
– თქვენ რა, არა? – ირონიით მიუგო ლოპესმა.
– ხომ გითხარით, რომ კი. მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ჩვენ აქ მტრული ზრახვებით არ მოვსულვართ და სამების ტაძრის აფეთქება არ განგვიზრახავს, რომ ეს საშინელება თქვენთვის გადმოგებრალებინა. საამისოდ კი აი, ამ ნაძირლებს, ტერორისტულ ჯგუფს იყენებთ, რომელსაც ოპერატიული მეტსახელი „სექტა“ უწოდეთ. ამათ ჩვენ ორი წელია, დავეძებთ და თბილისში, თქვენთან ერთად მოვიხელთეთ. იქნებ ტყუილს ვამბობ და თქვენ მათ ლიკვიდაციას, გაქრობასა და მათი გადმოცემის მიზნით ჩვენთან მომართვას არ აპირებდით?
– ლოპესმა თავი ჩაღუნა. ერთ-ერთი „სექტელი“ კი მოულოდნელად წამოიჭრა ადგილიდან და სანამ ლოპესს ეცემოდა, იღრიალა:
– აკი, საქმეს რომ გააკეთებთ, აქედან სამოთხეში წაგიყვანთ და გაცხოვრებთო?!
ვიქტორმა მოხდენილი დარტყმით დააგდო ძირს გაცოფებული სექტელი და უთხრა:
– სამოთხის რა მოგახსენო, მაგრამ ჩვენ რომ არა, ახლა საიქიოში იქნებოდი...
ყველაზე ბოლოს სააბაზანოში ნიკოდიმოსი მიიყვანეს და ალბერტმა მას უთხრა:
– რაო, „იუდა“, დასრულდა შენი ჯაშუშურ-დივერსიული საქმიანობა რწმენის საფარქვეშ?
ახალმოსულმა ჩვეული დემაგოგიის გაჩაღება დააპირა, მაგრამ ალბერტმა მას დაცინვით უთხრა:
– ამ დიდებულ დღეს მაინც მოინანიე ცოდვები, წმიდა მამაო...
***
საშობაო ლიტურგია აპოთეოზს აღწევდა და ყველა მღვდელმთავრის მთავარ ფრაზას ელოდა. სამების სამთავრობო კუთხეში მდგომ უშიშროების პირველ პირს საეკლესიო სამოსში გამოწყობილი ალექსი მიუახლოვდა და ჯერ პაროლი უთხრა, რომლითაც პირველი პირი თავის პარტნიორ კანტორელებს ეკონტაქტებოდა, შემდგომ კი დააყოლა: „ბატონო ლევან, ხუთი წუთის შემდეგ თქვენს „ჯიპთან“ გელოდებით“.
ლევანი რომ გამოვიდა და ალექსისთან ერთად თავის „ჯიპში“, უკანა სავარძელზე მოკალათდა, ალექსიმ  უთხრა:
– მე ალექსი მქვია. თქვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო სადაზვერვო საქმიანობას ვახორციელებ, მაგრამ ეს რომ არა, ახლა ეს დიდებული ტაძარი ნანგრევებში იქნებოდა. დაიღუპებოდა უამრავი ხალხი და ყველაფერს ჩვენ გადაგვაბრალებდნენ. აი, გამომართვით ეს „ფლეშკა“ და მის შიგთავსს რომ გაეცნობით, ყველაფერს მიხვდებით.
ალექსმა ლევანს „ფლეშკა“ დაუტოვა. თავად კი მანქანიდან გადავიდა, შორიახლო დადგა. ათიოდე წუთის შემდეგ ლევანიც გადმოვიდა, ალექსს მიუახლოვდა და უთხრა:
– ამის გასაჯაროება დიდ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს და რას აპირებთ?
ალექსს გაეცინა და ლევანს უთხრა:
– ჩვენ მხოლოდ „სექტას“ ექვსეულს წავიყვანთ და „სუპერძალებსა“ და მათზე მომუშავე ჯაშუშებს თქვენ გიტოვებთ. გასაჯაროებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ჩემი მხრივ, კი ერთ რჩევას მოგცემთ.
– დიახ. რა თქმა უნდა, ბრძანეთ, – თქვა ლევანმა.
– გაუფრთხილდით თქვენს ქვეყანას და სწორად შეარჩიეთ მეგობრები, – უთხრა ლევანს ალექსმა. ამ დროს კი მღვდელმთავარმა მრევლს შობა მიულოცა და მგალობელთა გუნდი ტკბილად ამღერდა...
***
იმ დროს, როცა თბილისში ბედნიერი შობა თენდებოდა, ნორისის კაბინეტში გასროლა გაისმა და ოპერაცია „ტაძრის“ შემოქმედმა შუბლი გაიხვრიტა.
დასასრული
скачать dle 11.3