კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№16 როგორ გახსნა ბერიამ სამხედრო შეთქმულება საბჭოთა კავშირში

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი ბერიას, მიუხედავად იმისა, რომ 1937 წელს ჯერ კიდევ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და საკავშირო მთავრობის შემადგენლობაში, მით უმეტეს, „ენკავედეს“ მმართველობაში არ იმყოფებოდა, დიდი წვლილი მიუძღვის სტალინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო შეთქმულების გახსნაში... ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი ევსეი მარკოვი წერს: „ლავრენტი ბერიას ყოვლისმხედველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური მაშინაც კი ყველაფერს ხედავდა და ისმენდა, როდესაც საბჭოთა „საიდუმლო პოლიციის“ მომავალი მარშალი ჯერ კიდევ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, თუმცა უმდიდრესი „ჩეკისტური“ გამოცდილება ჰქონდა. საიდუმლო სუპერსაბჭოთა სპეცსამსახურს კი ფუნდამენტი ჰქონდა ჩაყრილი. ცნობილი საბჭოთა მზვერავი, გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1937 წლის „სამხედრო შეთქმულების“ გახსნა, რომელიც ისტორიოგრაფიაში „ტუხაჩევსკის საქმითაა“ ცნობილი, საკმაოდ რთული, ჩახლართული საიდუმლო სპეცოპერაციის შედეგად განხორციელდა და რაც უნდა უცნაური იყოს, მას ლავრენტი ბერია უძღვებოდა. უცნაური ის კი არაა, რომ საიდუმლო-სადაზვერვო ოპერაციას ლავრენტი ბერია უძღვებოდა, რომელიც „დაზვერვის გენიადაა“ მიჩნეული, არამედ ის, რომ ამას 1936-1937 წლების მიჯნაზე ახორციელებდა. მაშინ ლავრენტი პავლოვიჩი ჯერ კიდევ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო და საკავშირო მთავრობაში არ იმყოფებოდა. „ენკავედეს“ კი ყოვლისშემძლე ნიკოლაი ეჟოვი უძღვებოდა და პროვინციელი ლიდერის მცირედ აქტივობა, ეჟოვის „სამფლობელოში“ შემოჭრა უმკაცრესად დასჯადი საქციელი იყო – ბერია სასიკვდილო განაჩენს ვერ გადაურჩებოდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ბერიამ ეჟოვის გვერდის ავლით, თავისი ერთგული „ჩეკისტების“ ძალისხმევით (სხვათა შორის, მეც მათ პირველ რიგებში ვიმყოფებოდი) შეძლო სამხედრო შეთქმულების აღმოჩენა, ყველა საჭირო სამხილის მოპოვება, მათი სტალინისთვის მიწოდება და სახელმწიფოში სამხედრო გადატრიალებისა და სტალინის მოკვლის განეიტრალება. საინტერესო და ძალზე საგულისხმო კი ისაა, რომ ამ შეთქმულების განეიტრალება ეჟოვმა საკუთარ თავზე მიიწერა და სტალინს სწორედ ამგვარად მიაწოდა ეს ფაქტი. თუმცა იოსებ ბესარიონოვიჩმა უკვე ყველაფერი იცოდა და ისიც, რომ არაპირდაპირ თავად ეჟოვიც იყო ჩართული ამ საქმეში. თუმცა, სტალინმა თავი მოიკატუნა და ეჟოვს ბოლომდე მიაყვანინა საქმე. ბოლოს კი თავად „ენკავედეს“ შეფიც ხაფანგში გამოამწყვდია და მხოლოდ ამის მერე გამოვიდა ასპარეზზე ლავრენტი ბერია, რომელიც 1938 წლის მიწურულს საქართველოს ცეკას პირველი მდივნობიდან, საკავშირო „ენკავედეს“ ხელმძღვანელად გადაიყვანა“.
  1936-1937 წლებში ლავრენტი ბერიას მიერ „გათამაშებული პარტია“ მართლაც ძალიან ჩახლართული და ისეთი გროსმაისტერული იყო, რომ თვით ჭადრაკის კორიფეებსაც კი შეშურდებოდათ. „სამხედრო შეთქმულების“ გახსნა ვლადიმირ მაიაკოვსკის მუზის – ლილია ბრიკის მეშვეობით განხორციელდა. საქმე ის იყო, რომ პროლეტარიატის დიადი პოეტის მუზა, ლილია ბრიკი ჯერ კიდევ 1925 წელს მოექცა ლავრენტი ბერიას ინტერესის სფეროში. იმ პერიოდში საქართველოში დაბადებულ-აღზრდილი მაიაკოვსკი, რომელიც საკუთარ თავს ქართველად თვლიდა, მშობლიურ ენად კი ქართულს მიიჩნევდა, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში თავის მუზასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მაიაკოვსკი ხელშეუხებელი იყო და მას პირადად სტალინი და გორკი მფარველობდნენ, ეს ფუტურისტი პოეტი საკმაოდ ლიბერალური ყოფით გამოირჩეოდა. ლიბერალიზმი კი კომუნისტურ საბჭოეთში „ცუდ ტონად“ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ უთვალთვალებდა მას „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილება, რომელსაც მაშინ ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. ეშმაკი ბერია მაიაკოვსკის სათოფეზეც არ გაჰკარებია, სამაგიეროდ, მისი მუზა, მომხიბვლელი ლილია ბრიკი პირადად გადაიბირა. ამის საფუძვლად კი ამ დაუდგრომელი ქალის სექსუალური მისწრაფებები გამოიყენა, რაც „ჩეკას“ ფირზე ჰქონდა გადაღებული და ახალგაზრდა ბერიამ სწორედ ეს კოზირი ჩართო საქმეში. როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, ბრიკთან სქესობრივი კავშირიც კი დაამყარა. ამგვარად, „ჩეკას“ მომავალში კი „ენკავედეს“ აგენტი ლილია ბრიკი უკვე პირადად ბერიას დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერია თბილისში, ბრიკი კი მოსკოვში ცხოვრობდა, შეთანხმებისამებრ, ქალი ბერიას აგენტურულ ცნობებს აწვდიდა ანტისაბჭოურ ქმედებებზე, რაზეც მას ხელი მიუწვდებოდა. მაიაკოვსკისთან დაშორებისა და დიდი პოეტის თვითმკვლელობის შემდეგ ლილია ბრიკი გენერალ ვიტალი პრიმაკოვს გაჰყვა ცოლად. პრიმაკოვი კი მიხეილ ტუხაჩევსკის ხელქვეითი და თანამოაზრე იყო და სწორედ აქედან გავიდა „ენკავედე“ სამხედრო შეთქმულებაზე.
  ძალზე საინტერესო და საგულისხმო ფაქტია ის, რომ 1978 წელს ლილია ბრიკმა, რომელიც მაიაკოვსკის მუზაც იყო, რამდენიმე ცნობილ ადამიანზე გათხოვილი და საბჭოთა უშიშროების აგენტი, 86 წლის ასაკში, ანუ – ღრმა მოხუცებულობაში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა...
ლილია ბრიკს დარჩა ჩანაწერები, რომლებშიც ზუსტადაა აღწერილი მისი მოღვაწეობის დაფარული მხარე, ანუ, „ენკავედეს“ აგენტობა. ბრიკი თავის დღიურებში აღნიშნავს იმ გაცხოველებულ მზადებას, რომელსაც ტუხაჩევსკის მეთაურობით აწარმოებდა ფარული სამხედრო ოპოზიცია და რომელშიც აქტიურად იყო ჩართული მისი მეუღლე – ვიტალი პრიმაკოვი. სწორედ ქმარი უყვებოდა ამ ამბებს მეუღლეს, შემდგომ კი ისინი ბერიასთან ხვდებოდა და იქიდან – სტალინთან... როგორც ცნობილია, ეჟოვს სწორედ სტალინმა მიაწოდა ბერიას მიერ მოპოვებული ინფორმაცია და როდესაც ეჟოვმა თავისი საქმე შეასრულა, შემდეგ თავადაც სიკვდილით დაისაჯა. მისი ადგილი კი ბერიამ დაიკავა, რომლის ღვაწლი სათანადოდ დააფასა ბელადმა, რამეთუ ბერიას წყალობით ის უეჭველ სიკვდილს გადაურჩა“.

скачать dle 11.3