კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

№16 რომელი მცენარე აძლიერებს თქვენს ენერგეტიკას

სახლის ყვავილები, სასიამოვნო არომატისა და დადებითი ემოციების მიუხედავად, შეიძლება, ნეგატიური ენერგიის წყაროც იყოს.  ამიტომ, სწორად უნდა შეარჩიოთ არა მარტო ქოთნის, არამედ ცოცხალი ყვავილებიც, რომლებსაც წყლიან ვაზაში ათავსებთ და ოთახს ალამაზებთ. იმის გარკვევა კი, როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ყვავილები, გაიგოთ, რომელია თქვენთვის სასარგებლო, არც ისე რთულია. ზოდიაქოს ყველა ნიშანს, თავისი მცენარე შეესაბამება.
ვერძი
ვერძებს პლანეტა მარსი მართავთ, რომელიც მოქმედებისა და ძალის სიმბოლოა. ამიტომ, მცენარეც თქვენი ენერგეტიკის შესაფერისი უნდა იყოს – კაშკაშა, ფერადი, დიდი ყვავილებით. ასეთია სამეფო ბეგონია, წითელი ვარდი, აზალია. თქვენთვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ვარდისფერ გერანიას, ჯანმრთელობაზე კი დადებითად კაქტუსი მოქმედებს, რადგან ის, ენერგეტიკულად გაძლიერებთ.
კურო
კურო მიწის სტიქიას ეკუთვნის და ამ ნიშნის წარმომადგენლები საიმედო, თუმცა ამავდროულად, ეჭვიანები არიან. მათ სახლში პატარა ზომის მცენარეები უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი რთულ პირობებშიც დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით კარგია ია, ფურისულა, შროშანი.
ტყუპები
ჰაერის სტიქიის ამ ნიშანს კონტაქტების, მოგზაურობისა და ფიქრის პლანეტა მერკური მართავს. ამ ნიშნით დაბადებულები, კომუნიკაციის მოყვარული, მხიარული ადამიანები არიან, გამუდმებით მოძრაობენ და ყოველ დილას, ახალ ცხოვრებას იწყებენ. ამიტომ მათთვის საუკეთესოა ორიგინალური, ეგზოტიკური მცენარეები, მაგალითად, სხვადასხვა ჯიშისა და ფორმის პალმები და ლიანები.
კირჩხიბი
კირჩხიბები სენტიმენტალურები და მგრძნობიარეები არიან. წყლის ამ სტიქიის წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო ის მცენარეა, რომელიც მათ საცხოვრებელს მყუდროს გახდის. კირჩხიბების ენერგეტიკას კარგად აბალანსებს ფიკუსი. ხოლო მათი სიმშვიდისთვის კარგია: ალოე, ფუქსია, პეპერომია ან კალანჰოე.
ლომი
ლომებს მზის სხივებზე გათბობა უყვართ, ხოლო მათ მცენარეებს, პირიქით, დიდი რაოდენობით მზის სინათლე არ ესაჭიროებათ. ცეცხლის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის, ყველაზე მისაღებია კალა, იაპონური კამელია ან ჩინური ვარდი.
ქალწული
პრაქტიკული ქალწულებისთვის საუკეთესო  ნაყოფის მომცემი მცენარეებია. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის, საუკეთესო ვარიანტი აივანზე ლიმონის ან მანდარინის ხის გახარებაა. გარდა ამისა, კარგია ლიანები.
სასწორი
სასწორებს უყვართ ჰარმონიული გარემო. ჰაერის ნიშნის ამ წარმომადგენლებს არ შეუძლიათ, უწესრიგობა და სიამოვნებთ ენერგეტიკულად მათთვის სასიამოვნო არომატების შეგრძნება. მათთვის ამ მხრივ მისაღებია ფერადფოთლებიანი, უცნაური ყვავილბი, მაგალითად, გიბისკუსი, კროტონი, ორქიდეა ან ჰორტენზია.
მორიელი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ძალიან ძლიერები არიან. მცენარეებს შორის მორიელებს ყველაზე მეტად აზალია შეესაბამება, რომელიც თავისი პატრონის ენერგეტიკას გრძნობს, სასიცოცხლო ძალებით ამარაგებს და ნეგატიური ენერგიის ნაწილს თავის თავზე იღებს.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულები სულ მოძრაობაში არიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობენ განვითარებას და ეძებენ სიახლეებს. მათთვის მისაღები და კარგია სახლში გრძელღეროებიანი, ხშირფოთლიანი და ყვავილებიანი მცენარის გახარება. ასეთია როზმარინი.
თხის რქა
მიწის სტიქიის ამ წარმომადგენლებისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა. ასეთივეა მათთვის შესაფერისი მცენარეები: ფიკუსი, იუკა, დაფნა, აზალია.
მერწყული
მერწყულები ყოველთვის ისე იქცევიან, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ. ჰაერის ამ ნიშნებისთვის მცენარეებიც ისეთივე განსაკუთრებულია, როგორებიც თავადვე არიან, მაგალითად, აბუტილონი, მარანტა ან რეო.
თევზები
ზოდიაქოს ნიშნის ამ წარმომადგენლებს ძალიან უყვართ ყვავილები და პირველი, რასაც ისინი აფასებენ, არომატია და არა მათი ვიზუალი. მელანქოლიური თევზებისთვის ყველაზე სასარგებლო და მათი შინაგანი ჰარმონიისთვის აუცილებელი მცენარეა: სუმბული, ალოკაზია, ორქიდეა და აზალია.

скачать dle 11.3